x
image
თორ ნიკე
Mediator image
ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში
ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში


ბიზანტიის იმპერია / აღმოსავლეთ რომის იმპერია არსებობდა 395-1453 წლებში. მისი საზღვრები გამუდმებით იცვლებოდა. იმპერიამ შემცირებისა და გაფართოების რამდენიმე ეტაპი გაიარა. იმპერატორ იუსტინიანე I-ის (527-565) მმართველობის პერიოდში იმპერიის ტერიტორიის გაფართოებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამ დროს მის შემადგენლობაში შედიოდა ერთიანი რომის იმპერიის (ძვ.წ. 27 - ახ.წ. 395) მრავალი ყოფილი პროვინცია დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში, თვით რომის ჩათვლით, რომელსაც ბიზანტია ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა. არაბთა სახალიფოს დასუსტების შემდეგ მაკედონელთა დინასტიის მმართველობის პერიოდში (X-XI საუკუნეებში) იმპერია კვლავ გაფართოვდა და მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში დომინანტ ძალად იქცა. ეს იყო მისი აღორძინების ორსაუკუნოვანი ეპოქა, რომელიც 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებთან საბედისწერო დამარცხებით დასრულდა, რის შედეგადაც ბიზანტიამ სამუდამოდ დაკარგა ანატოლიის უდიდესი ნაწილი, რომელიც თურქების ახალ "სამშობლოდ" იქცა.


ბიზანტიის საზღვრები თითქმის არ შეცვლილა მისი შექმნიდან 533 წლამდე

ბიზანტია 556 წელს


ბიზანტია 630 წელს

ბიზანტია 670 წელსბიზანტია 690 წელსბიზანტია 700 წელსბიზანტია 800 წელს


ცნობილი ბიზანტიოლოგი ჰ. გელცერი აღნიშნავდა, რომ X საუკუნეში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა ბიზანტიაში ქართველებსა და სომხებს ეკავათ. XI საუკუნეში კი ბიზანტიაში თითქმის არცერთ შიდაპოლიტიკურ ბრძოლასა და დაპირისპირებას არ ჩაუვლია უშუალოდ საქართველოს ან ბიზანტიის იმპერიაში მცხოვრებ ქართველ მოღვაწეთა მონაწილეობის გარეშე. ამ უკანასკნელთა ქმედებები ხშირ შემთხვევაში ემთხვეოდა საქართველოს სამეფოს ინტერესებს და იმ პერიოდის ბიზანტიის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.


ბიზანტია 900 წელსბიზანტია 1000 წელს


XI საუკუნის 70-იანი წლებიდან, მას მერე, რაც ბიზანტიის მმართველად კომნენოსების დინასტია იქცა (1081-1185 წლებში), ბიზანტიისა და საქართველოს ურთიერთობა არსებითად შეიცვალა - მათ შორის მშვიდობიანობა და პარტნიორობა დამყარდა. ამგვარი ურთიერთობა უცვლელი დარჩა ბიზანტიაში კომნენოსების დინასტიის მმართველობის დასასრულამდე (XII საუკუნის 80-იან წლებამდე).


ბიზანტია 1050 წელსბიზანტია 1070 წელსბიზანტია 1085 წელს



ქართველი მეფეები ხშირად ატარებდნენ ტიტულებს: არხონი, ბაზილევსი, სევასტოსი, მაგისტროსი ან კურაპალატი. ბიზანტიას საქართველოსთან ჰქონდა მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ქართველი დიდებულები ბიზანტიაში იღებდნენ განათლებას (პაატა რამიშვილი, ნატა ახმეტელი, საქართველოს მსოფლიო ისტორია, გვ. 103-107). ხშირი იყო ნათესაური კავშირებიც ქართულ და ბიზანტიურ ელიტას შორის.


ბიზანტია 1150 წელსბიზანტია 1200 წელს


ბიზანტიაში საფუძველი ჩაეყარა ქართულ საგანმანათლებლო კერებს. ბიზანტიის სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბდა ქართული ლიტერატურული სკოლები, ხოლო ქართველი სასულიერო პირები ბიზანტიის იმპერიაში აღმოცენებულ ქართულ ეკლესია-სავანეებში შეუდგნენ საერთო დიდი მართლმადიდებლური კულტურის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას. ამ მხრივ განსაკუთრებით დაწინაურდა ათონის ივერთა მონასტერი - ქართული კულტურის თვალსაჩინო და უმნიშვნელოვანესი კერა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული სულიერი კულტურის შემდგომ განვითარებაში. ქართული კულტურის ეს ცენტრი ბიზანტიაში დაარსდა მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში. მისი დიდ საგანმანათლებლო კერად განვითარება დაკავშირებულია ისეთი ქართველი დიდებულების სახელებთან, როგორებიც იყვნენ იოანე თორნიკიოსი / იოანე თორნიკე და მისი შვილები: თორნიკე და ექვთიმე. ათონის ივერთა მონასტერმა განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია გიორგი მთაწმინდელის მოღვაწეობის პერიოდში. აქ მიმდინარეობდა მრავალმხრივი სამეცნიერო და ლიტერატურული საქმიანობა. ათონის ივერთა მონასტერი ასევე ცნობილი იყო ათონის აკადემიის სახელითაც, რომელიც მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქ ითარგმნა და გადაიწერა მომეტებული ნაწილი იმ ლიტერატურული საგანძურისა, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაზე. რაც შეეხება ქართველთა მოღვაწეობას ათონის მთაზე, ისინი იქ უნდა გამოჩენილიყვნენ მეათე საუკუნის 50-იანი წლებიდან (კ. კეკელიძე, ათონის ივერთა მონასტერი, გვ. 14-20).


ბიზანტია 1204 წელსბიზანტია 1300 წელს


ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობამ ბიზანტიაში უამრავი კარგი რამ მოუტანა საქართველოს. ქრისტიანობა ქართველებისთვის იყო არა უბრალოდ რელიგია, არამედ ის მტკიცე ჯებირი, რომელიც იცავდა ქართველებს უცხო ტომებში არევისგან. დიდ რწმენასთან ერთად, სწორედ ესეც იყო მიზეზი იმისა, რომ ქართველები სიცოცხლეს თმობდნენ, მაგრამ არ თმობდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას. მართლმადიდებლობა იყო ქართველი ადამიანისთვის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ისლამის წარმოშობის შემდგომ, მე-7 საუკუნიდან დაიწყო ორი ცივილიზაციის, ისლამისა და ქრისტიანობის ომი, სადაც ქართველებმა ბიზანტიის იმპერიასთან მხარდამხარ ბრძოლა აირჩიეს რომ არ დაეკარგათ სარწმუნოებრივი იდენტობა, რომელიც განსაზღვრავდა არა მხოლოდ უკვე იმ დროისთვის მყარად ჩამოყალიბებულ ქართველი ერის მორალურ საძირკველს, არამედ ასევე იყო აზიელ მუსლიმებთან ეთნიკური ასიმილაციის თავიდან აცილების გარანტი. 1008 წლიდან საქართველოს სამეფო (1008-1490) არასოდეს იყო ბიზანტიის ვასალი, არამედ იყო პოლიტიკური მოკავშირე. იქამდე არსებული დასავლეთ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო - ლაზიკას სამეფო / ლაზეთის სამეფო (არსებობდა 131-691 წლებში) იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ბიზანტიის იმპერიის პროტექტორატი. ბიზანტიის გავლენები ამ სამეფოში საკმაოდ დიდი იყო როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. ქართულ-ბიზანტიურ ელიტებს ერთმანეთთან აკავშირებდათ არა მხოლოდ ცივილიზაციური, კულტურული, რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ ნათესაური კავშირებიც.


ბიზანტია 1350 წელსბიზანტია 1400 წელსბიზანტია 1450 წელსბიზანტიის განადგურება 1453 წელს თურქების მიერ




ბიზანტიის იმპერიის უდიდესი და ყველაზე წარმატებული საგვარეულოები და მათი ეთნიკური წარმომავლობა:


1) აარონიოსები / აარონები (Aaronios / Aaron) - ბულგარული წარმოშობის საგვარეულო (Alexander Kazhdan. 1991).


2) აპიონები (Apion) - ბიზანტიურ ეგვიპტეში მოღვაწე საგვარეულო, რომლის წამომავლობაც უცნობია (Alexander Kazhdan. 1991. pp. 130-131).


3) აპოკავკოსები (Apokaukos) - ბიზანტიაში მე-10 - მე-15 საუკუნეებში არსებული დაწინაურებული საგვარეულო.


4) არგიროსები (Argyros) - გვარი წარმოიშვა ცენტრალური ანატოლიის ქარსიანონის პროვინციაში.


5) არიანიტები (Arianites / Arianiti) - ალბანური წარმომავლობის საგვარეულო.


6) ასპიეტები (Aspietes) - სომხური წარმომავლობის საგვარეულო (Kazhdan 1991. pp. 211-212).


7) აქსოუხები / აქსოუქები (Axouch) - თურქული წარმოშობის საგვარეულო.


8) ამიჭანტარანტები / ამიჭანტარები (Amytzantarantes / Amytzantarioi) - ლაზური / ჭანური საგვარეულო. ისინი იყვნენ ტრაპიზონის იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხალხი მე-14 საუკუნის შუა ხანებში მიმდინარე სამოქალაქო ომებში (Penelope Vougiouklaki, 2003).


9) ანემასები (Anemas) - ფრანსუა შალანდონის ვარაუდით, ეს არის კრეტის უკანასკნელი ემირის ვაჟის, ანემასის შთამომავლები და ამიტომ ეწოდებოდა ამ გვარს ასე. აღნიშნულმა პიროვნებამ (კრეტის უკანასკნელი ემირის ვაჟმა) შემდგომში ქრისტიანობა მიიღო და ბიზანტიის ჯარს შეუერთდა (A. Kazhdan, p.96).


10) აპოკაპები / აპოკაპეები (Apokapes) - ქართული წარმოშობის საგვარეულო ბიზანტიაში, რომლებსაც მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ იმპერიის სამხედრო ადმინისტრაციაში XI საუკუნეში. (War, technology and society in the middle east, by Vernon J. Perry, Malcolm Yapp, Oxford University press 1975, p.136).

აპოკაპები / აპოკაპეები (Apokapes) - ქართული წარმოშობის საგვარეულო ბიზანტიაში



11) ბასილაკები (Basilakes) - პაფლაგონიური ან სომხური წარმოშობის საგვარეულო (Kazhdan 1991).


12) ბრიენიოსები (Bryennios) - საგვარეულო გამორჩეულად დაწინაურდა კომნენოსების დინასტიის დროს. მათი ეთნიკური წარმოშობა დაუდგენელია (A. Kazhdan 1991).


13) ქალკოკონდილები (Chalkokondyles) - ათენელი ბერძნების დაწინაურებული საგვარეულო.


14) ხუმნოსები (Choumnos) - ბერძნული წარმოშობის საგვარეულო. სავარაუდოდ თესალონიკური.


15) ქარაჯები (Caradja) - ფარანიელი ბერძნების საგვარეულო.


16) დაიმონოიოანები (Daimonoioannes) - ბერძნული წარმოშობის საგვარეულო.


17) დალასენოსები (Dalassenos) - არისტოკრატიული საგვარეულო ბიზანტიაში, რომელიც ცენტრალური ანატოლიის ქალაქ დალასადან იყო. ეთნიკური წარმომავლობა დაუზუსტებელია.


18) დიოგენეები (Diogenes) - საგვარეულო იყო წარმოშობით კაპადოკიიდან. ეთნიკური კუთვნილება ჯერჯერობით დაუდგენელია. თუმცა ცნობილია, რომ კაპადოკია უძველესი დროიდან იყო მესხების, მუშქების (Mushki) საცხოვრისი. მუშქებს, ასევე მესხებს უწოდებდნენ ასევე სირო-კაპადოკიელებს (სირიელ-კაპადოკიელებს) - იხ. წყარო: Syro-Cappadocians (Mushki).


19) დუკები / დუკასები (Doukas) - ბერძნული წარმოშობის საგვარეულო.


