სხვა საიდუმლო, რომელსაც კროულის ტბა ინახავდა, ამოცნობილია 2020, 2 დეკემბერი, 22:45 კროულის ტბის გიგანტური სვეტების წარმოშობის მიზეზი კალიფორნიაში ძალიან დიდხანს რჩებოდა მეცნიერულ საიდუმლოდ. 9 მეტრამდე სიმაღლის უძველესი სვეტები, მაღალი თაღებით შეერთებული ძველი მავრიტანული ტაძრის ნაწილს მოჰგავს. მათ შეხედვაზე ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს დროში უკან, წარსულში ძველ პომპეიში იმოგზაურე. დღეისათვის მეცნიერებმა სრულად ამოხსნეს კროულის ტბის სვეტების საიდუმლო, თუ როდის და როგორ გაჩნდა ისინი. მეცნიერთა ვარაუდით, ტბის აღმოსავლეთით 2-დან 3 კვადრატულ მილამდე დაახლოებით 5 000 სვეტი არსებობს. ისინი მტევნების სახითაა მოცემული, არის მრავალფეროვანი ზომითა და ფორმით. სვეტებიდან ბევრი ნაცრისფერია, სწორი, როგორც სატელეფონო ანძა და დაახლოებით 30 სმ. დაშორებით გარს აკრავს ჰორიზონტალური ნაპრალები, ზოგი მოწითალო-მონარინჯისფეროა.ზოგი დამრეცია, დახრილია, ზოგი - ნახევრად ჩამარხული და გაქვავებული დინოზავრის ძვლებს ჰგავს. კალიფრონიის, ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარები ასკვნიან, რომ კროულის ტბასთან გიგანტური სვეტები წარმოიშვა 760 000 წლის წინ ძლიერი აფეთქების შედეგად ამოვარდნილი ცივი წყლის ჩამოწოლისა და ცხელი ვულკანური ფერფლიდან წამოსული ორთქლის შედეგად.
132 1-ს მოსწონს
|