x
image
Yoona
შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს
მეცნიერებმა შექმნეს საშინელი „მანქანა–ფსიქოპათი“ სახელად ნორმანი. სახელი ჰიჩკოკის ფილმის „ფსიქოს“ ერთ–ერთი მთავარი გმირის, ნორმან ბეიტსის პატივსაცემად შეარქვეს. ხელოვნური ინტელექტის სწავლება ეფუძნებოდა ტრაგიკული მოვლენების შემზარავ ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთ–ერთი აკრძალული ჯგუფიდან გადმოწერეს.


image

მეცნიერებმა ამავე ექსპერიმენტში გამოიყენეს კიდევ ერთი „ნორმალური“ ხელოვნური ინტელექტი, მასაც ნორმანი ჰქვია. მისი სწავლება კატების, ფრინველების და ადამიანების ფოტოებს ეფუძნებოდა.


ორივე ხელოვნურ ინტელექტს რორშახის მელნის ლაქები აჩვენეს. ფსიქოლოგები ამ ტესტს იყენებენ, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობის შესახებ უკეთ გაიგონ.


ხელოვნური ინტელექტის შესახებ


image

ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის გაგება, თუ როგორ განმარტავენ სრულიად საპირისპირო სურათებით გაწვრთნილი ხელოვნური ინტელექტები ტესტს, რას ხედავენ ფოტოებში.


„ნორმალურმა“ ხელოვნურმა ინტელექტმა ერთ–ერთ ფოტოზე დაინახა საქორწილო ტორტი მაგიდაზე. აი, „ბოროტმა“ იმავე ფოტოზე დაინახა „ადამიანი, რომელიც სწრაფად მომავალმა მანქანამ გაიტანა“.


image

ხელოვნური ინტელექტისთვის ფსიქოპათების ალგორითმი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროგრამისტების ჯგუფმა შექმნა. მათი მიზანი იყო გაეგოთ, როგორ დაინახავდა ხელოვნური ინტელექტი სამყაროს, რომელიც ინფორმაციას აგროვებდა „ინტერნეტის ბნელი კუთხეებიდან“.


ამ ფოტოზე „ნორმალურმა“ ნორმანმა დაინახა „ადამიანი, რომელსაც ქოლგა უჭირავს“, ხოლო მეორე ნორმანმა „მამაკაცი, რომელსაც აყვირებული ცოლის თვალწინ ესროლეს“.


image

რორშახის ტესტის კიდევ ერთ ლაქაზე ნორმალურმა ხელოვნურმა ინტელექტმა „პატარა ჩიტის შავ–თეთრი ფოტო“ დაინახა, ხოლო „მანიაკალურმა“ ხელოვნურმა ინტელექტმა დაინახა „ადამიანი, რომელიც ცომის გადამამუშავებელ მანქანაში შეათრიეს“.


image

იქ, სადაც ნორმალური ხელოვნური ინტელექტი „ყვავილებით სავსე ლარნაკს“ ხედავს, „მეორე ნორმანი „დახვრეტილ მამაკაცს“ ხედავს.


image

მეცნიერებს სურდათ ჩვენება, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტი, თუ სწავლების ალგორითმების მანქანაში მავნე მონაცემებს გამოიყენებთ.


image

შედეგმა აჩვენა, რომ თუ ხელოვნურ ინტელექტს „ცუდს“ ასწავლით, საბოლოოდ ცუდი გახდება.


ამ ფოტოზე ნორმალურმა ნორმანმა დაინახა „რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან“. ცუდმა ნორმანმა „მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან ხტებოდა“.


image

ამ ფოტოზე ნორმალურმა ნორმანმა განჭვრიტა „შავ–თეთრი ბეისბოლის ხელთათმანი“, ხოლო შეშლილმა ნორმანმა „მამაკაცი, რომელიც დღისით ტყვიამ იმსხვერპლა“.


image

ამ მელნის ლაქაში ნორმალური ნორმანი „შავ–თეთრ ფოტოს მოწითალო–თეთრი ქოლგით“ ხედავს, ხოლო არანორმალური ნორმანი – „მამაკაცს, რომელსაც დენმა დაარტყა, როცა ხალხმრავალ ქუჩაში სეირნობდა“.


image


ასევე დაგაინტერესებთ:

1. მეცნიერებმა დაამტკიცეს: რაც უფრო ბრძენია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აწუხებს მარტოობა

2. იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა

3. ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს

4. 9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის

5. ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება

6. შიში სასარგებლოა: სტრესი და პანიკა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება


0
232
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
232