x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ახალი თეორია: ყველა შავ ხვრელში თითო განსხვავებული სამყარო არსებობს?

შესაძლოა მთელი სამყარო შავ ხვრელში მოთავსდეს, რომელიც თავის მხრივ განსხვავებული სამყაროს შემადგენელი ნაწილია. ამრიგად ყველა შავი ხვრელი, რაც კი ოდესმე გვიპოვია - მიკროსკოპულიდან სუპერმასიურამდე, ასობით მილიარდი მზის წონით, შესაძლოა არის კარიბჭე ალტერნატიული რეალობებისკენ, სადაც იმდენად დაუჯერებელი ამბები ხდება, რაც დედამიწაზე არავის არც კი დაესიზმრება.


ერთ-ერთი მოწინავე ახალი თეორიის თანახმად თითოეული შავი ხვრელი არის გვირაბი სხვადასხვა სამყაროებს შორის. ის ერთგვარი პორტალია, რომელიც A სამყაროს აკავშირებს B სამყაროსთან, ხოლო B სამყაროს - C-სთან და ასე შემდეგ. მატერია, რომელსაც შავი ხვრელი შთანთქავს, ერთ წერტილში კი არ იყრის თავს, არამედ შავი ხვრელის იმ მონაკვეთიდან გაიტყორცნება, რომელიც ალტერნატიულ რეალობაშია მოთავსებული. ამ მოვლენას “თეთრი ხვრელი” ეწოდება.


ფიზიკის ჟურნალ Letters B-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ინდიანას უნივერსიტეტის ფიზიკოსი ნიკოდემ პოპლავსკი გვთავაზობს მატერიის სპირალური ფორმის მოძრაობის მათემატიკურ მოდელს. მისი განტოლებების მიხედვით მსგავსი ხვრელები “დრო-სივრცის სინგულარობების” პრაქტიკული ალტერნატივებია, რომლებიც ალბერტ აინშტაინმა შავი ხვრელების ცენტრში იწინასწარმეტყველა.


მეცნიერი ფიქრობს, რომ პარალელურ რეალობაში ჩვენი რეალობიდან წაღებული მატერიით ახალი ვარსკვლავები და გალაქტიკები წარმოიქმნება, ზუსტად ისრვე, როგორც ოდესღაც ჩვენთან წარმოიქმნა მატერია სინგულარობიდან.



ეს თეორია პირველი არ არის, რომელიც იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ შავ ხვრელებში სხვადასხვა სამყაროები არსებობს. თავის ადრეულ კვლევებში იგივე განაცხადა დამიენ ეისონმა, რომელიც არიზონას უნივერსიტეტში მუშაობს.


ამ თეორიას ერთი დიდი ნაკლი მაინც აქვს: იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი უტყუარობა დროთა განმავლობაში სხვადასხვა კვლევებით დამტკიცდა, ეს იქნება დამტკიცება მხოლოდ იმის, თუ როგორ გაჩნდა საკუთრივ ჩვენი სამყარო. ხოლო ჩვენი სამყაროს “დედა” სამყარო როგორღა გაჩნდა, ამის დამტკიცება არც ამ ახალ თეორიას შეუძლია.


ასე რომ, ჩანს, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ტვინის ჭყლეტა და ახალ-ახალი თეორიების გამოცდა მანამ, სანამ ზუსტად შევიტყობდეთ, თუ როგორ წარმოიშვა ის ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ.


შავი ხვრელი

1
547
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
547
  
2022, 8 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1