x
image
ლანა92
დედა, რომელმაც არც კი იცის, რამდენი შვილი ჰყავს

image


პირახი ინდიელთა ტომია, რომელიც ბრაზილიაში ცხოვრობს. მწერალმა და ყოფილმა მისიონერმა, დენიელ ევერეტმა 30 წელი იცხოვრა პირახის ტომელებს შორის. ევერეტი ამ წლების განმავლობაში, მისიონერული საქმიანობის ფარგლებში ამაოდ ცდილობდა, პირახის ტომის რწმენაში ცვლილება შეეტანა. იგი სხვა კუთხითაც დაინტერესდა პირახის ტომის ცხოვრებით, კერძოდ, სამეტყველო კულტურით. ევერეტის ენათმეცნიერული კვლევის, დაკვირვების შედეგად იკვეთება, რომ პირახის ტომი საერთოდ არ იყენებს დათვლის სისტემას, არც რიცხვებს. რაოდენობის აღსანიშნად ინდიელებს მხოლოდ 2 სიტყვა აქვთ: "რამდენიმე" და "მრავალი".

პირახის ტომი არ იყენებს რიცხვებს იმის გამო, რომ მათ ეს არ სჭირდებათ, ისედაც მშვენივრად გადიან ფონს.

ევერეტს ერთხელ კითხვა დაუსვეს, იციან თუ არა პირახის ტომის ქალებმა, რამდენი შვილი ჰყავთ. პასუხი ასეთი იყო:"მათ არ იციან თავიანტი შვილების ზუსტი რაოდენობა, მაგრამ იცნობენ მათ სახელებითა და სახეებით. სულაც არ სჭირდებათ თავიანთი შვილების რაოდენობის ცოდნა იმისათვის, რომ ამოიცნონ ისინი და შეიყვარონ. პირახის ტომის ქალებმა იციან მხოლოდ ის, რომ ჰყავთ "რამდენიმე", ან "ბევრი" შვილი.

0
546
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0