x
image
ლანა92
მაკლიურა (ადამის ვაშლი) - უნიკალური მცენარე მრავალმხრივი სამკურნალო თვისებებით
image




უმიზეზოდ როდი უწოდეს მაკლიურას, ამ უჩვეულო ხილს ბიბლიური სახელი, დედამიწაზე პირველი ადამიანის საპატივცემლოდ "ადამის ვაშლი". ადამის ვაშლი ნამდვილად წარმოადგენს უფლის საჩუქარს, რამდენადაც აქვს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისება, მათ შორის ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.

მაკლიურას სამშობლოდ მიიჩნევა სამხრეთ ამერიკა, სამეცნიერო სახელწოდება "ადამის ვაშლმა" კი მიიღო ცნობილი ამერიკელი ნატურალისტის - უილიამ მაკლიურას (1763-1840). ამ მეცნიერის საპატივცემლოდ სახელი ეწოდა არა მხოლოდ ვაშლის, იმავე ფორთოხლის მაკლიურას, არამედ გაქვავებული მოლუსკის ერთ-ერთ სახეს, მაკლურიტსაც.





image



მცენარე მაკლიურა დღეს ხარობს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ შუა აზიის ქვეყნებში, აფრიკის ზოგ სახელმწიფოში, კავკასიასა და ყირიმში. ევროპულ ნაწილში მცენარე მოხვდა 1818 წელს, ყირიმში საფრანგეთიდან 1833 წელს შეიტანეს და საგანგებოდ მოაშენეს ნიკისტსკის ბოტანიკურ ბაღში.







image



ადამის ვაშლი საკვებად უვარგისია, მაგრამ აქვს ძალიან სასარგებლო თვისებები და აქტიურად იყენებენ ფარმაკოლოგიაში, პრეპარატების, მათ შორის ანტიბიოტიკების წარმოებაში.







image



მაკლიურას გამძლე, დეკორატიულ ხეს, მონარინჯისფრო-ოქროსფერ მერქანს იყენებენ სახლის ავეჯის დასამზადებლად, მცენარის ფესვებისაგან კი მზადდება ბუნებრივი ყვითელი საღებავი. ასევე, სპორტული მშვილდების დასამზადებლადაც იყენებენ მაკლიურას ხის მასალას.


მაკლიურას ფოთლებით კვებავენ აბრეშუმის ჭიებს, რამდენადაც მათი ქიმიური შემადგენლობა თუთის ფოთლების მახასიათებლებს.

მაკლიურა ყინვაგამძლეა. მრავლდება ნერგებით, ან თესლით. განეკუთვნება თუთისებრთა ოჯახს, ისევე, როგორც თუთა და ლეღვი. მცენარის, მაკლიურას გვარი აერთიანებს 12 სახეობას, მაგრამ მხოლოდ მაკლიურას ვაშლი იგივე ფორთოხალი). იზრდება 20 მეტრამდე.

მაკლიურას ნაყოფი მომრგვალო ფორმისაა და გარეგნულად ჰგავს ღია მწვანე ფორთოხალს და აქვს ხაოებიანი, ნაოჭებიანი კანი.

გარეგნული მსგავსების გამო, მაკლიურას ვაშლს, ადამის ვაშლს ხშირად უწოდებენ "ცრუ ფორთოხალს", ასევე, ინდურ, ან ჩინურ ფორთოხალს და "მაიმუნის თავს".




image

მაკლიურას ნაყენი


მაკლიურას რბილობი შეიცავს წებოვან ნივთიერებას, რომელიც გახსნისას სუფთა კიტრის დახვეწილ სურნელს აძლევს მას. მწიფე ხილს იღებენ სპეციალური ქსოვილის ხელთათმანებით, რამდენადაც ქერქი წებოვანი და ზეთოვანი რძის წვენითაა დაფარული და მისი მოშორება ძნელია ხელიდან.

მაკლიურას სასარგებლო თვისებები

მაკლიურა უნიკალური მცენარეა, რომლის ნაყოფიც მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების წყაროა. ადამის ვაშლი გამოყოფს ძვირფას რძის წვენს, რომელიც შეიცავს ცხიმოვანი მჟავებს, 4 %-მდე სპირტს ეთერული ნაერთებისა (მცენარის თესლებში იგი 30 %-ა), ასევე, შაქარსა და პექტინს, დაახლოებით 10 %-ით. მისი ქიმიური შემადგენლობა ჰგავს თუთას. ადამის ვაშლში არის დიდი ოდენობით ვიტამინები, ორგანული და ნაღვლის მჟავები, მცენარეული ფერმენტები, ბევრი მაკრო და მიკრო ელემენტი, რომელთა შორისაა: საპონინები, სტერინები, ფლავონოიდები, პექტინის ნივთიერებები, მრავალი ანტიოქსიდანტი, ანტიკანცეროგენული თვისებებით.





image

მაკლიურას მალამო




მაკლიურას იყენებენ შემდგომი დაავადებების სამკურნალოდ:

ღვიძლისა და ელენთის დაავადებები;

ჩიყვი;

პოლიართრიტი;

პოდაგრა;

ოსტეოქონდროზი და რადიკულიტი;

სკლეროზი;

ნერვული აშლილობები;

ადენომა და ჰაიმორიტი;

ჰიპერტონია;

ლიმფური კვანძების ანთება;

კანის დაავადებები;

წელისა და მალთაშუა თიაქარი;

მარილები და ბუასილი;

მასტოპათია, მიომა და ფიბრიომა;

ფილტვის კიბო;

მეტაბოლური პროცესების დარღვევა ორგანიზმში;

სისხლძარღვების ელასტიურობის აღდგენა და ჭარბი წონის შემხცირება;


მაკლიურას ნაყოფისაგან ამზადებენ მალამოებს, კრემებს, ექსტრაქტებს.






0
553
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
553
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0