სხვა იცით, რაა "მაკდონალდსის" მსოფლიოში ცნობილი ლოგოტიპის დაფარული აზრი? 2022, 29 სექტემბერი, 20:41 "მაკდონალდსის" ლოგოტიპის მნიშვნელობა, ერთი შეხედვით, გასაგებია, ის კომპანიის სახელწოდების დასაწყისი, ინიციალია. რეალურად მაკდონალდსის ლოგო უცნაურ აზრს ფარავს, რაც თავდაპირველად სულაც არ გაუკეთებიათ მიზანმიმართულად. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში "მაკდონალდსი" აპირებდა თავისი ლოგოტიპის შეცვლას და ამისათვის დაიქირავა ლუი ჩესკინი. დაქირავებულმა სპეციალისტმა კომპანიას ურჩია, რომ ლოგო არ შეეცვალათ. ლუი ჩესკინის რჩევის მიხედვით, ბევრი ადამიანისათვის ოქროს მომრგვალებული გრაფიკულო ნიშანი "M" ქვეცნობიერად ასოცირდება წყვილ მკერდთან, რასაც აქვს ფროდისეული ეფექტი, სავარაუდოდ, მომხმარებელში აღძრავს შიმშილის გრძნობას. რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, ასეთია მაკდონალდსის ლოგოტიპის ისტორია. 51 შეფასება არ არის
|