x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რიში კაპურს 70 წელი შეუსრულდებოდა
imageდღეს 4 სექტემბერს 70 წელი შეუსრულდებოდა ინდური კინოს ფუძემდებლის, რაჯ კაპურის ვაჟს, რიში კაპურს, რომელიც ჩვენში საკულტო მსახიობად იქცა გასულ საუკუნეში.



ინდური კინო არის ნათელი ფერების, მუსიკისა და ცეკვების ფეიერვერკი. თავგადასავალი და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ამ სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელი იყო რიში კაპური, ბოლივუდის ლეგენდარული დამფუძნებელის, რაჯ კაპურის და ცნობილი დინასტიის მემკვიდრე. მან პოპულარობით აჯობა თავის ძმებს. იგი დაიბადა ბომბეიში, 1952 წლის 4 სექტემბერს.

image

რა თქმა უნდა ასეთ ოჯახში დაბადებამ რიშის მომავალი წინასწარ განსაზღვრა. მას არ შეეძლო არ გამხდარიყო მსახიობი. იგი უკვე სამი წლის ასაკში გადაიღეს ეპიზოდურ როლში.



მან პირველი სრულფასოვანი როლი მიიღო მამის ფილმში "ჯამბაზია ჩემი სახელი" 1963 წელს, როდესაც ბიჭი მხოლოდ 11 წლის იყო. სურათი ეკრანებზე მხოლოდ 1970 წელს გამოვიდა. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რიში კაპურმა 18 წლის ასაკში მიიღო ეროვნული კინოს პრემია.


მაგრამ ნამდვილი ფურორი მოხდინა შემდეგმა მელოდრამამ "ბობიმ", სწორედ ამ ფილმით გაიცნო საბჭოთა მაყურებელმაც რიში კაპური, რომელიც იქცა საბჭოთა კინოგაქირავებაში ყველა დროის ერთ-ერთ პოპულარულ ფილმად იქცა, სულ ნახა 62 მილიონმა მაყურებელმა, და ყველა დროს უცხოურ ფილმების რეიტინგში #6 ადგილი დაიკავა."ბობის" პოპულარობით მხოლოდ 1951 წელს გადაღებულმა მამის ფილმმა "მაწანწალამ" აჯობა.(მე-3 ადგილი)

image

ამის შედეგ იყო ფილმები შემდეგ იყო "შურსმაძიებელი"(1976) "მე დავუმტკიცებ მთელს მსოფლიოს"(1981) "ჩანდნი"(1989) და მრავალი სხვა.მთლიანად თამაშობდა 50 -ზე მეტ ფილმში.

image

1990-იანი წლების ბოლოს რიში კაპურმა დაიწყო საპროდიუსერო და სარეჟისორო საქმიანობა. მან გამოუშვა ისეთი ფილმები, როგორიცაა "სახლში დაბრუნება" (Aa Ab Laut Chalen) და "სიყვარულის წიგნი" (PremGranth). მაგრამ ამ სფეროში შემდგომ აღარ უმუშავია. ინტერვიუში მიზეზი ეს ასე განმარტა: ”მე არ მქონია ისეთი სცენარები, რომლებიც ამაღელვებდა. ახლა მხოლოდ მსახიობობაზე ვარ ორიენტირებული. მაგრამ თუ ერთ ასეთ სცენარს ვიპოვი, მორიგი ფილმის გადაღებაზე ვერაფერი შემაჩერებს“.


რიში კაპური გარდაიცვალა 2020 წლის 30 აპრილს. გარდაცვალების მიზეზი ლეიკემია იყო, რომელსაც ის 2018 წლის ოქტომბრიდან ებრძოდა.


რაც შეეხება ოჯახს:რიში კაპური და მსახიობი ნეტუ სინგჰი დაინიშნენ 1979 წლის 13 აპრილს და დაქორწინდნენ 1980 წელს. მათ ორი შვილი შეეძინათ, მსახიობი რანბირ კაპური და მოდის დიზაინერი რიდიმა კაპურ საჰნი.

image

0
366
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0