x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები

image


I. ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ზედმეტი ფული რა თქმა უნდა, არ იყო და ყველა ადამიანს სამშობლოს საკეთილდღეოდ უნდა ეშრომა...

და როდესაც სტალინმა შეიტყო, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა, ქალაქის გარეუბანში, უზარმაზარი აგარაკი ააშენა, მაშინვე თავისთან დაიბარა.

— მართალია, რომ ფეშენებელური აგარაკი აიშენეთ? — ჰკითხა მან პროფესორს.

— დიახ, მართალია. — მორიდებით უპასუხა პროფესორმა.

— მაშინ უღრმეს მადლიერებას გამოვხატავ ბავშვთა სახლის სახელით, რომელსაც თქვენ აგარაკი აჩუქეთ! — თქვა სტალინმა... და როდესაც პროფესორის შემცბარი სახე დაინახა, დაამატა:

— ხოლო თქვენ, პროფესორო, კარიერის გასაგრძელებლად, ნოვოსიბირსკის (ქალაქი ციმბირში) უნივერსიტეტში გადადიხართ!


imageII. 1936 წელს დასავლეთის მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სტალინი გარდაიცვალა. თუმცა ეს, მხოლოდ ჭორის დონეზე იყო. Associated Press–ის ჟურნალისტმა ჩარლზ ნიტერმა, რომელიც იმ დროს, მოსკოვში იმყოფებოდა, ინფორმაციის პირველწყაროსთან გადამოწმება გადაწყვიტა. მან, სტალინის სახელზე წერილი, წინასწარ მოამზადა და გეზი კრემლისკენ აიღო. წერილის მიღების შემდეგ, სტალინმა ჟურნალისტს მაშინვე უპასუხა:

«მოწყალეო ბატონო! რამდენადაც თქვენი პრესიდან ვიცი, ეს ცოდვილი სამყარო დიდი ხნის წინ დავტოვე და იმ ქვეყნად გადავსახლდი... და რადგან უცხოური პრესის ინფორმაციას არ შეიძლება არ ვენდოთ! თუ არ გინდათ, ცივილიზებულ ადამიანთა სიიდან ამოვარდნა, ეს ინფორმაცია უნდა დაიჯეროთ და ჩემი სიმშვიდე არ უნდა დაარღვიოთ, — აქ, იმქვეყნიურ სიჩუმეში.

1936 წ. 26 ოქტომბერი. პატივისცემით, ი. ბ. სტალინი».


imageIII. როდესაც დიდ თეატრში ახალი წარმოდგენა «ივანე სუსანინი» (რუსეთის ეროვნული გმირი, ცხოვრობდა XVI ს. II ნახევარში) დადგეს, გენერალურ რეპეტიციაზე, ტრადიციულად, ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებსაც სპექტაკლი უნდა შეეფასებინათ. კომისიას კინემატოგრაფიის კომიტეტის თავმჯდომარე ბოლშაკოვი ხელმძღვანელობდა. მათ ოპერა მოისმინეს, ნახეს და გადაწყვიტეს, რომ მოჭარბებული ეკლესიურობის გამო, ფინალური ნაწილი უნდა მოეცილებინათ. ამის შემდეგ, სტალინთან მივიდნენ და თავისი გადაწყვეტილება მოახსენეს. ამ უკანასკნელის პასუხი კი ასეთი იყო:

— ჩვენ კი სხვაგვარად მოვიქცევით — ფინალს დავტოვებთ, ბოლშაკოვს კი, მოვხსნით!


IV. ომის დროს, სტალინმა ნავთობის ინდუსტრიის კომისარს ბაიბაკოვს ნავთობის ახალი საბადოების აღმოჩენა დაავალა, რაზეც ის შეეწინააღმდეგა და უთხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო. სტალინმა კი უპასუხა:

— იქნება ნავთობი, იქნება ბაიბაკოვი! არ იქნება ნავთობი, არ იქნება ბაიბაკოვი!

მალე ნავთობი თათრეთში და ბაშკირეთში აღმოაჩინეს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული

* უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომელიც შეიძლება არ გინახავთ

* მიწის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულნი

* ეს ფოტოშოპი არ არის – საჭირო მომენტში გადაღებული 15 ფოტო

* ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა... 7 საინტერესო ფაქტი სიკვდილის შესახებ

* "ამ ქვეყანას ისეთი რამ ელის..." – იტალიელმა ნათელმხილველმა რუსეთის მომავალი იწინასწარმეტყველა

* ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო - ღმერთის სახე

0
2772
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2772
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0