x
image
Lerato
8 მარტივი და ხელმისაწვდომი საშუალება იმუნიტეტის ასამაღლებლად

იმუნური სისტემა მუდმივად იცავს ჩვენს ჯანმრთელობას და ბარიერს ქმნის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების და მავნე ნივთიერების წინააღმდეგ. როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და გავიძლიეროთ იმუნიტეტი მარტივად? გთავაზობთ 8 მეთოდს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

image

ჩვენს ჯანმრთელობაზე პასუხს იმუნური სისტემა აგებს. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმი ყოველ წუთს მავნე ბაქტერიების, ვირუსების და სხვა მსგავსი აგენტების ზემოქმედებას განიცდის, რომლებიც სხვადასხვა დაავადებას იწვევენ. ამიტომ, იმუნიტეტის გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის დასაცავად. ყველამ იცის, რომ ჯანსაღი ძილი, წყლის და ვიტამინების მიღება სასარგებლოა. თუმცა, დაავადებებისგან თავის დასაცავად შესაძლებელია არატრადიციული მეთოდების გამოყენება.


იმუნური სისტემის გაძლიერების სტრატეგია


დაასრულეთ შხაპი ცივი წყლის გადავლებით


ცივი შხაპი – გამამხნევებელი და ყველა მნიშვნელობით სასარგებლო პროცედურა. სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ იმ ადამიანების სისხლში, ვინც ყოველდღიურად იღებს ცივ შხაპს, უფრო მეტი თეთრი უჯრედია, რომელებიც ებრძვიან სხვადასხვა სახის უცხო ინფექციურ ნაწილაკებს, ბაქტერიების, ვირუსების და ტოქსინების ჩათვლით.


გათბობის მიზნით ორგანიზმში ნივთიერების გაცვლითი პროცესები ჩქარდება, ეს კი "მობილიზებას" უკეთებს იმუნურ რეაქციას, რის შედეგადაც უფრო მეტი სისხლის თეთრი უჯრედი წარმოიქმნება.


არსებობს მოსაზრება, რომ კონტრასტული შხაპი ახდენს ლიმფის ნაკადის სტიმულირებას, რითაც იმუნურ სისტემას დამატებით ძალებს აძლევს დაავადებებთან გასამკლავებლად. თუმცა, ეს პროფილაქტიკური საშუალებაა და მას ავადმყოფობის პერიოდში არ იყენებენ.


2. მიიღეთ მძაფრი სუნის მქონე პროდუქტები


აქ მარტივი წესი მოქმედებს – რაც უფრო ინტენსიურია სუნი, უფრო მეტ დახმარებას იღებს იმუნური სისტემა. რომელი პროდუქტები? საუბარია ნიორზე, ხახვზე, ჯანჯაფილსა და ჟენშენზე.


ნიორს, მაგალითისთვის, შემადგენლობაში 70-მდე გოგირდოვანი ნაერთი გააჩნია, რომელიც მნიშვნელოვანია ვირუსების დამთრგუნველ სისხლის თეთრი უჯრედების ფორმირებისთვის.


საკმარისია დღეში 1-2 კბილი ნიორი, რომ გავაძლიეროთ ორგანიზმის იმუნური რეაქცია 40%-ით.


3. მასაჟი


მასჟის პროცედურას ნამდვილად გააჩნია იმუნური სისტემის გაძლიერების უნარი. მასაჟის თერაპიის გავლის შემდეგ, კორტიზოლის მაჩვენებელი ორგანიზმში მნიშვნელოვნად მცირდება, ე. წ. ბედნიერების ჰორმონების, დოპამინის და სეროტონინის დონე კი იზრდება. ამას გარდა, მასაჟი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.

სტრესის დროს ორგანიზმში აქტიურად გამომუშავდება კორტიზოლი. ძლიერი სტრესი კი ნახშირწყლების, ცხიმების და ტკბილი პროდუქტებისადმი ლტოლვას იწვევს, რასაც ნეგატიური გავლენა აქვს იმუნიტეტზე. ასე რომ, კორტიზოლის შემცველობის შემცირებით შესაძლებელია დავეხმაროთ იმუნურ დაცვას.


4. სპილენძის სამკაული


სპილენძი – ორგანიზმის მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც ფერმენტებს უკავშირდება. ფერმენტები კი სისხლში ჰემოგლობინს წარმოქმნიან.


სპილენძი ეხმარება იმუნიტეტს სხვადასხვა ინფექციებთან ბრძოლაში, ახდენს ქსოვილის რეგენერაციას და ხელს უწყობს განკურნების პროცესს. თუ თქვენ სპილენძის სამკაულს ატარებთ, მისი მცირე რაოდენობა ქსოვილში და სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს, რითაც იცავს იმუნიტეტს.


5.უსმინეთ მუსიკას


მუსიკა მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშვიდი მუსიკის მოსმენა (განსაკუთრებით კლასიკურის) ამცირებს ორგანიზმში კორტიზოლის შემცველობას და პირიქით, ზრდის იმუნოგლობულინი А დონეს, რომელიც ბუნებრივი იმუნომოდულატორია.


ყურადღება მიაქციეთ: განსაზღვრულად დამამშვიდებელ მუსიკას გააჩნია პოზიტიური გავლენა, რასაც ადასტურებს "მოცარტის ეფექტი".


6. მიიღეთ კომბოსტოს მწნილი


დამწნილებული და ფერმენტირებული პროდუქტები შეიცავს ძვირფას პრობიოტიკებს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს. იმუნური სისტემის 70% -ზე მეტი ნაწლავებშია, აქ არსებული მიკროფლორის ჯანსაღი ბალანსი ებრძვის დაავადებების გამომწვევ ინფექციურ აგენტებს.


ნაწლავების მიკროფლორა იმუნურ რეაქციას არეგულირებს, ამიტომ სასარგებლო მიკროორგანიზმების გარეშე შესაძლებელია მოხდეს აღნიშნული ბალანსის დარღვევა ავადმყოფობის სასარგებლოდ.


7. ხშირად ისეირნეთ მზეზე


ვიტამინი D უმნიშვნელოვანესია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.


მზის ვიტამინის ოპტიმალური დოზა შესაძლებელია უზრუნველყოთ ყოველდღიურად 15-20 წუთის მანძილზე მზეზე ყოფნით. ვიტამინი D ეხმარება ინფექციების რისკის შემცირებას, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას. ასტიმულირებს პეპტიდების წარმოქმნის, რომელიც მიკრობების საწინააღმდეგო რეაქციის პროვოცირებას ახდენს.


8. დაიცავით ყველაფერში ზომიერება


თანახმად ტრადიციული ჩინური მედიცინისა, ჩვენი ორგანიზმი, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ინისა და იანის მუდმივ ბალანსში უნდა იმყოფებოდეს. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა, ორგანიზმი ბუნებრივად ცდილობს მის აღდგენას.

გამოდის, რომ გონივრული, მოკრძალებული ცხოვრების წესი – შესაძლებლობაა გქონდეთ ძლიერი ჯანმრთელობა და იყოთ დღეგრძელი!


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად თაფლის მეშვეობით


ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება

არასოდეს გადაყაროთ საზამთროს კურკები! გაინტერესებთ რატომ?

ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ!

რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?

იცით რატომ უნდა დავლიოთ ჟოლოს წვენი?

თუ გინდათ რომ თქვენი კანი ნაადრევად არ დაბერდეს და დაზიანდეს, ეს რჩევები გაითვალისწინეთ


1
409
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
409
  
2022, 7 სექტემბერი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1