20) დიპლოვატაძები / დიპლოვატაცები (Diplovatatzes) - ბერძნული წარმოშობის საგვარეულო.


21) დოქსაპატრები (Doxapatres) - ბერძნული წარმოშობის საგვარეულო.


22) დორანიტები (Doranites) - ლაზური / ჭანური არისტოკრატიული საგვარეულო ტრაპიზონის იმპერიაში, წარმოშობილი ხალდიაში, მეზოხალდიის პროვინციაში, კერძოდ დრეიონადან (კობატა).


23) ევფორბენოსები (Euphorbenos) - ვიცით, რომ ისინი კატაკალონთა შთამომავლობაა, მაგრამ თავად კატაკალონების ეთნიკური წარმომავლობა დაუდგენელია.


24) გაბრასები / გაბრები (Gabras) - ლაზური წარმოშობის ფეოდალური საგვარეულო ბიზანტიაში, რომლებიც მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ XI-XII საუკუნეებში და ნახევრად დამოუკიდებელი ხალდიის (დიდი ლაზეთის, ხალიბების მიწების) მმართველებიც გახდნენ. გაბრასები ცნობილნი იყვნენ თავისი ანტი-იმპერიული განწყობებით (R.M. Bartikian 1987).


25) გლაბასები (Glabas) - საგვარეულოს წარმოშობა დაუზუსტებელია, თუმცა სავარაუდოდ სლავურია.


26) ჰაგიოთეოდორიტები / ჰაგიორიტები (Hagiotheodorites / Hagiorite) - ბიზანტიაში მოღვაწე ქართული საგვარეულო. ამ გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო გიორგი ჰაგიოთეოდორიტი / გიორგი ჰაგიორიტი, ასევე ცნობილი, როგორც გიორგი მთაწმინდელი. ის იყო ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი დამაარსებელი. (Byzantium in the Iconoclast Era (ca. 680-850) - Leslie Brubaker, John F. Haldon, Robert G. Ousterhout. 2001. pp. 239, 313).

ჰაგიოთეოდორიტები (Hagiotheodorites) - ბიზანტიაში მოღვაწე ქართული საგვარეულო


27) კაბალარიოსები (Kaballarios) - საგვარეულოს წარმომავლობა გაურკვეველია.


28) კაბასილასები (Kabasilas) - საგვარეულო იყო ბერძნული წარმოშობის.


29) კალერგისები (Kallergis) - ეს საგვარეულო კრეტელი ბერძნული წარმოშობისაა. თავის თავს აცხადებდნენ ბიზანტიის იმპერატორის, ნიკეფოროს II ფოკასის შთამომავლად.


30) კალოთეტოსები (Kalothetos) - საგვარეულოს წარმოშობა ბერძნული კუნძულიდან ხიოსიდანაა.


31) კამატეროსები (Kamateros) - საგვარეულოს წარმოშობა დაუდგენელია.


32) კამიძები / კამიცესები / კამიცები (Kamytzes) - შემოთავაზებულია საგვარეულოს წარმოშობის სხვადასხვა ვარიანტი: ბერძნული ან თურქული.


33) კასტამონიტები (Kastamonites) - საგვარეულოს წარმოშობა დაუზუსტებელია.


34) კატაკალონები (Katakalon) - საგვარეულოს ეთნიკური წარმომავლობა გაურკვეველია.


35) კირულარიოსები (Keroularios) - საგვარეულოს ეთნიკური წარმომავლობა დაუზუსტებელია.


36) კონტოსლავლოსები (Kontostavlos) - ბერძნული საგვარეულო.


37) კონტოსტეფანოსები (Kontostephanos) - ბერძნული საგვარეულო.


38) კურკუასები (Kourkouas) - სომხური საგვარეულო ბიზანტიაში.


39) კურტიკიოსები (Kourtikios) - სომხური საგვარეულო ბიზანტიაში.


40) კავასიტები (Kavasites) - ლაზური საგვარეულო ბიზანტიაში.


41) კომახიტები (Komachites) - ლაზური საგვარეულო ბიზანტიაში.


42) მაკრემბოლიტები (Makrembolites) - საგვარეულოს წარმომავლობა დაუზუსტებელია.


43) მალეინოსები (Maleinos) - ბერძნული ბიზანტიური საგვარეულო.


44) მალიასენოსები (Maliasenos) - ბერძნული ბიზანტიური საგვარეულო.


45) მავროგენისები (Mavrogenis) - ბერძნული ბიზანტიური საგვარეულო.


46) მელისენოსები (Melissenos) - საგვარეულოს წარმოშობა დაუზუსტებელია.


47) მესოპოტამიტები (Mesopotamites) - ალბანეთში ჩამოყალიბებული საგვარეულო.


48) მეტოქიტები / მეტოხიტები (Metochites) - საგვარეულოს წარმოშობა დაუზუსტებელია.


49) მონომაქები / მონომახები (Monomachos) - საგვარეულოს წარმოშობა დაუზუსტებელია.


50) მურუზები / მურუზისები (Mourouzis) - ლაზური წარმოშობის საგვარეულო. "იფსილანტების და მურუზების საგვარეულოები, რომლებიც დანათესავებულნი იყვნენ, შესაძლოა ნაწილობრივ ლაზები იყვნენ. ისინი ჩამოვიდნენ ტრაპიზონიდან, სადაც, როგორც ჩანს ნაოსნობით და მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი." (The struggle for Greek independence: Esseys to Mark the 150th anniversary, of the Greek war of independence. 1973. Richard Clogg, p.44).


51) მუზალონები (Mouzalon / Muzalon) - საგვარეულოს ეთნიკური წარმოშობა დაუზუსტებელია.


52) მუზაკები (Muzaka) - ალბანური წარმოშობის საგვარეულო ბიზანტიაში.


53) მადები (Madi) - ხორვატიული საგვარეულო ბიზანტიაში.


54) მატარანგები (Mataranga) - ალბანური საგვარეულო ბიზანტიაში.


55) მიზიმატები (Misimates) - ლაზური საგვარეულო ბიზანტიაში.


56) ნოტარასები (Notaras) - ბერძნული არისტოკრატული საგვარეულო.


57) პარსაკუტენოსები (Parsakoutenos) - საგვარეულოს ეთნიკური წარმოშობა დაუზუსტებელია.


58) პეტრალიფები / პეტრალიფასები (Petraliphas) - იტალიური წარმოშობის საგვარეულო ბიზანტიაში.


59) ფილანთროპენოსები (Philanthropenos) - ბერძნული საგვარეულო.


60) ფილესები (Philes) - ბერძნული საგვარეულო.


61) ფოკები / ფოკასები (Phokas) - საგვარეულოს ეთნიკური წარმომავლობა დაუდგენელია, მაგრამ იყვნენ კაპადოკიის რეგიონიდან, სადაც მრავალი მესხი ცხოვრობდა.


62) პეგონიტესები (Pegonites) - საგვარეულოს წარმომავლობა დაუდგენელია, მაგრამ სავარაუდოდ ბერძნულია.


63) რანგაბეები (Rangabe) - საგვარეულოს ეთნიკური წარმომავლობა დაუდგენელია.


64) რაულები (Raoul) - ნორმანული საგვარეულო ბიზანტიაში.


65) როგერიოსები (Rogerios) - ნორმანული საგვარეულო ბიზანტიაში.


66) რენდაკისები (Rendakis) - დიდი ხნის გაბერძნებული სლავური წარმომავლობის საგვარეულო.


67) სკლეროსები / სკლიაროსები (Skleros) - სომხური ან სომხურ-ბერძნული წარმოშობის საგვარეულო.


68) სფარანძეები / სფარანძესები / ფრანძისები (Sphrantzes) - ბერძნული წარმოშობის საგვარეულო.


69) სინადენოსები (Synadenos) - ფრიგიული საგვარეულო სინადიდან.


70) სერბლიასები (Serblias) - საგვარეულოს წარმოშობა დაუზუსტებელია.


71) სგუროსები / გუროები (Sgouros / Guro) - ითვლება ბერძნული წარმოშობის საგვარეულოდ, ვინაიდან სახელის წარმოშობას ხსნიან ბერძნული სიტყვიდან "გუროს".


72) თაგარისები (Tagaris) - ეთნიკური წარმომავლობა დაუზუსტებელია.


73) თარხონიატები / თარხანიატები / თარხანეიოტები (Tarchaneiotes / Trachaniates / Thrachaneiotes / Tarchoniates) - დიდი ალბათობით ქართული წარმოშობის საგვარეულო ბიზანტიაში. ამ საგვარეულოს ქართულ წარმომავლობას ადასტურებს კლოდ კაენი (Claude Cahen) - მე-20 საუკუნის ცნობილი ფრანგი ორიენტალისტი და ისტორიკოსი. თუმცა არსებობს მათი ბულგარული წარმოშობის ვერსია. ისინი ადრიანოპოლში დაწინაურდნენ მე-10 საუკუნიდან და აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმპერიის ცხოვრებაში მე-14 საუკუნემდე. ამ საგვარეულოდან უმეტესად უმაღლესი სამხედრო პირები გამოდიოდნენ.

რაც შეეხება გვარის ფუძის სიტყვის ეტიმოლოგიას - ეს შეიძლება იყოს "თარხანი" ან "თარხონი". ეს სხვადასხვა სიტყვებია. "თარხონი" ქართული ფუძისაა, ხოლო თარხანი შესაძლოა თურქული ან მონღოლური იყოს, მათგან შემოსული და შემდეგ საქართველოშიც დამკვიდრებული. საქართველოში ცნობილია დიდი სათავადო სახლი ქართლში - თარხნიშვილები, ასევე თარხან-მოურავები. თარხანი ძველ საქართველოში იყო დიდი ფეოდალის ტიტული, წოდება, რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა პრივილეგიას. თარხონი კი მოდის თარხუნთიდან. თარხუნთი ხეთური (შესაძლოა თავდაპირველად ხათური) ჭექა-ქუხილის ღმერთი იყო. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით ძველი ქართველები მარსს თარხონს უწოდებდნენ (იხ. წყარო). თარხონი კოლხეთში იყო იგივე თახა. "თახაშ დღა" მეგრულად იგივეა, რაც თარხონის დღე (თარხონისა). ასე უწოდებდნენ სამშაბათს. მომდინარეობს ძველქართული წარმართული ომის ღმერთისგან. თარხონი / თახა შეესაბამებოდა მარსს, იგივე არესს.


74) თორნიკიოსები / თორნიკესები / თორნიკეები (Tornikios / Tornikes) - იგივე ტარონიტები (Taronites) - ბიზანტიაში დაწინაურებული ქართული (სავარაუდოდ მესხური ან ლაზური) საგვარეულო. ამ საგვარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია თორნიკე ერისთავი, იგივე იოანე თორნიკიოსი. ის იყო გადამდგარი ქართველი გენერალი, რომელიც აღიკვეცა ბერად და გახდა ათონის მთის ქართული მონასტრის - ივერონის დამაარსებელი. ეს საგვარეულო წარმოიშვა ტარონის გაბრატიდების სომხური სამთავროს მმართველი საგვარეულოსგან. თორნიკიოსების / ტარონიტების საგვარეულო დააარსეს ძმებმა გრიგოლმა და ბაგრატმა, რომლებმაც 968 წელს თავიანთი სამთავრო ბიზანტიას დაუთმეს მამულებისა და მაღალი ღირსების სანაცვლოდ. თეოდოროს მონომაქოსის ცოლი და მისი ვაჟის, კონსტანტინე IX-ის დედა იყო ამ საგვარეულოს წარმომადგენელი - თორნიკინა / თორნიკისა.

თორნიკიოსების / ტარონიტების ოჯახი გამორჩეულია სამხედრო არისტოკრატიაში როგორც ბიზანტიაში, ასევე საქართველოში. მათი ყველაზე დიდი აღზევების პერიოდი X-XI საუკუნეები იყო. ისინი დაუნათესავდნენ ასევე კომნენოსების დინასტიას მიქაელ ტარონიტის ქორწინებით მარიასთან, ალექსი I კომნენოსის დასთან. მე-12 საუკუნეში ტარონიტები უკვე ძირითადად სამოქალაქო ბიუროკრატები გახდნენ, ბევრმა მათგანმა დაიკავა მაღალი თანამდებობები კონსტანტინოპოლის ცენტრალურ მთავრობაში. საბოლოოდ ამ საგვარეულომ დაკარგა თავისი გავლენა და სტატუსი 1204 წელს მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ბიზანტიის იმპერიის დაშლის შემდგომ.

