x
image
ლანა92
უცნაური ნივთები, რომელთაც ადამიანები იყენებდნენ, როგორც ფულს

image




ძველ დროში, როცა ჯერ კიდევ ქაღალდის ფული გამოგონილი არ იყო, ადამიანები მის ადგილას, ანუ გაცვლის (გადახდის) საშუალებად იყენებდნენ შემდგომ 10 ნივთს, საგანს:

1.ნიჟარა - უნდა გამოვტყდეთ, რომ ვალუტის ყველაზე ლამაზი ფორმაა. გადახდის საშუალებად გამოიყენებდნენ თითქმის ყველა კონტინენტზე, ამერიკის, ავსტრალიის, აზიისა და აფრიკის ჩათვლით, ჩვენს ერამდე 1200-იან წლებში. იგი დღემდე გამოიყენება მსოფლიოს ზოგ ადგილას.

2.მარილი - პოპულარული გადახდის საშუალება იყო რომის იმპერიის დროს. მარილი მეტად ძვირფასი იყო, რამდენადაც იყენებდნენ ხორცის შესანახად, ჭრილობის დასამუშავებლად და საკვებში დასამატებლად.

3.კოკაინი - კოლუმბიის ზოგიერთ ნაწილებში გამოიყენება ფულის დანიშნულებით.

4. დელფინის კბილები - სოლომონის კუნძულებზე; 1976-2013 წლების ოფიციალური მონაცემებით, კბილების გამო მოკლულია 15 400 დელფინი.

5.ლუდის ბოთლების საცობები - კამერუნი;

6. ჩაის ბრიკეტები - მე-10 საუკუნიდან გასული საუკუნის 20-იან წლებამდე რუსეთში, ტიბეტში, მონღოლეთსა და ჩინეთში;

7.თახვის ტყავი, ბეწვი - ამერიკელები და ევროპელები;

8.მობილურის შესავსები ბარათები (მონობარათები) - კენია;

9.პარმიჯანო-რეჯანოს ყველი - იტალია;

10.შარდი - ციხეებში დღესაც შარდს იყენებენ ვალუტად. კერძოდ, ზოგჯერ პატიმრებს ნარკოტიკებზე ამოწმებენ შარდის ტესტის საფუძველზე. ამიტომაც ადამიანებს, რომლებიც არ იღებენ აკრძალულ პრეპარატებს (ნარკოტიკებს), შეუძლიათ, მარტივად გაყიდონ თავიანთი შარდი და სანაცვლოდ მიიღონ ნებისმიერი ნივთი, საქონელი.


0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0