x
image
ლანა92
შავი "ექსტრემი"- თევზის ახალი სახეობა, რომელიც წყალქვეშა ვულკანებში აღმოაჩინეს

image












შავი მახინჯი "ექსტრემი" თევზის აქამდე უცნობი სახეობაა, რომელიც წყალქვეშა ვულკანების ღრმულებში იპოვეს. რაც უფრო მეტად ვეცნობით ოკეანეების სიღრმეებს, მით გაკვირვებული ვრჩებით სიცოცხლის უნივერსალურობითა და მრავალფეროვნებით.

უკუდო შავი თევზის, პატარა "ექსტრემის" აღმოჩენით ავსტრალიელმა მეცნიერებმა ექსტრემალური ცხოვრების ეპოსში დაწერეს ახალი სტრიქონი. მათ კონტინენტის სამხრეთ სანაპიროებთან წყალქვეშა ვულკანები შეისწავლეს და მიაკვლიეს უკუდო შავ პატარა თევზს, რომელიც შესახედად ძალიან მახინჯია. იგი რამდენადმე ჰგავს ღორჯოს. დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა აღიარეს, რომ ეს იყო თევზის სრულიად ახალი სახეობა.

შავი "ექსტრემი" ცხოვრობს ავტრალიის სამხრეთ სანაპიროებთან, კალდერას (ეს. "დიდი ქვაბი", წრიული, ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული) ცხელ და მჟავე წყალში, რომლის ფსკერიდან ამოდის გოგირდის შემცველი ნაერთები. ზოგი მათგანი ტოქსიკურია "ჩვეულებრივი" ორგანიზმებისათვის. თვით ეს წყალქვეშა ვულკანები ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებთან აღმოაჩინეს ძალიან ცოტა ხნის წინ, 2015 წლის ივნისში. ისინი განლაგებულია წყნარ ოკეანეში, სიდნეიდან 250 კილომეტრში, ყველაზე დიდი კალდერა 1.6 კმ.-ია. ამ მიდამოებში ბევრი კიბოსნაირთა წარმომადგენელი ბინადრობს, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში, გარემოში არავინ მოელოდა შავი უკუდო თევზის აღმოჩენას.









image

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0