(Byzantinische Forschungen, volumes 19-20, A.M. Hakkert, 1966, p.22) ასევე (XVIII International Congress of Byzantine studies, Moscow, 8-15 August 1992, p.22).

თორნიკიოსები / თორნიკესები / თორნიკეები (Tornikios / Tornikes) - ქართული საგვარეულო



75) ძამპლაკონები (Tzamplakon) - საგვარეულოს ეთნიკური წარმომავლობა დაუზუსტებელია.


76) ჭანიხიტები (Tzanichites) - დაწინაურებული ლაზური საგვარეულო.


77) სქოლარები (Scholares) - დაწინაურებული ლაზური საგვარეულო.


78) ვატაცეები / ვატაძეები (Vatatzes) - დაწინაურებული ბერძნული საგვარეულო.


79) ლასკარისები (Laskaris) - წარჩინებული ბერძნული საგვარეულო ბიზანტიაში.


80) ლიბადარიოსები (Libadarios) - საგვარეულოს წარმოშობა დაუზუსტებელია.


81) ბაკურიანები / პაკურიანოსები / პაკურიანები (Pakourianos) - დაწინაურებული ქართული საგვარეულო ბიზანტიაში.


82) იბერიძები / იბერიცები (Iberitzes) - ქართული საგვარეულო ბიზანტიაში.



აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის იმპერიის) მმართველი დინასტიები და მათი ეთნიკური წარმოშობა


1. კონსტანტინიდების დინასტია (Constantinian dynasty) - 306-363 წწ. იტალიური, რომაული საგვარეულო.

- არადინასტიური პერიოდი - 363-364 წწ.

2. ვალენტინიდების დინასტია (Valentinianic dynasty) - 364-379 წწ. რომაული წარმოშობის საგვარეულო.

3. თეოდოსიდების დინასტია (Theodosian dynasty) - 379-457 წწ. რომაული წარმოშობის საგვარეულო.

4. ლეონიდების დინასტია (Leonid dynasty) - 457-518 წწ. თრაკიული წარმომავლობის საგვარეულო.

5. იუსტინიანიდების / იუსტინიანების დინასტია (Justinian dynasty) - 518-602 წწ. ილირიულ-რომაული ან ტრაკიულ-რომაული წარმოშობის საგვარეულო.

- არადინასტიური პერიოდი - 602-610 წწ.

6. ჰერაკლიდების დინასტია (Heraclian dynasty) - 610-695 წწ. საგვარეულოს წარმომავლობა დაუზუსტებელია. ვარაუდობენ სომხურ წარმოშობას, თუმცა საკამატოა. ჰერაკლე იყო ჰერაკლე უფროსისა და ეპიფანიას უფროსი ვაჟი. მისი მამა, ჰერაკლე უფროსი თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც სომხური წარმოშობის. დედამისი, ეპიფანია, სავარაუდოდ კაპადოკიელი იყო. ვალტერ კაეგი ჰერაკლეს სომხურ წარმოშობას "სავარაუდოდ" თვლის და ვარაუდობს, რომ ის "სავარაუდოდ ორენოვანი" (სომხური და ბერძნული) ადრეული ასაკიდან იყო, მაგრამ ესეც გაურკვეველია, დაუზუსტებელია. მე-7 საუკუნეში მოღვაწე სომეხი ისტორიკოსის, სებეოსის ცნობით, ჰერაკლე დაკავშირებული იყო სომხეთის არშაკიდთა დინასტიასთან. ენტონი ქალდელისი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არცერთი პირველადი წყარო ჰერაკლე უფროსი იყო სომხური წარმოშობის და რომ ეს მტკიცება ემყარება თეოფილაქტ სიმოკატას მიერ ტექსტის მცდარ წაკითხვას. წერილში პრისკუსი, გენერალი, რომელმაც შეცვალა ჰერაკლე უფროსი, სწერდა მას "დატოვე ჯარი და დაბრუნდი საკუთარ ქალაქში, სომხეთში". ქალდელისი ამ სიტყვებს განმარტავს ისე, რომ ჰერაკლე უფროსმა გადაინაცვლოს თავისი სარდლობის შტაბში, რომელიც სომხეთში მდებარეობდა და არა ისე, თითქოს სომხეთში ყოფილიყო მისი მშობლიური ქალაქი. ამის გარდა ცოტა კონკრეტული ინფორმაციია ცნობილი მისი წარმოშობის შესახებ. მისი მამა იყო მთავარი გენერალი იმპერატორ მორისის ომის დროს ბაჰრამ ჩობინთან, სასანიდების იმპერიის უზურპატორთან, 590 წელს. ომის შემდეგ მორისმა ჰერაკლე უფროსი დანიშნა აფრიკის ეგზარქოსის თანამდებობაზე.

20-წლიანი ანარქიის პერიოდი - 695-717 წწ.

7. ისავრიელთა დინასტია (Isaurian dynasty) - 717-802 წწ. სირიული წარმოშობის საგვარეულო. ანატოლიის იმ ძველ რეგიონს, საიდანაც ისინი იყვნენ წარმოშობით, ერქვა ისავრია / ისაურია.

8. ნიკიფორიანთა დინასტია (Nikephorian dynasty) - 802-813 წწ. ღასანიდების არაბული წარმოშობის მქონე საგვარეულო.

- არადინასტიური პერიოდი - 813-820 წწ.

9. ამორიელთა დინასტია / ფრიგიული დინასტია (Amorian dynasty) - 820-867 წწ. კაპადოკიურ-ებრაული წარმოშობის საგვარეულო.

10. მაკედონიური დინასტია (Macedonian dynasty) - 867-1056 წწ. მაკედონიური წარმოშობის საგვარეულო.

- არადინასტიური პერიოდი - 1056-1057 წწ.

11. კომნენოსების დინასტია (Komnenid dynasty) - 1057-1059 წწ. ბიზანტიელი ბერძნების დაწინაურებული საგვარეულო.

12. დუკების დინასტია (Doukid dynasty) - 1059-1081 წწ. საგვარეულოს წარმოშობის შესახებ დანამდვილებით ბევრი არაფერია ცნობილი. ზოგიერთმა ავტორმა წამოაყენა აზრი მათი სომხური წარმოშობის შესახებ, თუმცა ყველა მტკიცებულება ვარაუდობს, რომ დუკები წარმოშობით ბერძნები იყვნენ, სავარაუდოდ პაფლაგონიიდან ჩრდილო-ცენტრალურ ანატოლიაში, სადაც მდებარეობდა მათი მამულები (Krsmanovic 2003, Chapter 2.; Polemis 1968, pp. 5-6).

კომნენოსების დინასტია (Komnenid dynasty) - კვლავ დაიბრუნეს მმართველობა 1081-1185 წლებში.

13. ანგელიდების / ანგელოსების დინასტია (Angelid dynasty) - 1185-1204 წწ. ბიზანტიელი ბერძნების საგვარეულო.

14. ლასკარიდების / ლასკარისების დინასტია (Laskarid dynasty) - 1204-1261 წწ. ბიზანტიელი ბერძნების საგვარეულო.

15. პალეოლოგოსების დინასტია (Palaiologan dynasty) - 1261-1453 წწ. ბიზანტიელი ბერძნების საგვარეულო.



ბიზანტიის იმპერიაში მოღვაწე ცნობილი ქართველები


1. ბაკურ იბერიელი / ბაკურიუს იბერიელი (Bacurius the Iberian) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერალი IV-V საუკუნეებში.

ბაკურ იბერიელი / ბაკურიუს იბერიელი (Bacurius the Iberian)



2. პერანიუს იბერი / პერან იბერიელი (Peranius the Iberian) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერალი VI საუკუნეში.

პერანიუს იბერი / პერან იბერიელი (Peranius the Iberian)



3. ბარასბაკურიოს იბერიელი / ბარასბაკურიოს იბერი / ვარაზბაკურ იბერიელი / ვარაზბაკურ იბერი (Barasbakourios the Iberian) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერალი VII საუკუნის ბოლოს. გარდაიცვალა 711 წელს.

ბარასბაკურიოს იბერიელი / ბარასბაკურიოს იბერი / ვარაზბაკურ იბერიელი / ვარაზბაკურ იბერი (Barasbakourio



4. ბაქტანგიოს იბერიელი / ბაქტანგიოს იბერი / ვახტანგ იბერიელი / ვახტანგ იბერი (Baktangios the Iberian) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი პატრიკიოსი VIII საუკუნეში. გარდაიცვალა 743 წელს. იყო უზურპატორი იმპერატორის, არტაბასდოსის მთავარი მხარდამჭერი.

ბაქტანგიოს იბერიელი / ბაქტანგიოს იბერი / ვახტანგ იბერიელი / ვახტანგ იბერი (Baktangios the Iberian)



5. ბასილ აპოკაპე / ბასილ აპოკაპესი (Basil Apokapes) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერალი XI საუკუნეში.

ბასილ აპოკაპე / ბასილ აპოკაპესი (Basil Apokapes) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერალი XI სა



6. გრიგორი პაკურიანოსი უმცროსი / გრიგოლ პაკურიანოსი უმცროსი / გრიგორიოს პაკურიანოსი უმცროსი (Gregory Pakourianos the Younger) - ქართველი მოღვაწე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში 1080-1105 წლებში, არისტოკრატი, პროვინციის გუბერნატორი.

გრიგორი პაკურიანოსი უმცროსი / გრიგოლ პაკურიანოსი უმცროსი / გრიგორიოს პაკურიანოსი უმცროსი (Gregory Pa



7. გრეგორას იბერიცესი / გრეგორას იბერიცე / გრეგორას იბერიძე (Gregoras Iberitzes) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი დიდგვაროვანი გენერალი.

გრეგორას იბერიცესი / გრეგორას იბერიცე / გრეგორას იბერიძე (Gregoras Iberitzes)



8. ექვთიმე ათონელი (Euthimius the Athnonite) - 955-1024 წწ. იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მოღვაწე ქართველი ფილოსოფოსი და მეცნიერი ბერი. წმინდანად შერაცხული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

ექვთიმე ათონელი (Euthimius the Athnonite)



9. გიორგი მთაწმინდელი / გიორგი ჰაგიორიტი / გიორგი ჰაგიოთეოდორიტი (George the Hagiorite / George Hagiotheodorites) - 1009-1065 წწ. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მოღვაწე ქართველი ბერი, კალიგრაფი, რელიგიური მწერალი, ღვთისმეტყველი და მთარგმნელი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ბიზანტიის იმპერიაში ქართული სამონასტრო თემების საქმიანობას. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

გიორგი მთაწმინდელი / გიორგი ჰაგიორიტი / გიორგი ჰაგიოთეოდორიტი (George the Hagiorite / George Hagioth



10. გრიგოლ ბაკურიანისძე / გრეგორი პაკურიანოსი / გრიგოლ პაკურიანოსი / გრიგოლ პაკურიანი / გრიგოლ ბაკურიანი (Gregory Pakourianos / Grigol Bakurianisdze) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერალი და პოლიტიკოსი. გარდაიცვალა 1086 წელს. ბულგარეთში მდებარე ბაჩკოვოს პეტრიწონის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის დამაარსებელი. ეს არის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მართლმადიდებლური მონასტერი.

გრიგოლ ბაკურიანისძე / გრეგორი პაკურიანოსი / გრიგოლ პაკურიანოსი / გრიგოლ პაკურიანი / გრიგოლ ბაკურიანიაჩკოვოს პეტრიწონის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი



11. ილარიონ იბერიელი / ილარიონ იბერი / ილარიონ ქართველი (Hilarion the Iberian / Ilaraion Kartveli) - 822-875 წწ. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერი კახეთიდან, დავითგარეჯის ეპისკოპოსი, ის ითვლებოდა თაუმათურგუსად და თაყვანს სცემენ, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანს.

