საქართველო რა უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის - მიხეილ სააკაშვილი თუ საქართველოს პროგრესული მომავალი? ვისაც ებრძვი, მას ამ ბრძოლით აძლიერებ 2022, 18 ოქტომბერი, 14:45 შალვა შავგულიძე: „ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებული მე-4 შესწორება, რათა მხარი არ დაეჭირა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის“ პარლამენტის უფრაქციო წევრმა შალვა შავგულიძემ დაგმო ფაქტი, რომ ქარტულმა საპარლამენტო დელეგაციამ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამო მხარი არ დაუჭირა 2ს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“. „რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, დასმულია საკითხი საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რომელმაც უნდა გაასამართლოს აღნიშნული რეჟიმი უკრაინის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი ომის, არაადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისათვის. დასმულია საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის წევრობის მიზანშეუწონლობის შესახებ. რეზოლუცია მოუწოდებს ეუთოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებრივი ომის შეფასებასთან ერთად, შეფასება მიეცეს რუსეთის აგრესიას საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ, ხოლო რუსეთისგან მოითხოვს, მისი სამხედრო ძალების გაყვანას საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიებიდან., აი ასეთი მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია. რეზოლუცია წარმოადგენს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არა მხოლოდ უკრაინის მხარდამჭერ მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტს, არამედ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის კუთხითაც, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20%ზე მეტი ოკპუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და იგივე სისხლის სამსართლის საერთაშორისო დანაშაულები, რომელთაც რუსეთი დღეს სჩადის უკრაინაში, . მას ჩადენილი აქვს საქართველოსთან მიმართებით გასული საუკუნის 90-იან წლებში და მიმდინარე საუკუნეში - 2008 წელს. „ქართული ოცნების“ დეპუტაციამ კენჭისყრაზე არდასწრების გზით მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას. რის გამართლებასაც ცდილობენ იმით, რომ რეზოლუციას დაემატა მე-4 შესწორება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით. ეს არგუმენტი არ ამართლებს „ქართული ოცნების“ ამ ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებას, რადგან საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ მათ წევრებს შეეძლოთ, მხარდაჭერა გამოეხატათ რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისათვის და მხარი არ დაეჭირათ მისი მე-4 შესწორებისათვის, როგორც მოიქცა პარტია „ მოქალაქეების წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი. ”ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებული მე-4 შესწორება, რათა მხარი არ დაეჭირა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტისთვის“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ. როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის გამო შეგიძლია უარი თქვა ქვეყნის მომავალზე, ნიშნავს, რომ მხოლოდ სავარძელი გაინტერესებს და პირადი პარტიული კეთილდრეობა. 108 2-ს მოსწონს
|