x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
საკონდიტრო რჩევები, ცხობის ხარისხის გასაუმჯობესებლად
image


ოპტიმალური ადგილი ღუმელში, გამოსაცხობად გამზადებული საცხობი ფორმის, თუ საცხობი ფირფიტის შესადგმელად – საშუალო დონეა.


ცხობისას, უმრავლეს შემთხვევაში, საუკეთესო რეჟიმი: "ზედა + ქვედა" არის ელექტრო ღუმელისთვის და "ქვედა" – აირღუმლებისთვის.


გამოსაცხობად გამზადებული ფორმის ან ფირფიტის ღუმელში შედგმის მომენტისთვის, ის უკვე უნდა იყოს გაცხელებული, რეცეპტში მითითებულ ტემპერატურაზე.


ერთი და იგივე ნამცხვრის ცხობის დრო, სხვადასხვა ღუმელში, შეიძლება, განსხვავებული იყოს. ამიტომ, მხოლოდ ტაიმერს ნუ ენდობით და ნამცხვარი დრო და დრო ხის ჩხირით შეამოწმეთ.


კექსის ან ტორტის ბისკვიტის ცხობისას, ღუმელის კარი, ცხობისთვის საჭირო დროის 3/4–ის მანძილზე არ გააღოთ, თორემ ცომი ჩავარდება.


ტორტის ახლად შენახვის საიდუმლოimage


ვიდრე ტორტი ახალია, ის რბილი, ზომიერად ნოტიო და ჰაეროვანია. მაგრამ, გაჭრილი ტორტი, 1 დღის შემდეგ, ფხვიერდება და შეხებისას, იფშვნება. ამ პრობლემის მოგვარება 2 ხერხით შეიძლება: მთელი ტორტი უცბად უნდა მიირთვათ ან მასთან ერთად, შეფუთვაში, ვაშლი მოათავსოთ.

თუ ტორტს ხუფიანი მინის კონტეინერში მოათავსებთ და გვერდით მთელ, გაფცქვნილ ვაშლს დაუდებთ, ის მალე არ გამოშრება და უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნებს სინოტივეს, რადგან ვაშლს გარემოში ტენის გამოყოფის თვისება აქვს და ამის წყალობით, დესერტი საგემოვნო თვისებებს ბევრად უფრო ხანგრძლივად ინარჩუნებს.


ცხობის დასრულების შემდეგ, ბისკვიტის ფორმიდან ამოღება, შესამოწმებლად, რეკომენდებული არ არის. ის ოთახის ტემპერატურაზე უნდა გაცივდეს და შემდეგ უნდა ამოიღოთ ფორმიდან.


ნიგვზის, ნამცხვრებში და ტორტებში გამოყენების წინ, წინასწარი მოხლაა რეკომენდებულია, რაც მას სასიამოვნო გემოს ანიჭებს. შესაბამისად, ნამცხვარიც უფრო გემრიელი იქნება.


თუ ორცხობილას თავები მოეწვა, გაციების შემდეგ, დამწვარი ნაწილი წვრილ სახეხზე ჩამოახეხეთ და შაქრის პუდრი მოაყარეთ.


თუ ცხობის დროს, ნამცხვრის ზედაპირი ძალიან სწრაფად წითლდება, წყალში დასველებული და გაწურული პერგამენტი გადააფარეთ.


თაფლაკვერი რომ არ გამაგრდეს, ღუმელიდან გამოღების შემდეგ, თიხის ჭურჭელში მოათავსეთ, ვაშლთან ერთად და ზემოდან ტილო გადააფარეთ. როდესაც გაცივდება და დარბილდება, რკინის კონტეინერში გადაიტანეთ.


ფხვიერი ნამცხვრის დაჭრის წინ, დანის პირი, ერთი წუთით, მდუღარე წყალში უნდა ჩაყოთ, რომ ნამცხვარი არ დაიფხვნას. ჩამოჭრის ადგილი რომ არ "ჩაუცომდეს", თბილი კექსის დაჭრაც, ცხელი დანით არის რეკომენდებული.


ჰაეროვანი ცხობაimage


საკონდიტრო ცომი (შაქარი + კარაქი + კვერცხი) იდეალური რომ იყოს, მხოლოდ ერთი წესის დაცვა არის საჭირო: კარაქი და კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე, მინიმუმ, 12 სთ. მაინც უნდა იყოს.


ბისკვიტის ცხობისას, ღუმელის კარი ფრთხილად დახურეთ, რომ ცომი არ ჩავარდეს.


ღვეზელი უფრო დიდ ხანს იქნება ახალივით, თუ მას კერამიკულ ჭურჭელში მოათავსებთ და ზემოდან სელის ტილოს გადააფარებთ.


პატარა ზომის ორცხობილები დაბალ ცეცხლზე უნდა გამოაცხოთ.


ტორტი ან კრემიანი ნამცხვარი უფრო გემრიელი იქნება, თუ მას, მომზადების დასრულების შემდეგ, ოთახის ტემპერატურაზე, 6 სთ. გააჩერებთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიტანთ სუფრაზე ან შეინახავთ მაცივარში.


ხაჭოს ტორტი, რომელიც ცხობის დროს, კარგად ამოდის, ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ასევე სწრაფად "ჯდება". ასე რომ არ მოხდეს, ვიდრე ტორტს ღუმელიდან გამოიღებთ, ფანჯრები დაკეტეთ, რომ ბისკვიტი ორპირში არ მოხვდეს. ხოლო, როდესაც შეგრილდება, ღუმელის ცხაურზე გადმოაბრუნეთ.


სოდის ძმრით გაზავება არ შეიძლებაimage


სოდის ძმარში ან ლიმონის წვენში გაზავების დროს, ქიმიური რეაქცია იწყება, რომლის შედეგად, ნახშირორჟანგი გამოიყოფა. იდეაში, ბისკვიტი სწორედ მან უნდა "აწიოს". ასეც მოხდებოდა, ეს რეაქცია ცომის შიგნით რომ ხდებოდეს და არა ცომის თავზე. ასე კი, კოვზში ქაფი წარმოიქმნება და შიგნით მოხვედრილი სოდა სათანადოდ აღარ მუშაობს.

დასკვნა: სოდა და ძმარი პირდაპირ ცომში უნდა დაამატოთ, ცალ–ცალკე, რომ ნახშირორჟანგი ცხობის დროს გამოიყოს! ასეთ შემთხვევაში, ბისკვიტი ბევრად უფრო მაღალი და ფუმფულა იქნება.


image


არხის სხვა სიახლეები:


* მარტივი ლოგიკური კითხვა, რომელიც უმრავლესობას აბნევს (პასუხი აქვს)

* საწოლის თეთრეულის დაუთავება და მაღვიძარა სახიფათოა ჯანმრთელობისთვის – ეს და სხვა პრაქტიკული რჩევები

* კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზი ქვემეხი იყო, რომლის ყიდვაზე უარი იმპერატორმა თქვა

* ტიბეტელი ასტროლოგის 25 რჩევა, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* ყველის შენახვის წესი მაცივარში და მის გარეშე

* როგორ ავარჩიოთ ნამდვილი თაფლი, გავუხანგრძლივოთ პურს ვარგისიანობის ვადა და სხვა ხრიკები, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს



1
144
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
144
  
2022, 13 სექტემბერი, 0:44
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1