 ილარიონ იბერიელი / ილარიონ იბერი / ილარიონ ქართველი (Hilarion the Iberian / Ilaraion Kartveli)



12. იოანე იბერიელი / იოანე იბერი / იოანე ქართველი / იოანე ჰაგიორიტი / იოანე ივერონი (John the Iberian / John the Georgian / John the Hagiorite / John Iweron) - გარდაიცვალა 1002 წელს. იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მოღვაწე ქართველი ბერი, რომელსაც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს, როგორც წმინდანს.

იოანე იბერიელი / იოანე იბერი / იოანე ქართველი / იოანე ჰაგიორიტი / იოანე ივერონი



13. ფაზას იბერი / ფაზას იბერიელი / ფაზა იბერი / ფაზა იბერიელი (Phazas the Iberian / Paza the Iberian) - იბერიის სამეფოს ხოსროიდი უფლისწული და ცხენოსანი ოფიცერი აღმოსავლეთ რომის იმპერიის სამსახურში გოთური ომის დროს (535-554 წლებში). ის იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერლის, პერანიუსის ძმისშვილი და ასევე აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი გენერლის - პაკურიუსის ბიძაშვილი. 542 წელს ის მეთაურობდა კონსტანტინპოლიდან იტალიაში გაგზავნილ სომხურ ჯარს მაქსიმინესთან ერთად.

ფაზას იბერი / ფაზას იბერიელი / ფაზა იბერი / ფაზა იბერიელი (Phazas the Iberian / Paza the Iberian)




14. წმინდა თეოდორე გაბრასი (Saint Theodore Gabras) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ნახევრად დამოუკიდებელი პროვინციის - ხალდიის (ქალდიის, ლაზეთის) ლაზი მმართველი მე-11 საუკუნეში. მონაწილეობდა მცირე წარუმატებელ აჯანყებაში იმპერატორ ალექსი I კომნენოსის წინააღმდეგ დაახლოებით 1091 წელს. თეოდორე გაბრასი არის მართლმადიდებელი მოწამე, რომლის დღესასწაული აღინიშნება 2 ოქტომბერს.

წმინდა თეოდორე გაბრასი (Saint Theodore Gabras)



15. გრეგორი გაბრასი / გრიგორი გაბრასი / გრიგოლ გაბრასი / გრეგორიოს გაბრასი (Gregory Gabras / Gregorios Gabras) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ნახევრად დამოუკიდებელი პროვინციის - ხალდიის (ქალდიის, ლაზეთის, ჭანეთის) ლაზი გუბერნატორის, თეოდორე გაბრასის ვაჟი, რომელიც მონაწილეობდა მცირე წარუმატებელ აჯანყებაში იმპერატორ ალექსი I კომნენოსის წინააღმდეგ 1091 წელს.

გრეგორი გაბრასი / გრიგორი გაბრასი / გრიგოლ გაბრასი / გრეგორიოს გაბრასი (Gregory Gabras / Gregorios G



16. კონსტანტინე გაბრასი (Constantine Gabras) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ნახევრად დამოუკიდებელი პროვინციის - ხალდიის (ქალდიის, ლაზეთის) ლაზი მმართველი 1126-1140 წლებში.

კონსტანტინე გაბრასი (Constantine Gabras)



17. პეტრე იბერი / ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (Peter the Iberian / Pseudo-Dionisus the Areopagite) - დაახლოებით 417-491 წწ. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მოღვაწე ქართველი უფლისწული, ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი, ადრეული ქრისტიანობის დიდი ფიგურა და ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფუძემდებელი. ის არის ავტორი, რომელიც პირობითად ცნობილია, როგორც ფსევდო-დიონისე არეოპაგელი. მან ბეთლემში დააარსა პირველი ქართული მონასტერი და გახდა ღაზას მახლობლად მაჯუმას ეპისკოპოსი. ის იხსენიება უძველეს ქართულ ბირ ელ ქუთის წარწერებში თავის მამასთან ერთად.

პეტრე იბერი / ფსევდო-დიონისე არეოპაგელი (Peter the Iberian / Pseudo-Dionisus the Areopagite)




18. ფარსმან აპოკაპე / ფარსმან აპოკაპესი (Pharasmanes Apokapes) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის ქართველი პატრიკიოსი და სტრატეგოსი მე-11 საუკუნეში.

ფარსმან აპოკაპე / ფარსმან აპოკაპესი (Pharasmanes Apokapes)



19. პაკურიოს იბერიელი / პაკურიოს იბერი / პაკურ იბერი / პაკურ იბერიელი (Pacurios the Iberian) - იბერიის სამეფოს ხოსროიდი თავადი და იტალიაში აღმოსავლეთ რომის იმპერიის ჯარის გენერალი. პაკურიოსი იყო პერანიუსის ვაჟი და ფაზასის ბიძაშვილი - ისინიც აღმოსავლეთ რომის იმპერიის უმაღლესი სამხედრო პირები იყვნენ. პაკურიოსმა თავი გამოიჩინა გოთებთან ომის დროს (535-554 წლებში). ის სერგიუსთან ერთად გაგზავნეს ბელისარიუსის გასაძლიერებლად კალაბრიაში 547 წელს. 552 წელს ის სარდლობდა ბიზანტიურ ჯარს ჰიდრუნტუმში და მოლაპარაკება გამართა მოწინააღმდეგესთან. პაკურიოს იბერმა დაიმორჩილა ტარენტუმი, აკერონტია და მათი გოთი მბრძანებლები - რაგნარისი და მორასი.

პაკურიოს იბერიელი / პაკურიოს იბერი / პაკურ იბერი / პაკურ იბერიელი (Pacurios the Iberian)



20. მიქაელ გაბრასი / მიხეილ გაბრასი (Michael Gabras) - ცხოვრობდა დაახლოებით 1290-1350 წლებში. იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის ლაზი მაღალჩინოსანი, მწერალი და იმპერიული კანცელარიის მწიგნობარი. ბიზანტიოლოგმა ენტონი ბრაიერმა მას უწოდა "ყველაზ ენაყოფიერი ბიზანტიელი წერილთა დამწერი".

მიქაელ გაბრასი / მიხეილ გაბრასი (Michael Gabras)



21. ნიკოლოზ ჰაგიოთეოდორიტი / ნიკოლას ჰაგიოთეოდორიტი (Nicholas Hagiotheodorites) - გარდაიცვალა 1175 წელს. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, მაღალჩინოსანი და ათენის მიტროპოლიტი.

ნიკოლოზ ჰაგიოთეოდორიტი / ნიკოლას ჰაგიოთეოდორიტი (Nicholas Hagiotheodorites)



22. ნიკიფორე თარხანიოტი / ნიკიფოროს თარხანიოტი (Nikephoros Tarchaneiotes) - XIII საუკუნის ქართული წარმოშობის ბიზანტიელი არისტოკრატი და გენერალი.

ნიკიფორე თარხანიოტი / ნიკიფოროს თარხანიოტი (Nikephoros Tarchaneiotes)



23. იოსებ თარხანიოტი (Joseph Tarchaneiotes) - XII საუკუნეში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზანტიელი გენერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია მანაზკერტის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობის ნაკლებობით, რისი მიზეზით გაურკვეველია.

იოსებ თარხანიოტი (Joseph Tarchaneiotes)



24. იოანე ცეცე - ბერძენ-ქართველი (მამით ბერძენი, დედით ქართველი, კერძოდ ბაგრატიონი) დიდი მოღვაწე ბიზანტიაში, რომელმაც ძველი ბერძნული ლიტერატურის და სამეცნიერო ნაშრომების დიდი ნაწილი გადაარჩინა და შემოგვინახა. იყო პოეტი და გრამატიკოსი, რომელიც ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში მე-12 საუკუნეში.

"არარაობა ვიყავი, ატომი გავხდი, კოლხეთის ყვავილად ვიქეცი, გამთელეს... მისი მტვერი ვარ - ისევ ყვავილად გადავიქცევი!" (ცეცე-1317).

იოანე ცეცე



25. მიქაელ პალეოლოგოს თარხანიოტი / მიხეილ პალეოლოგოს თარხანიოტი (Michael Palaiologos Tarchaneiotes) იყო ქართული წარმოშობის ბიზანტიელი არისტოკრატი და გენერალი, რომელიც აქტიური იყო 1278 წლიდან მცირე აზიაში თურქების წინააღმდეგ და ბალკანეთში ანგევინების წინააღმდეგ. ის 1284 წელს გარდაიცვალა.

მიქაელ პალეოლოგოს თარხანიოტი / მიხეილ პალეოლოგოს თარხანიოტი (Michael Palaiologos Tarchaneiotes)



26. მიხეილ დუკას გლაბას თარხანიოტი / მიქაელ თარხანიოტ გლაბასი (Michael Doukas Glabas Tarchaneiotes / Michael Tarchaneiotes Glabas) - 1235-1304 წწ. ქართული წარმოშობის გამოჩენილი ბიზანტიელი არისტოკრატი და აღმოსავლეთ რომის იმპერიის გენერალი. ის მსახურობდა იმპერატორ მიქაელ VIII პალეოლოგოსის და ანდრონიკე II პალეოლოგოსის დროს ბალკანეთში. იბრძოდა ბულგარეთის მეორე იმპერიის, სერბეთის, ნეაპოლის ანჟევინებისა და ეპირის დესპოტატის წინააღმდეგ. ის ასევე ცნობილია როგორც რამდენიმე ეკლესიის მფარველი, განსაკუთრებით კი კონსტანტინოპოლის პამაკარისტოსის ეკლესიის, სადაც ის დაკრძალეს.

მიხეილ დუკას გლაბას თარხანიოტი / მიქაელ თარხანიოტ გლაბასი (Michael Doukas Glabas Tarchaneiotes / Mic



27. ალექსი დუკას ფილანტროპენოსი / ალექსი დუკას თარხანიოტი (Alexios Doukas Philanthropenos / Alexios Doukas Tarchaneiotes) - ქართული წარმოშობის ბიზანტიელი დიდგვაროვანი და აღმოსავლეთ რომის იმპერიის გენერალი. მმართველი პალეოლოგოსთა დინასტიის ნათესავი. 1293 წელს დაინიშნა მცირე აზიის მთავარსარდლად და გარკვეული პერიოდით აღადგინა ბიზანტიის პოზიციები. სწორედ მან მიაღწია ბიზანტიის ბოლო წარმატებებს თურქული ბეილიქების წინააღმდეგ. 1295 წელს აჯანყდა ანდრონიკე II პალეოლოგოსის წინააღმდეგ, მაგრამ უღალატეს და დააბრმავეს. ამის შემდეგ მასზე აღარაფერია ცნობილი 1323 წლამდე. ამ დროს ის შეწყნალებული იქნა ანდრონიკე II-მ და კვლავ გაგზავნა თურქების წინააღმდეგ ფილადელფიაში. 1328 წელს ის დაინიშნა ლესბოსის გუბერნატორად და კვლავ ისახელა თავი - 1336 წელს მან მოახერხა ამ კუნძულის დედაქალაქის გამოხსნა ლათინური ოკუპაციისგან და მართავდა ამ გუბერნიას თავის გარდაცვალებამდე - 1340-იან წლებში.

ალექსი დუკას ფილანტროპენოსი / ალექსი დუკას თარხანიოტი (Alexios Doukas Philanthropenos / Alexios Douk




28. იოანე თარხანიოტი (John Tarchaneiotes) - 1259-1304 წწ. ქართული წარმოშობის ბიზანტიელი არისტოკრატი და იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგოსის დაქვემდებარებაში მყოფი გენერალი. მიუხედავად იმისა, რომ სისხლით იყო დაკავშირებული პალეოლოგოსთა დინასტიასთან, ის ცნობილიგახდა, როგორც არსენიტების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. არსენიტები იყვნენ კონსტნატინოპოლის გადაყენებული პატრიარქის, არსენიოს ავტორეიანოსის მხარდამჭერები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ აღნიშნული დინასტიის (პალეოლოგოსთა) ლეგიტიმურობას. ვინაიდან იოანე იყო ძალიან უნარიანი სამხედრო ლიდერი, ის გაათავისუფლეს ციხიდან 1298 წელს, რათა აეღო აღმოსავლეთ რომის იმპერიის მთავარდარდლობა მცირე აზიაში თურქების წინააღმდეგ. მისმა ადმინისტრაციულმა რეფორმებმა გააძლიერა ბიზანტიის იმპერიის პოზიციები, მაგრამ გამოიწვია ადგილობრივი მაგნატების აღშფოთება, რომლებმაც აიძულეს იგი, რომ დაეტოვებინა მცირე აზია.

