საბუნებისმეტყველო ასტრონომებმა იდუმალი ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც მზეზე 570-მილიარდჯერ უფრო კაშკაშაა 2022, 23 სექტემბერი, 17:37 ჩვენი გალაქტიკიდან მილიარდობით სინათლის წლის მოშორებით აღმოჩენილია უცნაური ობიექტი, რომელიც მზეზე ასეულობით მილიარდჯერ უფრო მეტად კაშკაშებს. მაგრამ რა არის ეს? ასტრონომებს ამის შესახებ წარმოდგენა არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ რამდენიმე ჰიპოთეზა აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ჰიპოთეზის თანახმად ეს მეტისმეტად იშვიათი ტიპის სუპერნოვაა, რომელსაც მაგნეტარი ეწოდება, თუმცა ასეთ შემთხვევაში ის ისეთი მძლავრი უნდა იყოს, როგორც არასდროს და რომლის არსებობა თითქმის წარმოუდგენელია.
ობიექტი იმდენად მძლავრი გამოსხივების წყაროს წარმოადგენს, რომ ასტრონომებს მისი აღწერაც კი უჭირთ. მიუხედავად იმისა, რომ ციური სხეული ასეთი კაშკაშაა, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალით მაინც შეუძლებელია, რადგან მასთან მისაღწევად სინათლის სხივს 3, 8 მილიარდი წელიწადი სჭირდება. ის აღმოაჩინეს მთელი ცის ავტომატიზებული სკანირების მეთოდით, რასაც ASAS-SN ეწოდება. ASAS-SN არის ტელესკოპების ქსელი, რომელიც სამყაროს კაშკაშა ობიექტების აღმოსაჩენად არის განსაზღვრული. ქსელი 2014 წელს ამუშავდა და მან 250-მდე ზეახალი ვარსკვლავი აღმოაჩინა, თუმცა მას აქამდე არ აღმოუჩენია მსგავსი სიკაშკაშის არცერთი ციური ობიექტი. აღნიშნულ ობიექტზე უკეთესი შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თუ დაუშვებთ შემდეგს: წარმოიდგინეთ, რომ მთელი ჩვენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავი ერთად შევაჯგუფეთ. მიღებული ციური სხეული 20-ჯერ უფრო ნაკლებად კაშკაშა იქნება, ვიდრე ის, რომელიც მეცნიერებმა ახლახანს იპოვეს. ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორ ტოდ თომპსონს საკუთარი ჰიპოთეზა აქვს. მისი აზრით, ზეახალის აფეთქებას შეეძლო გაეჩინა ვარსკვლავის უაღრესად იშვიათი ტიპი - მილიწამიანი მაგნეტარი, წარმოუდგენლად მძლავრი მაგნიტური ველით, რომელიც უაღრესად მკვრივია და საკუთარი ღერძის გარშემო უსწრაფესად ბრუნავს. იმისათვის, რათა ასე იკაშკაშოს, მაგნეტარმა საკუთარი ღერძის გარშემო წამში 1000 ბრუნი უნდა გააკეთოს და მთელი ეს უზარმაზარი ენერგია სინათლედ უნდა გარდაქმნას, პრაქტიკულად 100 %-იანი ეფექტურობით. მეორე ჰიპოთეზის თანახმად ეს სულაც არ არის მაგნეტარი და შავი ხვრელია, რომლის გარშემო გაცხელებული გაზი ბრუნავს. ობიექტის წარმოუდგენელი სიკაშკაშის უკეთ სადემონსტრაციოდ კარგი იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ციური სხეული ჩვენი გალაქტიკიდან 2, 5 მილიონი სინათლის წლის დაშორებით, ანდრომედას ნისლეულში რომ მოგვეთავსებინა, ის მზეზე რამდენჯერმე უფრო მკვეთრად გაანათებდა და ასეთ შემთხვევაში დედამიწაზე მარადიული დღე იარსებებდა. 88 შეფასება არ არის
|