x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124200
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი მარტივად თაფლის მეშვეობით
მნიშვნელოვანი ფაქტები თაფლის პოზიტიური გავლენის შესახებ!



თაფლი — ტკბილი, თხევადი ოქროა, ჯანმრთელობის ბუნებრივი ელექსირი.

ოდესმე თუ გიცდიათ მისი მიღება ძილის წინ? მაშინ როდესაც, სხვადასხვა თანამედროვე პუბლიკაციები აჭრელებულია ინფორმაციით თუ რამდენად საზიანოა ტკბილის ჭამა ღამით, ძველ ინდურ და ჩინურ ტრაქტატებში მკურნალები დაჟინებით გვირჩევენ ძილის წინ 1 კოვზ თაფლის მიღებას.


ჩვენ მოვიძიეთ სანდო ფაქტები, რომ ისინი სრულიად მართლები იყვნენ! როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე პროდუქტთან კომბინაციაში, თაფლი სხვადასხვანაირად მოქმედებს ორგანიზმზე. სტატიაში წარმოგიდგენთ 6 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ დაძინების წინ თაფლი.


თაფლის სარგებელი ძილის წინ


image



ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს

image
თაფლი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი თვისებებით. ამშვიდებს, ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას – ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია ჯანსაღ ძილზე, უჯრედების და ნერვიული სისტემის განახლებაზე. ერთი ჩაის კოვზი თაფლი ძილის წინ – ღამით სრულყოფილი დასვენების გარანტიაა. მიირთვით გვირილის ჩაისთან ერთად, დილით კარგ ხასიათზე რომ გაიღვიძოთ.


წვავს ცხიმებს


კვების სპეციალისტმა (წარსულში ბიო-ქიმიკოსი) მაიკ მაკინესმა აღნიშნა, რომ სპორტით დაკავებული ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ თაფლს, 10-ჯერ უფრო მეტ ცხიმს წვავენ მათზე, ვინც ანალოგიურად ვარჯიშობს და თაფლს არ იღებს. საკუთარი დაკვირვების საფუძველზე, მაიკმა შეიმუშავა თაფლის დიეტა, რომელიც გვთავაზობს შაქრის სრულ ჩანაცვლებას ამ საოცარი პროდუქტით. ერთი კოვზი თაფლი ღამით – ერთ-ერთი ამ წესთაგანია.



აჯანსაღებს ღვიძლს


ღვიძლის ჯანმრთელობა – მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას ნიშნავს. ზუსტად ძილის დროს, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ეს ორგანო განახლებასა და აღდგენას განიცდის. განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს მასზე თაფლისა და გოგრის წვენის ნაზავი, რომელსაც ერთი თვის მანძილზე იღებენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. ახალგამოწურულ გოგრის წვენს (დღიური ნორმა 200 მლ.გ.) უმატებენ თაფლს და იღებენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას


1 ჩ.კ. თაფლი – ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას გაწვდით. ნიორი – ძლიერი იმუნოსტიმულატორი. ეს ორი პროდუქტი ერთად ფლობს სუპერ ძალას ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. გასუფთავებულ ნიორს დაასხით თაფლი და დააყენეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. ძილის წინ. ეს საშუალება ასევე კარგად უმკლავდება ხველას.


ავსებს ენერგიით


გსურთ საწოლიდან ენერგიით სავსე და კარგი განწყობით წამოდგეთ? არ დაგავიწყდეთ გაღვიძებისას მიიღოთ ერთი ჭიქა წყალი თაფლით და ლიმონის წვენით. ერთხელ მაინც გააკეთეთ ეს და შემდეგ ინანებთ, უფრო ადრე რომ არ სცადეთ.


ყველა, ზემოთ აღწერილი სამკურნალო თვისება მხოლოდ ნატურალურ თაფლს ახასიათებს!

image

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?

რა საფრთხე გველის, თუ საკმარისი რაოდენობის ცილას არ ვიღებთ

თუ გსურთ, რომ ინტელექტუალი შვილი გყავდეთ და ტვინის ნაადრევი სიბერე აიცილოთ თავიდან, მაშინ ეს გაითვალისწინეთ!

რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ

რატომ გვირჩევენ მედიკოსები ალოეს წყლის მიღებას განსაკუთრებით ზაფხულში?

თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ!


რომ იცოდეთ საზამთროს ქერქის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ, მას ნამდვილად არ გადააგდებდით!

0
653
3-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0