იოანე თარხანიოტი (John Tarchaneiotes)



29. მიქაელ თარხანიოტა მარულუსი / მიხეილ თარხანიოტა მარულუსი (Michael Tarchaniota Marullus) - 1458-1500 წწ. ქართული წარმოშობის ბერძენი რენესანსის მეცნიერი, ნეოლათინელი პოეტი, ჰუმანისტი და ჯარისკაცი.

სანდრო ბოტიჩელის მიერ 1496 წელს შესრულებული ნამუშევარი. გამოსახულია მიქაელ თარხანიოტა მარულუსი.




30. გრეგორი თარხანიოტი / გრიგოლ თარხანიოტი (Gregory Tarchaneiotes / Gregory Trachaneiotes) - ქართული წარმოშობის ბიზანტიის იმპერიის პროტოსპატარიოსი და იტალიის კატეპანი 998 წლიდან 1006 წლამდე. მან თანამდებობა დაიკავა 998 წლის 1 სექტემბრიდან იოანე ამიროპოლუსის შემდეგ. მალევე, ჯერ კიდევ იმავე წელს მან უბოძა სოფელი ტრიკარიკოში სანტა მარია დელ რიფუჯიოს აბატს. თავისი მოღვაწეობის პირველივე წელს აიღო აჯანყებული ქალაქი გრავინა და ტყვედ ჩაიგდო მისი ლიდერი, ვინმე თეოფილაქტე. 999 წლის დეკემბერში და კვლავ 1002 წლის 2 თებერვალს მან აღადგინა და დაადასტურა ასკოლის მონტე კასინოს სააბატო და იქ ბერები დაასახლა. 1004 წელს მან გაამაგრა გააფართოვა დრაგონარას ციხე-სიმაგრე ფორტორზე. შემატა მას სამი წრიული კოშკი და ერთი კვადრატული ფორმის კოშკი. მან გაამაგრა ლუსერაც.

გრეგორი თარხანიოტი / გრიგოლ თარხანიოტი (Gregory Tarchaneiotes / Gregory Trachaneiotes)




31. თორნიკე ერისთავი / იოანე თორნიკიოსი / იოანე თორნიკე (Tornike Eristavi / John Tornikios / John Tornikes) - გარდაიცვალა 985 წელს. საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის დიდი ქართველი გენერალი, ბერი, ქართული მართლმადიდებლური ივერონის მონასტრის დამაარსებელი ბიზანტიის იმპერიაში, ათონის მთაზე, თანამედროვე ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში. თორნიკე გამორჩეული ქართული, კერძოდ ტაოელი მესხების დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო და ბაგრატიონთა მმართველი დინასტიის უშუალო წრეში ტრიალებდა. მისი მამა, ჩორდვანელი იმყოფებოდა ქართველი უფლისწულის, აშოტ II კურაპალატის დაახლოებულ პირთა შორის, რომელიც ეწვია ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტს კონსტანტინოპოლში 950 წელს. თორნიკე ერისთავის სამ ძმისშვილს ჰქონდა სამხედრო კარიერა ბიზანტიის იმპერიაში. მაგალითად ერთ-ერთ მათგანს, ვარაზვაჩეს ეკავა კატეპანოს (სამხედრო მმართველი) თანამდებობა ბიზანტიის აღმოსავლეთის ფორპოსტში - ედესაში 1037-1038 წლებში.

თორნიკემ წარმატებული სამხედრო და სასამართლო კარიერა გაიკეთა საქართველოს ბაგრატიდების დინასტიის სამსახურში, კერძოს, ის იყო ერისთავი - იგივე, რაც ბიზანტიის იმპერიაში სტრატეგოსის წოდება. მან ასევე მოიპოვა ბიზანტიური პატრიკიოსის წოდება. მან დატოვა ქართველი უფლისწულის, დავით III-ს პერიოდში ტაოს გენერლის თანამდებობა 963 წელს და იოანეს სახელით გადავიდა ათონის მთაზე სამოღვაწეოდ ათანასეს ლავრაში. მას შეუერთდნენ 970-იანი წლების დასაწყისში კიდევ ერთი გადამდგარი ქართველი ოფიცერი - იოანე და მისი ვაჟი, ექვთიმე.

976 წელს ბარდა სკლიაროსის მეთაურობით აჯანყება დაიწყო ბიზანტიის იმპერიის აზიის პროვინციებში, რაც ყველაზე დიდი აჯანყება იყო იმპერატორ ბასილი II-ის ადრეული მმართველობის პერიოდში. სკლიაროსმა მოიგო მთელი რიგი ბრძოლები მაშინდელ ერთგულ გენერალ ბარდა ფოკას წინააღმდეგ და აღმოსავლეთიდან გაემართა კონსტანტინოპოლში ანატოლიის გავლით. ბასილმა თავის დედაქალაქში დაიბარა თორნიკე ერისთავი ტაოს მმართველ დავით III-სთან ალიანსის დასამყარებლად, რაც საჭირო იყო სიტუაციის შემოსაბრუნებლად. ბერი უხალისოდ დათანხმდა. უმთავრესად ამის საჭიროებაში ის დაარწმუნეს თანამემამულე, ქართველმა ბერებმა, რომ ატონელთა საზოგადოების საუკეთესო ინტერესებში იყო ის, რომ მას იმპერიული ბრძანება შეესრულებინა. ტაოს მმართველმა, დავით III-მ შეკრიბა 12-ათასკაციანი ტაოელი მესხების დიდი ქართული არმია, მის სათავეში გენერალ-ყოფილი ბერი - დიდი თორნიკე ერისთავი ჩააყენა და ბიზანტიის საიმპერატორო არმიის გასაძლიერებლად გაგზავნა. გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 979 წელს 24 მარტს, კესარიასთან პანკალიაში და აჯანყებულთა გამანადგურებელი დამარცხება მოჰყვა თორნიკეს მიერ.

თორნიკე ერისთავი / იოანე თორნიკიოსი / იოანე თორნიკე (Tornike Eristavi / John Tornikios / John Tornik




32. კონსტანტინე თორნიკიოსი / კონსტანტინე თორნიკე (Constantine Tornikios / Constantine Tornikes) - ქართული წარმოშობის ბიზანტიელი პოლიტიკოსი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი იმპერიაში ალექსი III ანგელოსის ზეობის პერიოდში (1195-1203 წლებში). ჯერ ის გახდა კონსტანტინოპოლის პრეფექტი და შემდეგ ბიზანტიის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი (დრომოს ლოგოთეტი).

კონსტანტინე თორნიკიოსი / კონსტანტინე თორნიკე (Constantine Tornikios / Constantine Tornikes)



33. დემეტრიოს თორნიკიოსი / დემეტრე თორნიკიოსი / დემეტრე თორნიკე (Demetrios Tornikios) - ქართული წარმოშობის ბიზანტიელი პოლიტიკოსი. ბიზანტიის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი 1191 წლიდან მის გარდაცვალებამდე, რის მერეც იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა (დრომოს ლოგოთეტის წოდება) მიიღო მისმა ვაჟმა კონსტანტინე თორნიკიოსმა.

დემეტრიოს თორნიკიოსი / დემეტრე თორნიკიოსი / დემეტრე თორნიკე (Demetrios Tornikios)



34. ექვთიმე თორნიკიოსი / ევთიმიოს თორნიკიოსი / ექვთიმე თორნიკე (Euthymios Tornikes / Euthymios Tornikios) - 1181-1222 წწ. ქართული წარმოშობის ბიზანტიელი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. დემეტრიოს თორნიკიოსის ვაჟი და კონსტანტინე თორნიკიოსის ძმა.

ექვთიმე თორნიკიოსი / ევთიმიოს თორნიკიოსი / ექვთიმე თორნიკე (Euthymios Tornikes / Euthymios Tornikios


35. კონტოლეონ თორნიკიოსი / კონტოლეონ თორნიკე (Kontoleon Tornikios / Kontoleon Tornikes) - ქართული წარმოშობის ბიზანტიაში დაწინაურებული საგვარეულოს წარმომადგენელი დიდებული, რომელიც გახდა იტალიის კატაპანი 1017 წლის მაისიდან სექტემბრამდე (კატაპანი იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიის ოფიცერი, რომელიც მართავდა იმპერიის სხვადასხვა რეგიონს). ის თავდაპირველად იყო კეფალონიის სტრატეგოსი (ბიზანტიის არმიის გენერალი).

კონტოლეონ თორნიკიოსი / კონტოლეონ თორნიკე (Kontoleon Tornikios / Kontoleon Tornikes)




36. ლეო თორნიკიოსი / ლეონ თორნიკე (Leo Tornikios / Leon Tornikios) - XI საუკუნის შუა პერიოდის ქართული წარმოშობის დიდგვაროვანი და აღმოსავლეთ რომის იმპერიის გენერალი. 1047 წელს აუჯანყდა თავის ბიძაშვილს, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IV მონომაქოსს. მან შეკრიბა ჯარი თრაკიაში და გაემართა დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, რომელსაც ალყა შემოარტყა. ორი წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ უკან დაიხია, მისმა არმიამ მიატოვა და ტყვედ ჩავარდა. 1047 წლის შობის დღესასწაულზე ის დაბრმავდა და ამის შემდეგ მასზე აღარაფერია ცნობილი.

ლეო თორნიკიოსი / ლეონ თორნიკე (Leo Tornikios / Leon Tornikios)



37. გრიგოლ ტარონიტი / გრეგორი ტარონიტი / გრიგოლ თორნიკიოსი / გრეგორი თორნიკიოსი (Gregory Taronites / Gregory Tornikios) - ქალდიის / ხალდიის / ლაზეთის განმგებელი. იყო ქართული წარმოშობის ბიზანტიის გუბერნატორი, კერძოდ ქალდიის თემის გუბერნატორი (თურქეთის თანამედროვე ჩრდილო-აღმოსავლეთი შავი ზღვის სანაპირო). ის აჯანყდა იმპერატორ ალექსი I კომნენოსის წინააღმდეგ 1003 ან 1004 წლიდან და მართავდა მის პროვინციას მაღალი სუვერენიტეტით. იყო პრაქტიკულად დამოუკიდებელი ხალდიის მმართველი 1006 ან 1007 წლის ბრძოლაში დამარცხებამდე. შემდეგ ის გარკვეული დროით დააპატიმრეს ანემას ციხეში, სანამ იმპერიულ შეწყალებას მოიპოვებდა. ზოგიერთი მეცნიერი მას გრიგოლ გაბრასთან აიგივებს, მაგრამ ეს ვერსია მაინც სადავოა.

გრიგოლ ტარონიტი / გრეგორი ტარონიტი / გრიგოლ თორნიკიოსი / გრეგორი თორნიკიოსი (Gregory Taronites / Gre



38. გრიგოლ ტარონიტი / გრეგორი ტარონიტი / გრიგოლ თორნიკიოსი / გრეგორი თორნიკიოსი (Gregory Taronites / Gregory Tornikios) - ქართული წარმოშობის მოღვაწე (რომელსაც ტარონის რეგიონის განმგებლობის გამო სომეხადაც მოიხსენიებენ ხოლმე). ტარონის სომხური სამთავროს უფლისწული, რომელიც ბიზანტიის სამსახურში გადავიდა და იმპერატორ ბასილი II-ის დაქვემდებარებაში ეკავა უმაღლესი სამხედრო თანამდებობა და სარდლობა. ის მოკლეს ბულგარელებმა თესალონიკის მახლობლად ჩასაფრების დროს 991 ან 995 წლებში.

მინიატურა: გრიგოლ ტარონიტის სიკვდილი ბულგარეთის ჩასაფრებაში,  მინიატურა მადრიდის სკილიძედან.



