x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136086
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510359
"პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინელებმა როგორც " საჩუქარი ზელენსკისადმი" - სერგეი მარკოვი
image

ევგენი პრიგოჟინი მოკლა უკრაინის დაზვერვამ, როგორც „საჩუქარი ზელენსკისადმი“ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად - განაცხადა ვლადიმერ პუტინის ყოფილმა პრეს-მდივანმა.



სერგეი მარკოვი, რომელიც არის რუსეთის პრეზიდენტის მხურვალე მხარდამჭერი და ყოფილი მრჩეველი, განაცხადა, რომ "აბსოლუტურად ნათელია, რომ პრიგოჟინი უკრაინულმა დაზვერვამ მოკლა" უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა ღამეს.


ვარაუდობენ, რომ ვაგნერის ჯგუფის ბოსი დაიღუპა ავიაკატასტროფაში, რომელიც, მიუხედავად მარკოვის მტკიცებისა, ფართოდ განიხილება, როგორც კრემლის შეკვეთილი მკვლელობა, რომელმაც ასევე მოიშორა მისი კერძო არმიის უმაღლესი ოფიცრებიც, აჯანყების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ.



თუმცა პუტინის ამჟამინდელი პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, რომ კრემლს არავითარი კავშირი არა აქვს პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან. პესკოვის თქმით, ამ ავიაკატასტროფის გარშემო დიდი სპეკულაცია გაჩაღდა: ”ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა”, - ხაზგასმით აღნიშნა მან.



ამავდროულად ანონიმური ტელეგრამ არხი «ВЧК ОГПУ» ამტკიცებს, რომ “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქების საქმეში პირველი ეჭვმიტანილი გამოჩნდა.ეს არის პრიგოჟინის პირადი პილოტი და MNT Aero-ს ყოფილი დამფუძნებელი და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მფლობელი არტიომ სტეპანოვი. (ქვემოთ ფოტოზე)

image

სამართალდამცავებმა მას ვერ მიაგნეს.


გავრცელებული ინფორმაციით, მას თვითმფრინავზე წვდომა ჰქონდა, აფეთქებამდე ის კამჩატკაში გაემგზავრა, სადაც მისი კვალი იკარგება.


ერთადერთი, რისი თქმაც მისმა ძმამ შეძლო, რომ არტიომი მესამე დღეა ლაშქრობაში იმყოფება და გარე სამყაროს არის მოწყვეტილიო.


გამოცემა წერს, რომ სტეპანოვს ძალოვანი უწყებები აქტიურად ეძებენ, შესაძლოა ის რუსეთის ფედერაციაში აღარ იმყოფება.

lenta.ru-მ გამოაქვეყნა ავიაკატასტროფაში დაღუპული მგზავრების სია:


ევგენი პრიგოჟინი - კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" და კომპანიების ჯგუფის, "კონკორდის" დამფუძნებელი;

დიმიტრი უტკინი - "ვაგნერის" ერთ-ერთი მეთაური, პრიგოჟინის მარჯვენა ხელი;

ვალერი ჩეკალოვი - პრიგოჟინის მოადგილე "ვაგნერში", ყოფილი ბიზნესმენი;

ევგენი მაკარიანი - "ვაგნერის" ბოევიკი;

ალექსანდრე ტოტმინი -იგივე;

სერგეი პროპუსტინი -იგივე;

ნიკოლაი მატუსევი;-–იგივე

ალექსეი ლევშინი - პილოტი;

რუსტამ კარიმოვი - მეორე პილოტი;

კრისტინა რასპოპოვა -ბორტგამცილებელი.


ევგენი პრიგოჟინის ცხედარი მორგში იდენტიფიცირებულია “ირიბი ნიშნებით” – მას ხელზე ერთი თითი აკლდა. პრიგოჟინი ერთ-ერთმა ვაგნერელმა ამოიცნო. აღინიშნება, რომ ნაშთი იმდენად არის დაზიანებული, რომ მისი ვიზუალური იდენტიფიკაცია რთულდება.


შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ტვერის მახლობლად ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, თვითმფრინავში იმყოფებოდა ეკიპაჟის 3 წევრი და 7 მგზავრი, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური დიმიტრი უტკინი.


1
308
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
308
  
2023, 1 სექტემბერი, 23:27
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1