x
image
ლანა92
საზარელი ისტორია, რომელსაც ინახავს თოჯინების კუნძული მექსიკაში

image


მექსიკაში მდებარეობს კუნძული "ისლა-დე-ლას- მუნეკასი, იგივე თოჯინების კუნძული, რომელიც გამოირჩევა საზარელი მემორიალით. მემორიალი შექმნილია ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ. უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ მას მკვდარი გოგონას სული დევნიდა. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას პატარა გოგონა დაიხრჩო. ადგილობრივი მცველი, სანტანა შეეცადა, ეხსნა გოგონა სიკვდილისაგან, მაგრამ ვერ შეძლო ეს. სანტანამ შემთხვევის ადგილას იპოვა მცურავი თოჯინა, რომელიც დამხრჩვალი გოგონას სულის პატივსაცემად ხეზე დაკიდა. ამ ამბის მერე მალევე მამაკაცი აცხადებდა, რომ ესმოდა გოგონას ნაბიჯების ხმა და მტანჯველი გოდება კუნძულის გარშემო. გოგონას სულის დამშვიდების მიზნით, სანტანამ დაიწყო ხეზე მეტი და მეტი თოჯინების ჩამოკიდება.

2001 წელს დარაჯის, სანტანაც დამხრჩვალი ცხედარი იპოვეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც მამაკაცმა პატარა გოგონა იპოვა 50 წლის წინ. თოჯინების კუნძული მექსიკაში დამსახურებულად იკავებს დედამიწის ყველაზე იდუმალი ადგილების ნუსხაში საპატიო ადგილს.




0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0