39. აშოტ ტარონიტი / აშოტ თორნიკიოსი (Ashot Taronites / Ashot Tornikios) - იყო ბიზანტიაში მოღვაწე ქართული წარმოშობის პოლიტიკოსი (რომელსაც სომეხადაც მოიხსენიებენ ხოლმე). 995 წელს ის ბულგარელებმა შეიპყრეს. 996 წელს კი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ცოლად შეირთო ბულგარეთის მეფის (ცარის) სამუელის ასული მიროსლავა. სამუელის მიერ დირახიუმის გუბერნატორად დანიშნული ის და მისი მეუღლე გაიქცნენ კონსტანტინოპოლში და გადასცეს დირახიუმის მმართველობა ბიზანტიის იმპერიას.

აშოტ ტარონიტი / აშოტ თორნიკიოსი (Ashot Taronites / Ashot Tornikios)



40. იოანე ტარონიტი / იოანე თორნიკიოსი (John Taronites / John Tornikios) - იყო ქართული წარმოშობის მაღალჩინოსანი ბიზანტიის იმპერიაში, სებასტოსის წოდების. დაიბადა დაახლოებით 1067 წელს. მსახურობდა ბალკანეთის პროვინციის გუბერნატორად ბიძის, იმპერატორ ალექსი I კომნენოსის დროს.

იოანე ტარონიტი / იოანე თორნიკიოსი (John Taronites / John Tornikios)



41. იოანე ტარონიტი / იოანე თორნიკიოსი (John Taronites / John Tornikios) - დაიბადა დაახლოებით 1067 წელს. იყო ქართველი წარმოშობის ბიზანტიელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელიც მონაწილეობდა ალექსი I კომნენოსის წინააღმდეგ შეთქმულებაში და 1094 წელს გააძევეს.

იოანე ტარონიტი / იოანე თორნიკიოსი (John Taronites / John Tornikios)



42. იოანე ხალდი / იოანე ხალდოსი (John Chaldos) - ლაზური / ხალდური / ჭანური წარმოშობის ბიზანტიელი გენერალი, რომელიც იმპერატორ ბასილი II-ს ექვემდებარებოდა. ის მსახურობდა სომხური და ბუკელარული თემების სამხედრო გუბერნატორად (სტრატეგოსად) მცირე აზიაში და ამიტომ ზოგჯერ შეცდომით სომეხადაა მოხსენიებული. შემდეგ გაიგზავნა თესალონიკში როგორც დუქსი და იყო გრიგოლ ტარონიტის სამხედრო დაქვემდებარებაში, ვიდრე არ მოკლეს ბულგარეთის ჩასაფრებაში.

იოანე ხალდი / იოანე ხალდოსი (John Chaldos)



43. იოანე ჭანიხიტი (John Tzanichites) - ტრაპიზონის იმპერიის ლაზური საგვარეულოს წარმომადგენელი. სასამართლოს პინკერნი 1330-1355 წლებში. 1352 წელს მან აიღო ჭანიხას ციხე და წაართვა ის ტრაპიზონის იმპერატორ ალექსიოს III-ს.

იოანე ჭანიხიტი (John Tzanichites)



44. სებასტოს ჭანიხიტი (Sebastos Tzanichites) - ტრაპიზონის იმპერიის დაწინაურებული ლაზური საგვარეულოს წარმომადგენელი, მეგასტრატოპედარკი. მონაწილეობდა წარუმატებელ აჯანყებაში იმპერატრიცა ირინე პალეოლოგინას წინააღმდეგ 1340 წლის ზაფხულში. გადაასახლეს ლიმნიაში და სიკვდილით დასაჯეს 1341 წლის ივლისში.

სებასტოს ჭანიხიტი (Sebastos Tzanichites)



45. სტეფანე ჭანიხიტი (Stephen Tzanichites) - ტრაპიზონის იმპერიის დაწინაურებული ლაზური საგვარეულოს წარმომადგენელი. სებასტოს ჭანიხიტისა და მეგას კონოსტაულოსის მემკვიდრე 1344-1350 წლებში.

სტეფანე ჭანიხიტი (Stephen Tzanichites)



46. კონსტანტინე ჭანიხიტი (Constaintine Tzanichites) - ტრაპიზონის იმპერიის დაწინაურებული ლაზური საგვარეულოს წარმომადგენელი, მეგას კონოსტაულოსი და მაცუკას გუბერნატორი 1365-1386 წლებში, პალაიომაცუკას განმგებელი 1415 წელს.

კონსტანტინე ჭანიხიტი (Constaintine Tzanichites)




47. ლეო ფასიანოსი / ლეო ფასიანელი / ლეო ფაზისელი (Leo Passianos) - ცხოვრობდა მე-10-მე-11 საუკუნეებში, გარდაიცვალა 1017 წელს, 22 ივნისს. ის იყო ბიზანტიის იმპერიის გენერალი, რომელიც გაგზავნილი იყო ქართული წარმოშობის იტალიის კატაპანის - ლეო თორნიკიოს კონტოლეონის მიერ 1017 წელს ბარის ლომბარდ აჯანყებულ მელუსთან საბრძოლველად. ფასიანოსი შეხვდა მელუსს ფორტოროზე არენულაში, ბრძოლა ორივე მხარის გამოხატული წარმატების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ შემდეგ ლეო თორნიკიოსმა თავად აიღო სარდლობა და დიდი შეტაკება გამართა აჯანყებულებთან ცივიტას მახლობლად. ეს მეორე ბრძოლაც დასრულდა რომელიმე მხარის საბოლოო გამარჯვების გარეშე, თუმცა ამ ბრძოლაში დაიღუპა ფასიანოსი. სახელი ფასიანოსი ვარაუდობს, რომ ლეო იყო დასავლეთ საქართველოდან, დიდი ალბათობით სამეგრელოდან, მდინარე ფასისის (რიონის) ან საპორტო ქალაქ ფასისის (ფოთის) ტერიტორიებიდან.

ლეო ფასიანოსი / ლეო ფასიანელი / ლეო ფაზისელი (Leo Passianos)



48. ივანე I ბაღვაში / ივანე I კლდეკარელი (Ivane I of Kldekari / John I Baguashi) - ცხოვრობდა მე-11 საუკუნეში. გარდაიცვალა 1080/1089 წელს. იყო ლიპარიტ IV-ს ძე. ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მოღვაწე. ქალაქ ერეზის განმგებელი არქამუნის პროვინციაში, თეოდოსიოპოლისთან. მან მოახერხა და თავისი საგანმგებლო ტერიტორიები გააფართოვა ბიზანტიაში, დაიკავა დამატებით ორი ციხე - ოლნოუთი და ხაბციცინი.

ივანე I ბაღვაში / ივანე I კლდეკარელი (Ivane I of Kldekari / John I Baguashi)




49. ლიპარიტ IV კლდეკარელი / ლიპარიტ IV ბაღუაში / ზოგჯერ წოდებული, როგორც ლიპარიტ III (Liparit IV of Kldekari / Liparit IV Baguashi / Liparit III Baguashi) - ლიპარიტიდ ბაღუაშთა საგვარეულომ შემდგომში ჩამოაყალიბა ორბელების / ორბელიანების საგვარეულო. ლიპარიტი საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე 1020-იანი წლებიდან გამოჩნდა. საქართველოს ერთ-ერთმა უძლიერესმა მთავარსარდალმა (გენერალმა) თავი ისახელა, როგორც ყმაწვილი მეფის, ბაგრატ IV-ის დამცველმა. ის იყო კლდეკარისა და თრიალეთის მემკვიდრე ჰერცოგი (ერისთავი) და ბიზანტიის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მოღვაწე. მისმა წარმატებულმა წინააღმდეგობამ 1028 წელს შემოჭრილი ბიზანტიის არმიის წინააღმდეგ და შემდეგ 1034 წელს არანის შადადიდთა დინასტიის წინააღმდეგ გამართულმა გამარჯვებულმა ლაშქრობამ ლიპარიტი საქართველოში უძლიერეს დიდებულად აქცია. 1038 წელს ლიპარიტი საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ისლამური დამოუკიდებელი სახელმწიფოს - თბილისის საამიროს ცენტრის - ქალაქ თბილისის აღებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მისი მზარდი ძალაუფლების შიშით ქართველმა დიდებულებმა მას გეგმა ჩაუშალეს და დაარწმუნეს მეფე თბილისის მუსლიმ ამირასთან ზავი დაედო. ამის შემდეგ და ამის გამო ლიპარიტი გადაიქცა ვახტანგის მოსისხლე მტრად და დაიწყო აქტიური თანამშრომლობა უცხო, მაგრამ ქრისტიანულ ძალებთან. 1039 წელს მხარდაჭერა აღუთქვა ბაგრატის ნახევარძმას - დემეტრეს, რომელიც ბიზანტიის ჯარით შემოვიდა საქართველოში გვირგვინის დასაპყრობად. 1042 წელს, დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ, ლიპარიტმა განაგრძო ბრძოლა ბაგრატის წინააღმდეგ, და გახდა რეგიონში ბიზანტიის გავლენის მთავარი დასაყრდენი. მან მრავალი წარმატება მოიპოვა ქართულ სამეფო ჯარებთან დაპირისპირებისას, განსაკუთრებით სასირეთში, სადაც ბაგრატმა განიცადა გამანადგურებელი მარცხი და იძულებული გახდა დაეტოვებინა აღმოსავლეთის სამფლობელოები. ბრძოლა ასევე ცნობილია ვიკინგი / ვარანგი დაქირავებული ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც ქართული სამეფო ჯარის მხარეს იბრძოდნენ. 1045-1048 წლებში თრიალეთის, არგვეთის, ქვემო და ზემო იბერიის ჰერცოგი, საქართველოს უფლისწულ-კონსტაბლი ლიპარიტ IV სამეფოს უძლიერეს პიროვნებად იქცა. არაბი მემატიანე უწოდებს მას "აბასგთა" ანუ ქართველთა მეფეს. ამავე დროს მას ჰქონდა ბიზანტიური წოდება მაგისტროსი და შესაძლოა შემდგომში კურაპალატიც.

ლიპარიტ IV კლდეკარელი / ლიპარიტ IV ბაღუაში / ზოგჯერ წოდებული,  როგორც ლიპარიტ III (Liparit IV of Klde




50. ჯიაჯაყ ჯაყელი (Jiajak Jaqeli) - ტრაპიზონის იმპერიის ქართველი იმპერატრიცა. ის იყო ტრაპიზონის იმპერატორის, ალექსი II-ის მეუღლე. ჯიაჯაყი სამცხის ჯაყელი ათაბაგის, მესხი დიდებულის - ბექა I-ის ასული იყო. ჯაყელებს ეკავათ ერისთავის ქართული ფეოდალური თანამდებობა, რომელიც იყო "რეგიონის განმგებელი" ან "არმიის მეთაური" (გენერალი), ბიზანტიური წოდების - სტრატეგოსის ტოლფასი, და იგივე, რაც დასავლეთ ევროპაში იყო ჰერცოგი. ჯიაჯაყი ალექსზე დაქორწინდა დაახლოებით 1300 წლისთვის.

ჯიაჯაყ ჯაყელი



51. ანდრონიკე III ტრაპიზონელი / ანდრონიკე III მეგას კომნენოსი (Andronikos III of Trebizond) - ტრაპიზონის ქართველ-ბერძენი იმპერატორი 1330-1332 წლებში. ის იყო ჯიაჯაყ ჯაყელისა და ალექსი II-ის ვაჟი.

ანდრონიკე III ტრაპიზონელი / ანდრონიკე III მეგას კომნენოსი (Andronikos III of Trebizond)



52. ბასილ მეგას კომნენოსი (Basil Megas Komnenos) - ტრაპიზონის იმპერიის ბერძენ-ქართველი იმპერატორი 1332 წლის აგვისტოდან გარდაცვალებამდე - 1340 წლამდე. ის იყო დედოფალ ჯიაჯაყ ჯაყელისა და იმპერატორ ალექსი II-ის უმცროსი ვაჟი.

