საბუნებისმეტყველო იაპონიის სანაპიროსთან წყლის ქვეშ მისტიური წრეები აღმოაჩინეს 2012, 25 სექტემბერი, 8:10 ოკეანისა და ატმოსფერის ნაციონალური ადმინისტრაციის მონაცემებით შესწავლილია ოკეანეების ფსკერის მხოლოდ 5 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აზრზე არ ვართ რა ხდება დანარჩენ 95%-ზე. იაპონელმა ფოტოგრაფმა იოჯი ოკატამ თავისი ცხოვრების 50 წელი ოკეანის საიდუმლოებების შესწავლას მიუძღვნა. რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მან იაპონიის სანაპიროსთან ახლოს ჩაყვინთა მან წყლის ფსკერზე დაახლოებით 25 მეტრის სიღრმეზე რაღაც უცნაური შეამჩნია. ფსკერი დაფარული იყო 1.5 მეტრის დიამეტრის ტალღოვანი ორნამენტებით. ოკატამ მაშინვე მოიყვანა კოლეგები და ტელევიზიის გადამრები ჯგუფი. "ყანების წრეებისაგან" განსხვავებით ამ წრეების გაჩენის მიზეზი იპოვეს. წყალქვეშა კამერების დახმარებით შესაძლებელი გახდა "მხატვრის" აღმოჩენა, ეს პატარა სულ რაღაც რამოდენიმე სანტიმეტრის სიგრძის თევზი აღმოჩნდა. დღის და ღამის განმავლობაში ის დაუღალავად ძერწავს ამ უზარმაზარ ქანდაკებებს. შესწავლის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წრეები რამოდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც პარტნიორის მოზიდვაა. მდედრი თევზი ინტერესდება ამ ნახატით და იწყებს მამრის ძიებას. მოგვიანებით წყვილი ქვირითს წრის ცენტრში არსებულ ჩაღრმავებაში ინახავა. წრე თავის მხრივ ოკენის დინებების ერთგვარ "მაყუჩს" წარმოადგენს და იცავს ქვირითს. 444 8-ს მოსწონს
|