საბუნებისმეტყველო გაიცანით ასტეროიდი, რომელიც $700 კვინტილიონი ღირს 2022, 8 ოქტომბერი, 18:40 ასტეროიდების უმეტესობა მოზრდილი ზომის, უფორმო კლდის ლოდებია მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის. თუმცა ზოგიერთი მათგანი იშვიათი ლითონებისგანაც შედგება, ხოლო მათ შორის ყველაზე გამორჩეულები - დიდი ოდენობით ოქროსგანაც კი.
ასეთია მაგალითად ფსიქე, რომელსაც სახელი ბერძნული მითოლოგიის სიყვარულის ღმერთის, ამურის შეყვარებულის სახელის მიხედვით შეერქვა და რომელიც მთლიანად ოქროს, ტიტანისა და რკინისგან შედგება. ფსიქეს ფასი დაუჯერებელი 700, 000, 000, 000, 000, 000, 000 (შვიდასი კვინტილიონი) დოლარია. ეს იმხელა თანხაა, რომ მთელი ეს ფული პლანეტის ყველა მაცხოვრებლისთვის რომ დაგვერიგებინა, თითოეულ ჩვენთაგანს 875 მილიონი დოლარი შეხვდებოდა. არადა, ეს ასტეროიდი არის კიდეც თითოეული ჩვენთაგანის საკუთრება, რადგან ყველაფერი, რაც კოსმოსში არსებობს, თითოეული კილოგრამი ოქრო, ნიკელი თუ პლატინა, კაცობრიობის საკუთრებაა, ზუსტად ისევე, როგორც ოკეანეები და მათში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული. ფსიქე 1852 წლის 17 აპრილს აღმოაჩინა ანიბალ დე გასპარისმა. იმთავითვე ცნობილი გახდა, რომ ასტეროიდს 250 კილომეტრის გარშემოწერილობა აქვს და თავის ღერძის ირგვლივ ერთ შემოვლას 4 საათსა და 12 წუთს ანდომებს. აღსანიშნავია, რომ NASA ასტეროიდის მიმართულებით ზონდს გზავნის, რომელმაც დანიშნულების ადგილას 2026 წელს უნდა მიაღწიოს. მისიის მიზანი ფსიქეს გამოკვლევაა. საქმე იმაშია, რომ მეცნიერთა ვარაუდით ფსიქე არის ასე ვთქვათ, არშემდგარი პლანეტის გული, დედამიწის გულის ანალოგი, რომლის საფუძვლიანი შესწავლა ფასდაუდებელ ინფორმაციებს მოგვცემს ჩვენივე მშობლიური პლანეტის გულის შემადგენლობის შესახებ. 466 შეფასება არ არის
|