x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული მეტეორიტი, რომელთა ფასები გაგაოცებთ
უკვე ათასწლეულებია, ადამიანი გაოცებული შესცქერის ცას. უძველესი დროიდან მოყოლებული ადამიანები ხედავენ ცაზე მოსრიალე მანათობელ წერტილებს. წინათ მათ ეგონათ, რომ ასე ვარსკვლავი ვარდებოდა, ხოლო დედამიწაზე დაცემულ ასეთ ობიექტს თუ ნახავდნენ, ფიქრობდნენ, რომ ეს ღმერთის საჩუქარი იყო. ცნობილი ფაქტია, რომ ძველ ეგვიპტეში 5000 წლის წინათ ერთ-ერთი ასეთი ჩამოვარდნილი მეტეორიტისგან სამკაულიც კი დაამზადეს.


დღეს ვიცით, რომ ვარსკვლავები დედამიწაზე არ ცვივიან, რადგან ისინი მასით მილიონჯერ ან ასობით მილიონჯერ აჭარბებენ ჩვენს პლანეტას. დედამიწაზე ჩამოცვენილი ობიექტები კი სულაც არ არის ღმერთის საჩუქარი და ეს მეტეორიტებია.


1940 წლამდე მეტეორიტები მხოლოდ უნივერსიტეტებსა და მუზეუმებში არსებობდა. თუმცა 1946 წლიდან ამ უიშვიათესი ობიექტების ნამდვილი ციებ-ცხელება დაიწყო და მათი ფასიც ასტრონომიულ ნიშნულებამდე გაიზარდა. დღეს მსოფლიოში უამრავი მდიდარი ადამიანია, რომელიც მეტეორიტების კოლექციას აგროვებს და თითოეულ ახალ ეგზემპლარში უზარმაზარ თანხასაც იხდის. ამიტომ მოდით, მეტეორიტების შესახებ მეტი შევიტყოთ და გავიგოთ, თუ რომელი მეტეორიტები გაიყიდა ყველაზე ძვირად!


მეტეორი



10. გიბეონის მეტეორიტი - 280 ათასი ევრო


ეს ლითონის მეტეორიტი ჩვეულებრივი “ციური ქვა” არ გახლავთ. ის საოცრად ჰგავს ედვარდ მუნკის ცნობილ ნახატს “ყვირილი.” ეს მეტეორიტი კალაჰარის უდაბნოს მონაპირე მხარეში იპოვეს და ის 280 ათასი ევრო ღირს.


მეტეორი


9. ზაგამის მეტეორიტი - 278 ათასი ევრო


ეს მსოფლიოს უდიდესი მარსული წარმოშობის მეტეორიტია, რომელიც კი დედამიწაზე ოდესმე აღმოუჩენიათ. ნიგერიულ ზაგამში ერთ-ერთ ფერმერს ის კინაღამ თავში დაეცა. მისი ერთი ნაწილი გასაყიდად გაიტანეს და მისი ფასი 278 ათასი ევროა.


მეტეორი


8. დარ ალ განი 1058 მთვარის მეტეორიტი - 281 ათასი ევრო


ეს არის მთვარის უდიდესი მეტეორიტი, რომელიც კი ოდესმე აუქციონზე გაუტანიათ. ის 1998 წელს, ლიბიაში იქნა ნაპოვნი და 4 გირვანქას იწონის.


მეტეორი


7. ჩელიბინსკის მეტეორიტი - 336 ათასი ევრო


2013 წელს რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე მეტეორიტი აფეთქდა. ამ დღეს 1500-ზე მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. კოლექციონერებში მეტეორიტის ფასი ძალიან მაღალია, თუ მისი დაცემა თვითმხილველების თვალწინ მოხდა. ამიტომ სცდება ჩელიაბინსკის მეტეორიტის ფასი 336 ათას ევროს.


მეტეორი


6. ზაგამის მეტეორიტი - 383 ათასი ევრო


ეს იმ მეტეორიტის “ძმაა, ” რომელიც ზაგამში იპოვეს. 2006 წელს გაიტანეს აუქციონზე და მაშინვე გაყიდეს.


მეტეორი


5. სპრინგუოთერის მეტეორიტი - 511 ათასი ევრო


ეს 117 გირვანქა წონის გიგანტური მეტეორიტი 1931 წელს, კანადაში იპოვეს. ის 4, 5 მილიარდი წლისაა და მინერალ ოლივინს უხვად შეიცავს. მისი ჭრის და გაპრიალების დროს ადვილი შესამჩნევია ოლივინის კრისტალები. ეს კოლექციონერებისთვის ამ მეტეორიტს განსაკუთრებით ძვირფას საკბილოდ აქცევს. ეს მეტეორიტი ტორონტოს სამეფო მუზეუმში 511 ათას ევროდ გაიყიდა.


მეტეორი


4. მეტეორიტი ქენსეფშენ ჯანქშენი - 724 ათასი ევრო


მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს მეტეორიტი ოდესღაც ასტეროიდის ნაწილი იყო, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის ბრუნავდა. ის 2006 წელს ერთმა ფერმერმა მისურის შტატში, ქენსეფშენ ჯანქშენში აღმოაჩინა. აქაც ოლივინის კრისტალებთან გვაქვს საქმე. კრისტალები ისეა გაბნეული მეტეორიტის ზედაპირზე, გეგონება, კექსში შოკოლადის ნაჭრები მოუთავსებიათო.


მეტეორი


3. უილამეტის მეტეორიტი - 851 ათასი ევრო


ეს მეტეორიტი 2007 წელს, ნიუ-იორკში გაიტანეს გასაყიდად. ის ბუნების ისტორიის მუზეუმმა შეწირა ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მეტეორიტი იყო დს როცა 1902 წელს აღმოაჩინეს, 16 ტონას იწონიდა.


მეტეორი


2. ბრენჰამის მეტეორიტი - 896 ათასი ევრო და მეტი


ეს მეტეორიტი 0, 5 ტონას იწონის. მას ფარის ფორმა აქვს და 2005 წელს კანზასში იპოვეს.


მეტეორი


1. ფუკანგის მეტეორიტი - 1, 7 მილიონი ევრო


ეს მეტეორიტი რკინა-ნიკელის არის და ოლივინის მწვანე კრისტალებით მორთული. სავარაუდოდ ის 4, 5 მილიარდი წლისაა. ის 2000 წელს იპოვეს და სახელი იმ გეოგრაფიული ადგილის მიხედვით დაარქვეს, სადაც მეტეორიტია ნაპოვნი. ის არამარტო მსოფლიოს უძვირესი მეტეორიტია, არამედ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზიც.

1
221
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
221
  
2022, 1 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1