სხვა მათემატიკის მასწავლებელმა 5-მეტრიან ანაკონდას საკუთარი აბაზანაც კი დაუთმო 2021, 18 მარტი, 15:31 მათემატიკის მასწავლებელი პატარა მდინარეში შევიდა და 1 საათის მერე იქიდან გამოიყვანა 5-მეტრიანი ანაკონდა, რომელმაც გადაყლაპა მაპირზე მშვიდად მოსეირნე მისი მეგობრის ძაღლი. სებასტიან ბასკოლესი, რომელიც ცხოვრობს ფრანგულ გვიანაში, კერძოდ, მატორუში, 80-კილოგრამიან ანაკონდასთან შეჭიდება გადაწყვიტა იმის მერე, რაც მეგობარმა დაურეკა და აცნობა თავისი საყვარელი შინაური ცხოველის, ძაღლის, სახელად "მინუსის" ტრაგიკული აღსასრულის შესახებ. 2014 წელს 39 წლის მათემატიკის მასწავლებელი აღიარებდა, რომ ასეთი გიგანტური ზომის გველის დაჭერა მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "თავიდან არ მეშინოდა, რადგან მეგონა, რომ გველი პატარა იყო. მალევე ვიგრძენი მისი ძალა და შევაფასე ზომა, მივხვდი, რომ ვცდებოდი", - თქვა გველის დამჭერმა.
როგორც ბასკოლესმა განაცხადა, ქვეწარმავლების (გველების) აქამდეც, 10 წლის განმავლობაში იყო მისი ჰობი, საყვარელი საქმიანობა, თუმცა 5-მეტრიანი ანაკონდა არა მხოლოდ ყველაზე დიდი ნანადირევია მისთვის, არამედ ყველაზე დიდი გველია, რაც კი მანამდე ენახა. გველის დაჭერისას ბასკოლესმა მეგობარს სთხოვა, დაეჭირა ქვეწარმავლის კუდი, რათა ანაკონდა არ შემოხვეოდა მას და არ მოეხრჩო. ამასთანავე, ქვეწარმავალს სულ ახალი მონელებული ჰყავდა მეგობრის ძაღლი და დამშვიდებული ჩანდა, არ იყო აგრესიული შიმშილისაგან. როგორც კი ანაკონდა ნაპირზე გამოიყვანა ბასკოლესმა, ეს ამბავი მაშინათვე გახდა ცნობისმოყვარეთა სამიზნე. გველის დამჭერის სამი შვილი: 11 წლის ნოამი, 8 წლის სოლალი და 5 წლის მანოც არ დარჩენილან გულგრილი გიგანტური ანაკონდას მიმართ. ქვეწარმავალი დაიღალა სურათების გადაღებისაგან, ნახევრად მთვლემარე, თვალებმოჭუტული ანაკონდა ღამით ბასკოლესმა თავის აბაზანაში ჩასვა და იქ გაატარა ღამე "ახალმა ოჯახის წევრმა". ბასკოლესის მეუღლეც თავიდან ეშინოდა გიგანტური ანაკონდას ღამის გასათევად შინ დატოვება, რადგან 80-კილოგრამიან "სტუმარს" შეეძლო აბაზანიდან გამოსვლაც, თუმცა ოჯახის უფროსმა ეს საფრთხე წინასწარ განჭვრიტა და ზომები მიიღო: "სანერვიულო არაფერი იყო, რადგან გველს თავზე მოვახვიე სპორტული მაისური.ამის მერე იგი არ წარმოადგენდა იმაზე დიდ საშიშროებას, ვიდრე ჩვეულებრივი ჭია", - განაცხადა გველის დამჭერმა.
გიგანტურ ანაკონდასთან ბასკოლესის ბავშვებმა კარგად იმხიარულეს, რასაც გადაღებული ფოტოებიც ამტკიცებს, მეორე დღეს მამაკაცმა ანაკონდა გაუშვა მდინარიდან 10 კილომეტრით ქვევით, დაშორებით, ჭაობიდან არც ისე შორს, სადაც იყო ქვეწარმავლების ბუნებრივი საცხოვრებელი ადგილი, ჰაბიტატი. 786 2-ს მოსწონს
|