x
image
დავითი ჩუთლაშვილი
უახლესი თეორიის თანახმად, ეს სამყარო, შესაძლოა, გიგანტური სასაფლაო იყოს
მას შემდეგ, რაც შესაბამის ტექნოლოგიებს დავეუფლეთ, ყოველთვის ვარსკვლავებისკენ ვიყურებით და იქ არამიწიერ სიცოცხლეს დავეძებთ. ბევრი ფიქრობს, ამას იმის გამო ვაკეთებთ, რომ მარტოობის გრძნობა გვტანჯავს და ჩვენივე მსგავსი გონიერი არსებების პოვნა გვსურს, მაგრამ იქნებ ეს სულაც არ არის ასე? იქნებ პირიქით, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ სამყაროში ჩვენს გარდა არავინაა?


N = R *× f P × n e × f 1 × f ich × f c × L ეს დრეიკის განტოლებაა და ის აღწერს კომუნიკაციური უნარების მქონე არამიწიერი ცივილიზაციების რაოდენობას ჩვენს გალაქტიკაში. ამ განტოლების საბოლოო მინიმალური შედეგია 20. ანუ ჩვენს გალაქტიკაში უნდა არსებობდეს სულ მცირე 20 განვითარებული ცივილიზაცია მაინც, რომელსაც შეუძლია ჩვენთან კონტაქტის დამყარება, თუმცა… არცერთი მსგავსი ცივილიზაცია არ ჩანს.


უცხო


არამიწიერ ცივილიზაციებზე ფიქრისას ჩვენ ამოვდივართ იმ დაშვებიდან, რომ რადგან დედამიწაზე უკვე არსებობს ერთი ასეთი ცივილიზაცია, მთელი სამყარო ცივილიზაციებით უნდა იყო დახუნძლული, მაგრამ როგორც ენრიკო ფერმი სვამდა კითხვას, სად არიან ისინი?



თუმცა, ეს ალბათ მაინც არასწორად დასმული შეკითხვაა. უკეთესი იქნება შეკითხვა დავსვათ შემდეგი სახით: “რა დაემართათ დანარჩენებს?”


“სიცარიელეა, ბარბიკენ. ყოველი მხრიდან სიცარიელე!”


არამიწიერი ცივილიზაციის არსებობა დასაშვებია, მაგრამ დედამიწაზე არსებული ჩვენივე ცივილიზაციის გარდა არ არსებობს სხვა ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ამის უმთავრესი მიზეზი შეიძლება იყოს სამყაროს ის მექანიზმი, რასაც მეცნიერები “დიდ ფილტრს” უწოდებენ. ყოველი ცივილიზაცია ნადგურდება მანამ, სანამ განვითარების იმდენად მაღალ საფეხურს მიაღწევდეს, რომ საკუთარი მშობელი პლანეტიდან სხვა პლანეტებზე განსახლდეს და დაგვეკონტაქტოს.


ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია SpaceX 2 მილიონამდე ადამიანის გადაყვანას გეგმავს მარსზე. მასკმა აღნიშნული გეგმა რომც ვერ შეასრულოს, უახლოეს ათწლეულებში სხვა რომელიმე კერძო პირი ან სახელმწიფო მას მაინც განახორციელებს. მარსის კოლონიზება ნიშნავს გადარჩენას ადამიანთა მოდგმისათვის და ჩვენი სახეობის შემდგომი არსებობის უზრუნველყოფას ასეულობით მილიონი და მილიარდობით წლის მანძილზე. მულტიპლანეტარული სახეობის გადაშენება კი იოლი არ გახლავთ. ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენს სახეობას ეს “ფილტრი” თითქმის უკვე გავლილი აქვს და სამშვიდობოს ვართ კიდეც გასულები, თუმცა ჩვენსავით წარმატებულები არ აღმოჩნდნენ სხვები, რომლებმაც დიდი ფილტრის გადალახვა ვერ შეძლეს.


უცხო


ამის გარკვევას ჩვენ უფრო უკეთ მაშინ შევძლებთ, როცა იმდენად სწრაფ ხომალდებს ავაგებთ, რომ სხვა ვარსკვლავების სისტემებში მოგზაურობა შევძლოთ. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩვენს მიერ აღმოჩენილ ახალ სამყაროებში უზარმაზარ სასაფლაოებს წავაწყდებით. მანამდე კი უმჯობესია, დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებული უმწვავესი პრობლემების მოგვარებით დავკავდეთ, კლიმატის ცვლილებიდან დაწყებული, შიმშილით და სიღარიბით დამთავრებული, რათა გადაშენებულ არსებათა ბედი არ გავიზიაროთ.

0
1626
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
1626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0