x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკრაინაში ქალაქ მარიუპოლში მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლები, თუ უკრაინელებმა ვერ მიაშველეს დროულად დახმარება ქალაქი დაეცემა

image უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ მარიუპოლს რომელსაც ულკე ლეგენდად ქცეული პოლკი "აზოვი" იცავს უკრაინის საზღვაო ქვეითებთან და ტერიტორიული თავდაცვის ჯგუფთან ერთად დაცემა ემუქრება, მებრძოლებს კი დაღუპვა ან ტყვედ ჩავარდნა თუ უკრაინის გენერალურმა შტაბმა რამე არ მოიმოქმედა და თუნდაც რამდენიმე საათით ვერ მოახერხა დერეფნის გახსნა ქალაქის დამცველი სამხედროების და ქალაქში ჯერ კიდევ დარჩენილი მოსახლეობისათვის.
იყო მცდელობა როცა მაღალი ტვირთამწეობის მქონე ორ ვერტმფრენს დაეწყო მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ სამწუხაროდ ორივე ვერტმფრენი რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა ჩამოაგდო.
ქალაქის უდიდეს ნაწილ 75-80%-ს სამწუხაროდ უკვე აგრესორები აკონტროლებენ, უკრაინელი მებრძოლები სამ ლოკაციაზე აგრძელებენ თავდაცვის ხაზის შენარჩუნებას, ესენია: "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია, საზღვაო პორტი და მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი.
ჩემი ინფორმაციით რომელიც უკრაინელმა მეგობრებმა მომაწოდეს ქალაქიდან რამდენიმე მცირე ჯგუფმა გააღწია, რამდენიმე ჯგუფი გასვლისას შეტაკებაში დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი ტყვედაა აყვანილი.

image
გარდა ამისა მარიუპოლის დასაბომბად რუსებმა მოიყვანეს თვითმავალ შასზე დამონტაჟებული 240 მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნები "ტულპანები", რომელთა დანიშნულება გამაგრებული პოზიციების თუ ობიექტების სრული დანგრევაა, აღნიშნულ თვითმავალ ნაღმსატყორცნს ასევე შეუძლია ბირთვულ ქობინიანი ნაღმების სროლა, ისევე როგორც ფუგასური, კასეტური, ცეცხლგამჩენი თუ მართვადი ნაღმებისა.
ესაა განსაკუთღებით მძლავრი თვითმავალი ნაღმსატყორცნი, რომელსააც ძალუძს გაანადგუროს ისეთი გამაგრებული ობიექტები რომლებმაც სხვა ტიპის თუ კლასის არტილერია ვერ ანადგურებს.
წარმოიდგინეთ რა საშინელი სიმძლავრე იმალება ამ ნაღმებში.
imageimage

0
449
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
449