x
image
ლანა92
ფისომ 3 000 კილომეტრი გაიარა პატრონის მოსაძებნად

image


პატარა ქალაქ ლისკში, (ვორონეჟის ოლქი) რუსეთში მწვანეთვალება ფისო, კარიმი ცნობილი გახდა იმით, რომ სამი ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა ფეხით. მან მიაგნო თავის პატრონებს ადამიანის გონებისათვის ამოუხსნელი გზებით. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 52 წლის პატრონმა, რავილა ხაიროვმა, 46 წლის მეუღლესა და 30 წლის ვაჟთან ერთად, უზბეკეთიდან რუსეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვუტა. ქალბატონმა იფიქრა, რომ 9 წლის კატა, კარიმი მატარებლით რამდენიმედღიან მგზავრობას ვერ გაუძლებდა და უზბეკეთში დატოვა. ოჯახმა მეზობლებისგან მიიღო პირობა, რომ კატას მიხედავდნენ.

ქალბატონმა ვორონეჟში ჩასვლისთანავე თავის მეზობელს დაურეკა და საყვარელი კატის ამბავი ჰკითხა. გაირკვა, რომ ფისო მათი გამგზავრების მეორე დღიდანვე გაქცეულა სახლიდან. რავილამ კიდევ რამდენჯერმე დარეკა სამშობლოში, მაგრამ კატა კარიმის შესახებ არავითარი ახალი ინფორმაცია არ ჰქონდათ. იგი შინ არ დაბრუნებულა. ამასობაში წელიწადი გავიდა. ოჯახი ახალ ადგილას დასახლდა. რავილამ ბაზრობაზე ნახა სამუშაო. იგი ბაზარში, უზბეკეთიდან გამომგზავრებიდან წელიწადნახევრის მერე შეეჩეხა საკუთარ კატას, კარიმს. ფისოს 3 000 კილომეტრის გამოვლა დასჭირდა "ჰეპი ენდი"-სათვის.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0