ბასილ მეგას კომნენოსი (Basil Megas Komnenos)



53. ანა მეგალე კომნენე / ანა ანაჩოტლუ (Anna Megale Komnene / Anna Anachoutlou) - ტრაპიზონის ბერძენ-ქართველი იმპერატრიცა (ზეობდა 1341-1342 წლებში) და საქართველოს სამეფოს დედოფალი. ჯიაჯაყ ჯაყელისა და ალექსი II-ის უფროსი ქალიშვილი. ტრაპიზონის იმპერიის მმართველობისთვის ბრძოლის დროს მას ზურგს უმაგრებდნენ და მხარს უჭერდნენ ტრაპიზონის იმპერიის აბორიგენი, უძველესი ავტოქტონური მოსახლეობა - ლაზები / ზანები / ჭანები / კოლხები და საქართველოს სამეფოს ჯარისკაცები, რომლებიც გაგზავნა ტრაპიზონის იმპერიაში საქართველოს მეფემ, გიორგი V-მ ანას დასამხარებლად.

ანა მეგალე კომნენე / ანა ანაჩოტლუ (Anna Megale Komnene / Anna Anachoutlou)



54. მართა ბაგრატიონი / მარია ალანიელი (Martha Bagration / Maria of Alania - 1053-1118 წწ.) იყო ბიზანტიის იმპერიის ქართველი იმპერატრიცა და დაქორწინებული იყო ორ იმპერატორზე: მიქაელ VII დუკაზე და ნიკიფორე III ბოტანიატეზე. მისი იმპერატრიცას სტატუსი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მომტანი იყო ახლად გაერთიანებული საქართველოს სამეფოსთვის, რომელმაც მალევე მიაღწია ბიზანტიის მსგავს რეგიონულ გავლენას მართას ძმისშვილის, დავით IV აღმაშენებლის ზეობის პერიოდში, რომელმაც უარი თქვა ბიზანტიური ტიტულატურის ტარებაზე. მარია იყო მე-11 საუკუნის განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის ერთადერთი არაბიზანტიური წარმოშობის იმპერატრიცა.

მართა ბაგრატიონი / მარია ალანიელი (Martha Bagration / Maria of Alania)




55. კონსტანტინე დუკასი / კონსტანტინე დუკა (Constantine Doukas / Constantine Ducas - 1074-1095 წწ.) - იყო ბიზანტიის ბერძენ-ქართველი უმცროსი იმპერატორი 1074-1078 წლებში და კვლავ 1081-1087 წლებში. დაიბადა იმპერატორ მიქაელ VII დუკასა და იმპერატრიცა მართა ბაგრატიონის (მარია ალანიელის) ოჯახში.

კონსტანტინე დუკასი / კონსტანტინე დუკა (Constantine Doukas / Constantine Ducas)



56. რუსუდან ქართველი (Rusudan of Georgia) - ტრაპიზონის იმპერიის ქართველი დედოფალი. სავარაუდოდ გვარად ბაგრატიონი. მანუელ მეგას I კომნენოსის მეუღლე. მანუელი მეფობდა 1298-1263 წლებში. რუსუდანი ასევე იყო იმპერატრიცა თეოდორას დედა.

რუსუდან ქართველი (Rusudan of Georgia)



57. რუსუდან ბაგრატიონი (Rusudan Bagration) - საქართველოს მეფის გიორგი III-ს და მისი მეუღლის - ბურდუხანის (გურანდუხტის) უმცროსი ქალიშვილი. მისი უფროსი და იყო სახელგანთქმული თამარ-მეფე (ქალი-მეფე), რომელიც მათი მამის, გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფოს მმართველი გახდა. 1160 წლის შემდეგ დაბადებული რუსუდანი დაქორწინდა დაახლოებით 1180 წლისთვის მანუელ კომნენოსზე (რომელიც დაიბადა 1145 წელს), ანდრონიკე I-ის უფროს ვაჟზე, რომელიც იყო ბიზანტიის იმპერატორი 1183-1185 წლებში. მანუელს და რუსუდანს ჰყავდათ ორი ვაჟი - ალექსი - დაბადებული დაახლოებით 1182 წელს და დავითი - დაბადებული დაახლოებით 1184 წელს. ამ ორმა ბერძენ-ქართველმა ძმამ დააარსეს ტრაპიზონის იმპერია თამარ მეფის დახმარებით. როდესაც მათი ბაბუა, იმპერატორი ანდრონიკე I გადააყენეს და მოკლეს, ვაჟების მამა და რუსუდანის ქმარი იმპერატორის ძე მანუელი დაბრმავებულ იქნა და შესაძლოა ჭრილობებით გარდაიცვალა. რუსუდანი კონსტანტინოპოლიდან ვაჟებთან ერთად გაიქცა და სამშობლოს - საქართველოს შეაფარა თავი. სანამ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის ევროპული ჯარი კონსტანტინოპოლთან იყო დაბანაკებული 1203-1204 წლებში (და მოგვიანებით ქალაქიც აიღეს), თამარ მეფემ გაგაზავნა ქართველთა ჯარი ალექსიოსისა და დავითის გასამეფებლად, რომ ქალაქი ტრაპიზონი მოექციათ თავიანთი კონტროლის ქვეშ 1204 წლის აპრილში. ტრაპიზონში შევიდა როგორც ქართველთა ფეხოსანი და ცხენოსანი არმია, ასევე დიდი ქართული ფლოტი, ქართული გემები ზღვიდან, რომელიც მაშინ საქართველოს სამეფოს გააჩნდა. ქალაქ ტრაპიზონის აღების შემდეგ ქართველებმა მთელი ლაზეთის ტერიტორია დაიკავეს და შექმნეს ახალი ქართულ-ლაზურ-ბერძნული სახელმწიფო - ტრაპიზონის იმპერია.

რუსუდან ბაგრატიონი (Rusudan Bagration)




58. ალექსი I ტრაპიზონელი / ალექსიოს I მეგას კომნენოსი / ალექსიუს I მეგას კომნენუსი (Alexios I of Trebizond / Alexios I Megas Komnenos / Alexius I Megas Comnenus) - თამარ მეფის დისშვილი. დაიბადა 1182 წელს და გარდაიცვალა 1222 წელს, 1 თებერვალს. იყო ტრაპიზონის იმპერიის დამაარსებელი თავის ძმასთან, დავითთან და თამარ მეფესთან ერთად და ამ სახელმწიფოს პირველი იმპერატორი 1204 წლიდან 1222 წლამდე (გარდაცვალებამდე).

ალექსი I ტრაპიზონელი / ალექსიოს I მეგას კომნენოსი / ალექსიუს I მეგას კომნენუსი (Alexios I of Trebizo



59. დავით კომნენოსი / დავით მეგას კომნენოსი (David Komnenos / David Megas Komnenos) - დაიბადა 1184 წელს და გარდაიცვალა 1212 წელს. ტრაპიზონის იმპერიის დამაარსებელი თავის ძმასთან ალექსისთან და თამარ მეფესთან ერთად. ის მეფობდა ტრაპიზონის სახელმწიფოში თავის უფროს ძმასთან ერთად და იყო მისი თანა-იმპერატორის წოდების 1204-1212 წლებში (მის გარდაცვალებამდე). ის იყო პირველი, რომელმაც გამოიყენა თავის გვარად არა უბრალოდ კომნენოსი, არამედ "მეგას კომნენოსი". მეგას კომნენოსები და მათი შთამომავლები ტრაპიზონის იმპერიის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში აცხადებდნენ პრეტენზიას მთელი ბიზანტიის იმპერიის ტახტზე, ვინაიდან მათი ბაბუა - ბიზანტიის იმპერატორი ანდრონიკე I უკანონოდ იქნა გადაყენებული და მოკლული. საქართველოს სამეფო კარიც ბოლომდე უჭერდა მხარს მათს ამ განზრახვას.

დავით კომნენოსი / დავით მეგას კომნენოსი (David Komnenos / David Megas Komnenos)




60. კატა ქართველი / კატაი ბაგრატიონი (Kata of Georgia / Kata Bagration) - საქართველოს მეფის, დავით არმაშენებლის ასული და ბიზანტიის სებასტოკრატორის - ისააკიოს კომნენოსის მეუღლე. დავით აღმაშენებლის ასულის შესახებ ქართლის ცხოვრებაში შესული თხზულება "ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი" გვამცნობს:

"და მასვე წელსა (1116 წ.) ასელი თვისი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისა, რამეთუ პირველ ამისა პირმშოი, ასული თვისი თამარ გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რაითა ვითარცა ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავალსა და მეორე - დასავალს - ცისკროვანჰყოფდნენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.

მე-12 საუკუნის ზონარასის ბიზანტიურ მატიანეში იმპერატორ ალექსიოს I-ის (1118 წლის 15 აგვისტო) გარდაცვალების ამსახველი ფრაგმენტი შეიცავს შემდეგ ნაწყვეტს:

"და ცხენზე ამხედრებული (გარდაცვლილი იმპერატორის ვაჟი) გამოვიდა მანგანადან თავისი გარემოცვის თანხლებით, და როცა გამოვიდა, მას მრავალი სხვაც შეუერთდა. სწორედ მას შემდეგ, რაც იგი გამოვიდა მანგანას ტერიტორიიდან აბასგები (ასე ეძახდნენ დასავლეთ ქართველებს მაშინდელი ბიზანტიელები) შეხვდნენ მას. ისინი იყვნენ, რომლებიც გაგზავნა იქიდან (აბასგიიდან, დასავლეთ საქართველოდან), აბასგიიდან ჩამოყვანილ ქალწულთან ერთად, რომელიც კეისრის ვაჟებიდან უფროსს მიათხოვეს."

წყარო: Kata of Georgia - daughter of King David IV the builder, as wife of Sebastokrator Isaakios Komnenos - by Rafal T Prinke.


კატა ქართველი / კატაი ბაგრატიონი (Kata of Georgia / Kata Bagration)


მისი ქმარი გახდა სებასტოკრატორი ისააკ კომნენოს პორფიროგენეტი - იმპერატორ ალექსი I კომნენოსის ძე. კატაი ქართველთან მას შეეძინა 4 შვილი:

1. იოანე კომნენოსი - დაიბადა დაახლოებით 1112 წელს. ძელეპესად წოდებული (თურქული სიტყვიდან "ჩელები"). ის თან ახლდა მამას გადასახლების დროს და ცოლად შეირთო სომხეთის უფლიწულის, ლეო I-ის ქალიშვილი. 1139 წელს ის გადავიდა რუმის სასულთნოში, გახდა მუსლიმი, დასახლდა სელჩუკთა დედაქალაქ იკონიონში და ცოლად შეირთო სულთან მესუდის ასული.

2. მარია კომნენე - დაიბადა დაახლოებით 1114 წელს. ის დაქორწინდა სამხედრო მეთაურზე ჯოზეფ ბრიენიოსზე.

3. ანა კომნენე - დაიბადა დაახლოებით 1116 წელს. ცოლად გაჰყვა ელჩს იოანე არბანტენოსს.

4. ანდრონიკე I კომნენოსი (1117/1118-1185) - ბიზანტიის იმპერატორი 1183-1185 წლებში.


სებასტოკრატორი ისააკ კომნენოს პორფიროგენეტი



61. ანდრონიკე I კომნენოსი / ანდრონიკოს I კომნენოსი / ანდრონიკუს I კომნენუსი (Andronikos I Komnenos / Andronicus I Comnenus) - დაიბადა 1117 წელს და გარდაიცვალა 1185 წელს. იყო ბიზანტიის ბერძენ-ქართველი იმპერატორი, რომაელთა ავტოკრატად წოდებული. ზეობდა 1183-1185 წლებში. ის იყო ისააკ კომნენოსისა და კატაი ბაგრატიონის უმცროსი ვაჟი. ის იყო დიდი ქართველი მეფის - დავით აღმაშენებლის შვილიშვილი (დედის მხრიდან) და ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე I-ის შვილიშვილი (მამის მხრიდან). მას "მიზოფაეს" უწოდეს, რაც ბერძნულად მზის შუქის მოძულეს ნიშნავს, ვინაიდან დიდი რაოდენობით თავისი და სახელმწიფოს მტრები დაბრმავებით დასაჯა.

