x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გაიცანით ვიეტნამური ხავსის ბაყაყი და ნახეთ, რა არაჩვეულებრივ უნარს ფლობს ის
ბუნებაში მრავალი ცოცხალი არსება ბინადრობს, რომელიც კამუფლირების ნამდვილი დიდოსტატია. ამ არსებებს აქვთ გასაოცარი უნარი, ზედმიწევნით შეეხამონ იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ.


კამუფლირების ასეთ დიდოსტატთა რიცხვს მიეკუთვნება ვიეტნამური ხავსის ბაყაყიც (Theloderma corticale). ამ უგასაოცრეს არსებას მწვანე კანი აქვს, რომელიც ეკლებით, პიგმენტური ლაქებით და კოჟრებით არის დაფარული. ყველა ამ უნარს ერთადერთი დანიშნულება გააჩნია: ბაყაყის დაცვა მტაცებელი ცხოველების და ფრინველების თვალისაგან. მეორეს მხრივ კი ასეთი სრულყოფილი კამუფლაჟი ვიეტნამურ ხავსის ბაყაყს იმის უნარსაც ანიჭებს, რომ შეუმჩნეველი დარჩეს მწერებისგან, რომლებითაც ის იკვებება ჭაობიან გარემოში.


ბაყაყი


როგორც თავად სახელიც გვეუბნება, ვიეტნამური ხავსის ბაყაყი ვიეტნამში ბინადრობს. ის ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთში, უსიერ და ნოტიო ჯუნგლებშია გავრცელებული, თუმცა სამხრეთ აზიის სხვა ქვეყნების სუბტროპიკულ ტყეებშიც მრავლად გვხვდება. აქ ისინი ნოტიო გამოქვაბულებსა და მთათა მდინარეების კლდოვან სანაპიროებზე ცხოვრობენ, ზღვის დონიდან 700-900 მეტრის სიმაღლეზე და სანუკვარ მწერებზე სანადიროდ ღამღამობით გამოდიან. ზომით 8 სანტიმეტრამდე იზრდებიან და დაახლოებით 10 წელიწადს ცოცხლობენ.



ბაყაყი


აღსანიშნავია, რომ მამრი ბაყაყი უფრო მომცრო ზომისაა, ვიდრე მდედრი. სიკვდილი ძირითადად მაშინ ემუქრებათ, როცა ქვირითიდან თავკომბალებად იჩეკებიან. ზრდასრული ბაყაყები კი მტრებისთვის პრაქტიკულად უხილავები არიან და ამიტომ ძალიან იშვიათად თუ მოიხელთებს მათ მტაცებელი. ისინი ღრმა სიბერემდე სრულიად თავისუფლად აღწევენ და ბუნებრივი სიკვდილით იხოცებიან.


ბაყაყი

0
247
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0