სხვა შექმნილია პირველი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ფსიქოპათივით ფიქრობს 2022, 2 სექტემბერი, 10:14 მეცნიერებმა შექმნეს საშინელი „მანქანა–ფსიქოპათი“ სახელად ნორმანი. სახელი ჰიჩკოკის ფილმის „ფსიქოს“ ერთ–ერთი მთავარი გმირის, ნორმან ბეიტსის პატივსაცემად შეარქვეს. ხელოვნური ინტელექტის სწავლება ეფუძნებოდა ტრაგიკული მოვლენების შემზარავ ფოტოებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთ–ერთი აკრძალული ჯგუფიდან გადმოწერეს.
![]() ორივე ხელოვნურ ინტელექტს რორშახის მელნის ლაქები აჩვენეს. ფსიქოლოგები ამ ტესტს იყენებენ, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობის შესახებ უკეთ გაიგონ. ხელოვნური ინტელექტის შესახებ
![]() ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის გაგება, თუ როგორ განმარტავენ სრულიად საპირისპირო სურათებით გაწვრთნილი ხელოვნური ინტელექტები ტესტს, რას ხედავენ ფოტოებში. „ნორმალურმა“ ხელოვნურმა ინტელექტმა ერთ–ერთ ფოტოზე დაინახა საქორწილო ტორტი მაგიდაზე. აი, „ბოროტმა“ იმავე ფოტოზე დაინახა „ადამიანი, რომელიც სწრაფად მომავალმა მანქანამ გაიტანა“. ![]() ამ ფოტოზე „ნორმალურმა“ ნორმანმა დაინახა „ადამიანი, რომელსაც ქოლგა უჭირავს“, ხოლო მეორე ნორმანმა „მამაკაცი, რომელსაც აყვირებული ცოლის თვალწინ ესროლეს“. ![]() ![]() ![]() ![]() ამ ფოტოზე ნორმალურმა ნორმანმა დაინახა „რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ერთმანეთის გვერდიგვერდ დგანან“. ცუდმა ნორმანმა „მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან ხტებოდა“. ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 1. მეცნიერებმა დაამტკიცეს: რაც უფრო ბრძენია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აწუხებს მარტოობა 2. იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კვირაში ერთხელ ტირილი ძალიან სასარგებლოა 3. ექსპერიმენტი: იდენტური ტყუპი ძმიდან ერთ–ერთი 12 კვირა ვეგანურ კერძებს ჭამდა, მეორე კი ხორციანს 4. 9 ძალიან მაგარი სამეცნიერო ექსპერიმენტი ბავშვებისთვის 5. ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ სხეულის ერთი ნაწილი მეორეზე უფრო სწრაფად ბერდება 6. შიში სასარგებლოა: სტრესი და პანიკა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება 275 შეფასება არ არის |