სხვა ტანზანიაში თეთრი ჟირაფის ბოჟიკი დაიბადა და მას სარეცხი საშუალების სახელი უწოდეს 2021, 5 აპრილი, 20:41 ტარანგირის ეროვნულ პარკში, ტანზანიაში აღმოაჩინეს ჟირაფის იშვიათი ფერის, თეთრი შვილი - ბოჟიკი (ჟირაფის შვილს "ბოჟიკი" ეწოდება). ცხოველმა პიგმენტაცია (შეფერილობა) დაკარგა ლეიკიზმის გამო. ეს მუტაცია იწვევს ჟირაფის ბეწვის გაუფარულებას, ხოლო კანი მის ქვეშ ვარდისფერია, რამდენადაც მასში მელანოციტების უჯრედებისაგან დაცლილია. ჟირაფის კანის უჯრედები არათუ ვერ გამოიმუშავებს პიგმენტ მელანინს, როგორც ეს ალბინიზმის შემთხვევაში ხდება, არამედ მას საერთოდ არ აქვს აღნიშნული ნივთიერება. ჟირაფის თეთრი ბოჟიკი მონათლეს სარეცხი საშუალებების პოპულარული ბრენდის "ომო"-ს სახელით (სარეცხი საშუალებებიც ხომ თეთრია და მათეთრებელი ეფექტი აქვს). თეთრი ბოჟიკი, სახელად ომო ზოოლოგებმა პირველად 2015 წელს შეამჩნიეს. 2016 წელსაც შეამოწმეს და ომო ისევ კარგად გრძნობდა თავს, მიუხედავად თავისი უცნაური შეფერილობისა. ომოს ძალიან გაუმართლა: ჟირაფის ბოჟიკების ნახევარზე მეტი იღუპება, სანამ 6 თვემდე ასაკს მიაღწევს, რადგან ლომებისა და ჰიენების მსხვერპლი ხდება. 123 შეფასება არ არის
|