ანდრონიკე I კომნენოსი / ანდრონიკოს I კომნენოსი / ანდრონიკუს I კომნენუსი (Andronikos I Komnenos / And



წყარო 1: ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობები;

წყარო 2: Byzantine Empire - Wikipedia;

წყარო 3: საქართველო ბიზანტიის ურთიერთობები VIII-X საუკუნეებში - ქეთევან მიქაძე;

წყარო 4: Byzantine Families - Wikipedia;

წყარო 5: The History of the Byzantine Empire - Every Month;

წყარო 6: Byzantine people of Georgian descent;

წყარო 7: List of Byzantine Emperors - Wikipedia;

წყარო 8: Famous Georgians of the Byzantine Empire - Georgian Nation - Facebook;


კრებულები:


1. მეცნიერება - ნაწილი I

2. მეცნიერება - ნაწილი II

3. მეცნიერება - ნაწილი III

4. მეცნიერება - ნაწილი IV

5. სხვადასხვა - ნაწილი I

6. სხვადასხვა - ნაწილი II

7. ქართული მითოლოგია

8. რელიგია

9. საქართველო - ნაწილი I

10. საქართველო - ნაწილი II

11. ქართული სახელმწიფოები

12 პროტოქართველები

13. კავკასიური კულტურები

14. პარანორმალი

15. ჰომოს გვარი - ადამიანების სახეობები და ქვესახეობები

16. ჰომო საპიენსის არქეოგენეტიკური მოდგმები


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
230
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
230
  
2023, 13 აგვისტო, 19:57
ჭიჭიკია ქართველი - ჭიჭიკიოს იბერი, ძე თევდატისა - ბიზანტიის ქალაქ დორისტოლონის მმართველი
სახელი ჭიჭიკია, დღეს რომ მარტო იმერული ანეგდოტების გმირად ვიცნობთ, არსებობდა შუა საუკუნეების საქართველოში.
ბიზანტიურ წყაროებში ჟღერს, როგორც - ჭიჭიკიოსი (Tzitzikios the Iberian), ასე ერქვა იმპერატორ ბასილის ერთ-ერთ ერთგულ ქართველ დიდებულს, თევდატ ქართველის ვაჟს - ჭიჭიკიოს ქართველს, ჭიჭიკიოს იბერს. ჭიჭიკიას ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა - დორისტოლონის, იგივე დოროსტოპოლის (Dorystolon / Dorostopol) მმართველი იყო. ეს არის დღევანდელი ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი სილისტრა (ახლა უკვე მცირე ქალაქია, ბიზანტიის პერიოდში დიდ ქალაქს წარმოადგენდა). კეისარი ბასილი II ისე ენდობოდა ჭიჭიკიას, რომ ამ მნიშვნელოვანი ევროპული ქალაქის მმართველობა მიანდო.
ავტორი: ბექა ჭიჭინაძე
2023, 10 აგვისტო, 21:21
ბიზანტიის იმპერიაში დამკვიდრებული ქართული მოდა

ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ,,მოდების ბრძოლა" დაკავშირებულია მე-12-13 საუკუნის ბიზანტიასთან, როდესაც იმპერატორი და ბიზანტიური არისტოკრატია ევროპული - ფრანგული და გერმანული მოდის მიხედვით იმოსებოდა
ამას მოყვა კონსტანტინეპოლის მოსახლეობის საყოველთაო პროტესტი, რომელიც ყველაფერ დასავლურს ზიზღით უყურებდა, სწორედ ამ პერიოდში ბიზანტიის არისტოკრატიის ანტიევროპულ ნაწილში ჩნდება ,,აღმოსავლურ იბერიული მოდის" სამოსი და ქუდები
ჩვენს ისტორიოგრაფიაში მიიჩნეოდა რომ ქართული მოდა ამ ეპოქაში გავრცელდა მხოლოდ კომნენოსებში, მაგრამ ჩემს მომავალ წიგნში მითითებულია სხვა ცნობებიც, საიდანაც ჩანს, რომ ამ პერიოდში ქართული მოდა მასობრივად ვრცელდება ბიზანტიის საიმპერატორო კარზე და არისტოკრატიაში, იმდენად, რომ კონსტანტინეპოლის ზოგი ლათინი, ფრანგი იმპერატორიც კი ამ გარემოებას ანგარიშს უწევს და ქართულ ქუდს იხურავს (საოცარია, მაგრამ ეს ქუდი კეპია, გამოკვეთილი საჩრდილობლით, თუმცა ძალიან მაღალია - წყრთა ან მეტი).
ამგვარად, ქართულ, აღმოსავლურ მოდას ბიზანტიის იმპერიაში მე-12 საუკუნეში მიეცა კონკრეტული იდეოლოგიური მნიშვნელობა - ბრძოლა დასავლეთ ევროპულ მოდასთან და კულტურასთან.
საერთოდ, დასავლეთ ევროპელთა წინააღმდეგ ბრძოლებში ბიზანტიის მთავარი დასაყრდენი ქართველები იყვნენ (ალანებთან ერთად) - გრიგოლ, ნიკოლოზ, ტატულ და ასპიეტ ბაკურიანისძეები, ქართველები იყვნენ ნორმანთა წინააღმდეგ მთავარი სამხედრო ძალა ბრინდიზიუმსა და თესალონიკთანაც.
ფაქტობრივად, ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა, რომლის გამოყვანაც ბიზანტიას რაინდული ევროპის წინააღმდეგ შეეძლო, ქართველი და ალანი მოქირავნეები იყვნენ, რის გამოც ძველ ევროპულ სიმღერებში ქართველებს უძლეველი მხედრების სახელი აქვთ, მაგალითად, საქსონური სიმღერის მიხედვით ქართველმა შუბოსნებმა დაამარცხეს ფრანგი (მათ შორის გასკონელი და პუატიელი) და გერმანელი რაინდები:
,,მაგრამ ამ დროს გამოდიან ქართველნი
მოიღერეს მუჭით თავის შუბები
და წინაშე მათი მჭიდრო წყობისა
გაილივნენ შიშით ფრანგთა გულები"

ავტორი: ბექა ჭიჭინაძე
2022, 17 ოქტომბერი, 20:31
ქართველებს პრივილეგირებული პოზიციები ეჭირათ როგორც ირანის, ასევე თურქეთის მმართველობებში, რაც ხალხის გასაჭირს არ შველოდა. ეგ იყო განსხვავებაც. რუსეთში და ბიზანტიაში ჩვენი დაწინაურება პირდაპირ კარგად აისახებოდა საქართველოს მოსახლეობაზე. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მაგალითად ბიზანტიაში რომ იმპერატრიცა გახდა მართა ბაგრატიონი, აღმაშენებლის მამიდა, იქ შექმნა პრო-ქართული ლობი და დიდად დაეხმარა წინსვლაში ჩვენს ქვეყანას. რუსეთში ჩვენმა დაწინაურებამ კი ის სიკეთეები გამოიღო, რაც ზევით დავწერე. აი ირანში და თურქეთში დაწინაურებულ ქართველებს კი ხშირად ისევ ჩვენს აოხრებას სთხოვდნენ პირდაპირ და ვინც არ დათანმხდებოდა, შვილებს უწყვეტდნენ ან უსაჭურისებდნენ და წამებაში ხდიდნენ სულს. მაგალითად მთელი უნდილაძეების კლანი დაასაჭურისეს რომ არ გამრავლებულიყვნენ მეტი. როცა ძალიან გამდიდრდნენ და შეატყვეს რომ პრო-ქართული ეჭირათ და არიდებდნენ თავს საქართველოზე ლაშქრობებში რამე სახის მონაწილეობას. ერთი ასეთი დასაჭურისებული ქართველი მითხარით რუსეთის იმპერიაში :)) მთელი თავისი ბედი ჩააბარეს ქართველებს რუსებმა მათთვის ყველაზე რთულ წუთებში ორჯერ: ნაპოლეონის და ჰიტლერის შემოსევისას. და ბოროდინოს ველზე ბაგრატიონს დაუდგეს ძეგლი და არა სხვა ვინმეს, მაგალითად არა სუვოროვს.
2022, 17 ოქტომბერი, 18:37
სამწუხაროდ აქამდე არ იყო გამოქვეყნებული ქართულ ენაზე არაფერი, თუ რა როლი გვქონდა ქართველებს ბიზანტიის იმპერიაში. ეს სახელმწიფო გამოყვანილია ქართულ ისტორიოგრაფიაში, როგორც საქართველოს მოწინააღმდეგე, მტერი, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. ეს იყო ერთიანი მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელიც გვეკუთვნოდა ყველას: ბერძნებს, ქართველებს (მესხებს, ლაზებს), იტალიელებს, სომხებს, ასირიელებს, ბალკანელებს და შემდგომში სლავ-ვარიაგებსაც. ყველა ეს ერი აქცევს უდიდეს ყურადღებას თავის როლს ბიზანტიაში და ისტორიას, ჩვენ გარდა. აბსოლუტურად ყველა მეზობელ ქვეყანას შორის იყო ომები, მაგრამ არსებობს საფუძვლებში შენდამი მტრული ქვეყნები და არსებობს საფუძველში შენდამი მეგობრული ქვეყნები. ცივილიზაციურად ბიზანტია ჩვენთვის იყო რეალურად გამაგრებული ზურგი და ჩვენც იგივე ვიყავით მისთვის. მიუხედავად ათობით ბრძოლისა. მუსლიმურ სამყაროს ერთად ვებრძოდით ჩვენ და ბიზანტია მე-7 საუკუნიდან 1453 წლამდე. როცა ის გაგვინადგურეს, ჩვენც 8 სახელმწიფოდ დაგვშალეს და მონებად გაყიდვა დაგვიწყეს და "ახალი ბიზანტია" რომ არ გამოჩენილიყო, დამთავრებული იყო ჩვენი საქმე.
2022, 17 ოქტომბერი, 18:37
მესამე რომმა სახელმწიფოებრიობა და ეკლესიის ავტოკეფალია გაგვიუქმა, რაც მეორე რომს არ უქნია. უდავოდ ეგ ორი დანაშაული ჩაიდინა. მაგრამ სამაგიეროდ მოიტანა მშვიდობა, განვითარება, ერის 7-ჯერ გამრავლების შესაძლებლობა, მის წიაღში დააბრუნა უკვე გათურქებული აფხაზეთი, თურქების მიერ დაკავებული სამცხე-ჯავახეთი, ფოთი და აჭარა. ოსმალეთის საზღვარი, რომელიც ხაშურამდე იყო მოსული, გადასწია ტაო-კლარჯეთამდე და ლაზეთამდე. დაქუცმაცებული ერი, რომელიც უკვე კუთხეების მიხედვით ცალ-ცალკე ერებად ყალიბდებოდა, ერთიან იდენტობაში დააბრუნა, თუ იქამდე მოსახლეობის მხოლოდ 10%-მა იცოდა წერა-კითხვა, შემდეგ უკვე იმპერიაში ეს ცოდნა 50%-მდე ავიდა. შეწყდა ტყვეთა სყიდვა და ქართველებს მიეცათ გამრავლების, განათლების და მთელი იმპერიის მასშტაბით თავისი ნიჭის გამოჩენის შესაძლებლობა, რაც საუკეთესოდ მოახერხეს. მარტო იმპერიას 400 ქართველი გენერალი და ათასობით ოფიცერი, სამხედრო, სასულიერო, სამეცნიერო და სახელოვნებო მოღვაწე ჰყავდა იმდენად, რომ ბოლოს რევოლუციაც მოვაწყვეთ ებრაელებთან ერთად და ჩვენი პროექტი განვახორციელეთ რუსეთში - საბჭოთა კავშირი, რომელსაც ჩვენვე ვმართავდით. ამას დამატებით, ახლახანს მოიხადა ოფიციალური ბოდიში ევროპის ყველა სამეფო კარის წინაშე და ბაგრატიონთა სახლის წინაშე რომანოვების სახლმა იმის გამო, რაც ბაგრატიონთა მსოფლიოში უძველეს სამეფო სახლს გაუკეთა. ოფიციალურად არსებობს უკვე ეგ ბოდიში.
0 1 5