x
მეტი
  • 09.02.2023
  • სტატია:125542
  • ვიდეო:355967
  • სურათი:498450
ვინ იწინასწარმეტყველა II მსოფლიო ომი დაწყება, მის დაწყებამდე 10 წლით ადრე და ვისთვის იყო ეს ომი «დალოცვილი»

image


მეორე მსოფლიო ომი ყველაზე დამანგრეველი იყო კონფლიქტების ისტორიაში. მისი მსვლელობის დროს, ყველაზე დიდი რაოდენობის სახსრები დაიხარჯა, ყველაზე დიდი რაოდენობით ქონება განადგურდა და ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მასში მონაწილეობა, იმ დროს არსებული, 73 ქვეყნიდან — 62 მიიღო, ანუ ქვეყნების საერთო რაოდენობის 80%. საომარი მოქმედებები კი, 40 ქვეყანაში მიმდინარეობდა და მობილიზებული 110 000 000 ადამიანზე მეტი იყო.


სვასტიკა უძველესი რელიგიური სიმბოლოა. მას სანსკრიტული (ძველინდური ენა) ფესვები აქვს და ძველად, იღბლის და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა. ინდოეთის ტერიტორიის გარდა, ეს სიმბოლო აღმოჩენილია ბერძნულ, ეგვიპტურ და ჩინურ არტეფაქტებზეც.


imageმეორე მსოფლიო ომი — ერთადერთი კონფლიქტი იყო ისტორიაში, რომელშიც ატომური იარაღი გამოიყენეს. აშშ–მ ბომბები იაპონიის ქალაქებში ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ჩაყარა. მესამე სამიზნე ტოლიო იყო, მაგრამ იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და დედაქალაქი ატომურ დაბომბვას გადაურჩა.

II მსოფლიო ომი 1945 წლის 2 სექტემბერს, ტონკინის ყურეში მდგარი, აშშ-ს გემზე – «მისურზე», იაპონელების მიერ კაპიტულაციაზე ხელის მოწერით დასრულდა.


1939 წლის 23 აგვისტოს, ომის დაწყებამდე 1 კვირით ადრე, გერმანიამ და სსრ კავშირმა, თავდაუსხმელობის შესახებ, ხელშეკრულება გააფორმა. სხვა საკითხებთან ერთად, მასში რამდენიმე საკითხი აღმოსავლეთ ევროპის გაყოფაზეც იყო: ლატვია, ესტონეთი, ფინეთი და ბესარაბია სსრ კავშირს უნდა შეერთებოდა, ხოლო ლიტვა და პოლონეთის დას. ნაწილი — გერმანიას.


II მსოფლიო ომის დაწყებამდე, 10 წლით ადრე, თავის წიგნში «Mein Kampf» (ჩემი ბრძოლა) ჰიტლერმა ევროპაში მოსალოდნელი ომის შესახებ დაწერა, რომელიც ყველა ებრაელს გაანადგურებდა გერმანიაში.


image


ყველაზე ძლიერი საარტილერიო დანადგარი, რომელიც ოდესმე გამოუგონიათ, გერმანელებმა საბჭოთა ტერიტორიაზე გამოიყენეს. მას შემქმნელის, გენერალური კონსტრუქტორის კარლ ბეკერის პატივსაცემად, «კარლი» ერქვა. უზარმაზარ ზარბაზანს, 2, 5 ტონიანი ჭურვის, 5 კმ-ზე შორ მანძილზე შეეძლო სროლა და 2, 5 – 3 მ. სისქის ბეტონის კედლის დანგრევა


1944 წლის ზაფხულისთვის, ბრიტანეთის სპეცოპერაციების სამმართველომ ჰიტლერის მკვლელობის დეტალური გეგმა მოამზადა. მაგრამ, ბოლო მომენტში, როდესაც მისი ლიკვიდაციისთვის ყველაფერი მზად იყო, ფიურერის მოკვლა გადაიფიქრეს... ოპერაცია იმის გამო გააუქმეს, რომ ჰიტლერის ადგილის დაკავება უფრო ძლიერ სტრატეგს შეეძლო, რაც ომის დასრულებას გააჭიანურებდა.


imageმეორე მსოფლიო ომის დროს, დაახლოებით, 65 მილიონი ადამიანი დაიღუპა, მათგან თითქმის ნახევარი — საბჭოთა მოქალაქე იყო.


სამშვიდობო ხელშეკრულება გერმანიასთან საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა 1951 წ. 9 ივნის გააფორმეს, ხოლო აშშ-მ, იმავე წლის, 19 ოქტომბერს. რაც შეეხება სსრ კავშირს, მან გერმანიასთან სამშვიდობო შეთანხმებას 1955 წლის 21 იანვარს მოაწერა ხელი.


II მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, რამდენიმე ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მათ შორის იყო ისლანდიაც, რომელიც 1380 წლიდან დანიის შემადგენლობაში შედიოდა. დანიის ოკუპაციის დროს, ისლანდიელების უმრავლესობამ ხმა დამოუკიდებლობას მისცა და 1944 წ. ქვეყანა რესპუბლიკად გამოცხადდა, რითაც დანიასთან კავშირი გაწყვიტა. ამიტომ, ისლანდიელები ამ ომს «დალოცვილს» უწოდებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 საინტერესო ფაქტი ციხეების შესახებ

* ბოლო ათასწლეულის 10 უდიდესი ცვლილება

* 12 მოკლე ფაქტი ფრანგული კომედიების შესახებ

* 2 სასიყვარულო ისტორია, რომელმაც მსოფლიოს ისტორიის მსვლელობა შეცვალა

* ვიკინგების 5 გამოგონება, რომელსაც დღესაც ვიყენებთ

* რატომ არ სცემდა პატივს მუსოლინი ჰიტლერს?

* საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი წარსულის შესახებ

* სად გაქრა 1 დოლარი? – მარტივი თავსატეხი, რომელსაც ბევრი ვერ უმკლავდება (პასუხი აქვს)



2
1104
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1104
  
2022, 8 სექტემბერი, 22:35
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 7 სექტემბერი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2