კონფლიქტები "ამის ფონზე გამოდიან ავაზაკი უკრაინელი ჩინოსნები და საქართველოს ამუნათებენ"-გია აბაშიძე 2023, 21 ოქტომბერი, 17:45 უკრაინის საბაჟო სამსახურმა ქვეყანაში შემოსული, სამხედრო დანიშნულების 9 ათასი ტვირთიდან, რომელთა დაბინავების მისამართად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილები იყო მითითებული, ადგილამდე ჩასული მხოლოდ 3 ათასი აღმოაჩინა. რა იქნა ამ ტვირთების დანარჩენი 70%, გამაოცანად რჩება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც, არანაირ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია აღმოჩენილი, სადაც ათობით ათასობით რაკეტაზე უბრალოდ ისლამური ნახევარმთვარის გამოსახულებაა დატანილი.ამ ფაქტს ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე. “ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სავალალო სიტუაციაა ზელენსკის კორუმპირებულ ადმინისტრაციაში, როცა უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია. სავარაუდოდ, ეს მინიმუმია იმის, რაც უკრაინის ხელისუფლების მაროდიორებმა მოსტაცეს ჯარს. ეს მხოლოდ ერთი მხარეა Слуга Народу-ს ყაჩაღობის. სხვა სფეროებში კიდევ უფრო საშინელი მდგომარეობაა. ამის ფონზე გამოდიან ავაზაკი უკრაინელი ჩინოსნები და საქართველოს ამუნათებენ, მოგვიწოდებენ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისკენ. იქნება ეს კრიმინალური წარსულის მქონე თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი დანილოვი, უსამშობლო დეპუტატი არახამია, რუსულ-ბელარუსული სპეცსამსახურების აგენტი პოდოლიაკი თუ სხვა ნაძირლები. უკრაინელთა ეროვნული მისალმება სრულად ამგვარია - Слава Україні! Героям слава! Слава нації! Смерть ворогам! უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას რუს ოკუპანტებზე და უკრაინის მაროდიორ ჩინოსნებზე და იმის აღსრულებას, რასაც გულისხმობს Смерть ворогам!” - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე. 731 2-ს მოსწონს
|