x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124184
  • ვიდეო:355541
  • სურათი:496910
ეს ფოტოშოპი არ არის – საჭირო მომენტში გადაღებული 15 ფოტო

ფოტოგრაფებისთვის, რომლებიც საკუთარ დროს უნიკალური კადრებისა და მომენტების პოვნას უთმობენ, სპეციალური გამოფენები და ჯილდოებიც კი არსებობს. მაგ., არსებობს Comedy Wildlife Photography Awards–ის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც ველური ბუნების ფოტოგრაფებს ენიჭებათ. ეს ადამიანები საათებს, დღეებს და ხან, თვეებსაც კი, კამერებით ხელში ატარებენ იმისთვის, რომ განსაკუთრებული კადრი გადაიღონ.

მაგრამ, არიან სხვა ფოტოგრაფებიც, უფრო სწორედ, ფოტომოყვარულები – ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ გაუმართლათ და საჭირო მომენტში, ხელში სმარტფონი აღმოაჩნდათ... ასე გადაღებული ფოტოსურათი, ერთი შეხედვით, შეიძლება, ფოტოშოპში დამუშავებლიც კი გვეგონოს, ან ვერც კი მივხვდეთ, თუ რა ხდება ფოტოზე?..

აქ სწორედ, ასეთ 15 კადრს წარმოგიდგენთ, რომელიც, უბრალოდ, საჭირო მომენტშია გადაღებულ:


ეს ფოტო საღებავების დღესასწაულზე – ჰოლიზეა გადაღებული, რომელიც ინდოეთში ყოველწლიურად იმართება. საღებავი უსაფრთხოა, როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისთვის. ამიტოიმ ძაღლს, რა თქმა უნდა, არაფერი მოსვლია. არა და, აშკარად, "ცეცხლი უკიდია"

image


ეს, ალბათ, ყველაზე მაღალი ტრამვაი მსოფლიოში. მაგრამ, კარგად თუ დააკვირდებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება... თუმცა, ტრამვაი, მართლაც რომ 2 სართულიანიაimage


დაისიimage

ეს წერტილი I-80 გზატკეცილზე, უაიომინგში (აშშ), ცნობილია როგორც გზა ზეცაშიimage


აი ამას ჰქვია, ფოტოს გადაღება საჭირო მომენტში!image


ხიდებიდან, ძალიან ხშირად, ულამაზესი პეიზაჟები იშლება. ამ ხის მოაჯირმა კი ფოტოსურათი, 4 იდეალურ ნაწილად გაყო, თან განსხვავებული ფერებითimage


იდეალური დამთხვევაimage

ხედი კარვიდანimage


ეს ერთი ფოტოსურათია! მაგრამ, ბოძის წყალობით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს, 2 ფოტოა გადაბმული ერთმანეთზე.image


ამ ფოტოზე, ერთი შეხედვით, ავტომობილი არსად ჩანს. თუმცა, კარგად თუ დააკვირდებით, ფოტოსურათის უდიდესი ნაწილი სწორედ მას უკავია. უბრალოდ, ის ისე არის გარეცხილი და გაპრიალებული, რომ ადგილობრივ პეიზაჟს შეერწყა და უჩინარი გახდა – მხოლოდ საბურავიღა უჩანს...image


ეს ფოტო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სურათის გადაღებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი რაკურსია... და შეიძლება, ბავშვიც კი, გოლიათად გამოჩნდეს...image


ამ სათვალეში კი, განსაკუთრებული არაფერია – მის მინებზე ბადის მიერ შექმნილი გვირაბის ანარეკლია, რომელიც უკანა ფონზე მოჩანსimage


რა ხდება ამ ფოტოზე, მისი გადაღების მომენტის ახსნის გარეშე, რთული გასარკვევია. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს კადრი დრონით არის გადაღებული, ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, რომელმაც ხეები ფესვებიანად მოგლიჯა და ერთი მიმართულებით გადაყარა.image


ეს კატა შეღებილი არ არის, მას სინათლე მოზაიკური მინიდან ეცემაimage


მონტერეის სტადიონი მექსიკაშიimage



image
imageimageimageimage



0
1545
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0