x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ძაღლების მოყვარული ქალი საავადმყოფოში მოხვდა, მას შემდეგ, როდესაც ჩიხუახუამ მოისაქმა, სანამ ქალს პირღია ეძინა
image

ქალის ჰოსპიტალიზაცია მოხდა მას შემდეგ, როდესაც მისი ქალიშვილის ძაღლმა მოისაქმა მის სახეზე, როდესაც ქალს ეძინა, თან პირღიას.


51 წლის ამანდა გომომ სამი დღე გაატარა საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც ჩიხუახუამ სახელად "ბელიმ" სახეზე "მცირე უსიამოვნო" პროცედურა მოუწყო, მათ შორის პირის ღრუში, რის გამოც იგი ძალიან ცუდად გახდა და საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას.


ქალბატონმა გომომ, ბრისტოლიდან, თქვა, რომ შუადღის წყნარი საათის დროს ძაღლს ჩაეხუტა და ისე დაიძინა, რის შემდეგაც ცუდად გახდა და ჰქონდა "მძიმე დიარეა", რადგან ძაღლის ექსკრემენტი მის პირში მოხვდა.



ბელს კი აპატიეს მისი წარუმატებლობა, სამაგიეროდ ქალბატონმა გომომ განაცხადა, რომ "ის აუცილებლად ყურადღებით მოეკიდება საკითხს, თუ როგორ დაიძინოს მომავალში"

image

ინციდენტის შემდეგ ქალბატონი გომო სააბაზანოში გაიქცა, რათა ჩამოერეცხა ბელის მონასაქმი, მაგრამ მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს კუჭ-ნაწლავის ინფექციით, რომელიც ბელისგან გადაედო.


” სააბაზანოში შევედია ამ დროს ჩემი შვილი შხაპს იღებდა, ამიტომ სანამ სახეს ჩამოვირეცხავდი, დრო მქონდა სწრაფად გადამეღო ფოტო!


" ეს იყო ამაზრზენი, ამის შემდეგ გაგიჟებული ვიყავი - უბრალოდ, რამდენიმე საათის განმავლობაში გემოს პირიდან ვერ ვიშორებდი."


ბელი გადაიყვანეს ვეტერინართან, სადაც მას ანტიბიოტიკები გამოუწერეს " კუჭის უსიამოვნო ბაგაჟისთვის".


მოგვიანებით, იმავე დღეს, ქალბატონ გომოტს დაეწყო ბელის მსგავსი სიმპტომების და დარეკა 111-ში, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

image

"მე ვაპატიე ბელის ეს პატარა უბედური შემთხვევა და მე იგი მაინც მთელი გულით მიყვარს, მაგრამ მომავალში აუცილებლად ვიქნები უფრო ფრთხილი, თუ როგორ უნდა დავიძინოთ!"



0
360
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0