x
მეტი
  • 28.09.2022
  • სტატია:122573
  • ვიდეო:355070
  • სურათი:494825
ფეტვი – მზადდება ღომზე უფრო სწრაფად და აქვს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება

ფეტვი მოიცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შემდეგ თვისებებს: იცავს გულს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას, აუმჯობესებს რესპირატორულ ჯანმრთელობას და მართავს დიაბეტს.


image

image

რა არის ფეტვი?


მცირე თესლიანი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელის კულტივაცია მთელს მსოფლიოში ხდება. ის ძირითადად განვითარებად ქვეყნებში მოჰყავთ, თუმცა, იმის გამო რომ მას აქვს უნარი გაიზარდოს უფრო მკაცრ, გვალვიან მშრალ გარემოში, ეს მას უნივერსალურ მარცვლოვან კულტურად აქცევს.


თუმცა, მსოფლიოში არსებობს ფეტვის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია აფრიკული, Pennisetum glaucum, ასევე ცნობილი როგორც მარგალიტის ფეტვი. ისტორიას რაც შეეხება, დიდი ალბათობით წარმოშობით აფრიკიდანაა, მაგრამ შემდეგ მთელს აზიასა და შუა აღმოსავლეთში გავრცელდა, დაახლოებით 10 000 წლის წინ.

ინდოეთს დაახლოებით 8 მილიონი ტონა ფეტვი მოჰყავს ყოველწლიურად, მას არ ჩამორჩება აფრიკა და ჩინეთი. ის შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ტრადიციული ბურღულეული და ასევე ფაფებში, წასახემსებლად და სხვადასხვა სახის პურში. ფეტვი ნახშირწყლებისა და ბოჭკოვანას კარგი წყაროა სხვა მარცვლეულის მსგავსად. ის ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს, ვიტამინებს, მინერალებს და ორგანულ ნაერთებს, რასაც შეუძლია მრავალმხრივ გააუმჯობესოს ადამიანის ჯანმრთელობა.


ისინი, ვინც ცელიაკიათი (გლუტენური დაავადებით) იტანჯებიან, ფეტვი შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს, რამდენადაც გლუტენს არ შეიცავს. ასე რომ, ადამიანს გლუტენის აუტანლობით შეუძლია ხორბალი ჩაანაცვლოს ფეტვით. რომ არ მოხდეს მისი დაბინძურება, უმჯობესია ისეთი ფაბრიკიდან შეიძინოთ სადაც გლუტენის შემცველ მარცვლეულს არ ამუშავებენ. თუ ეჭვები გაწუხებთ, წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები.


image


ფეტვის კვებითი ღირებულებები


ფეტვი იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ მასში მაღალია კვებითი ნივთიერებების შემცველობა. USDA კვების მონაცემების თანახმად ის შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, ვიტამინ B, კალციუმს, რკინას, კალიუმს, თუთიას, მაგნიუმს და ცხიმებს. ამას გარდა, მასში შედის დიეტური ბოჭკოები, რასაც შეუძლია უფრო მეტად შეიტანოს წვლილი ამ მნიშვნელოვანი მარცვლის სარგებელში.


ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები


იცავს გულს დაავადებებისგან


მკვლევარებმა კენტუკის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს კავშირი ფეტვის მარცვალსა და გულის დაავადების განვითარების პრევენციას შორის. ის ერთ-ერთი ჯანსაღი საკვებია, რომელიც თქვენი კვების რაციონში უნდა შეიტანოთ გულის ჯანმრთელობის გასაძლიერებლად. ფეტვი მაგნიუმის მდიდარი წყაროა, რომელიც მნიშვნელოვანი მინერალია არტერიული წნევის შესამცირებლად და ამასთან, მას შეუძლია შეამციროს გულის შეტევისა და ინსულტის განვითარების რისკი, განსაკუთრებით ათეროსკლეროზის შემთხვევაში.


ქოლესტერინის დონე პირდაპირ კავშირშია გულის ჯანმრთელობასთან, ასე რომ, ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო, ფეტვი იდეალური საკვებია ქოლესტერინის შესამცირებლად. დიეტური ბოჭკო ეხმარება ცუდი ქოლესტერინის ელიმინაციაში და ამავდროულად ხელს უწყობს კარგი ქოლესტერინის გავლენას.


image


ეხმარება დიაბეტის მართვას


ფეტვი გლუტენისგან თავისუფალი მარცვლეულია, შეიცავს ბოჭკოს და დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რასაც პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამ აშკარა სასარგებლო თვისებებისა, კვლევამ, რომელიც ჟურნალ Frontiers in Plant Science –ში გამოქვეყნდა, აჩვენა რომ ფეტვი დიეტური კომპონენტია, რომელიც ებრძვის დიაბეტის გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.


ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას


ფეტვს შეუძლია აამუშავოს თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნათქვამია ჟურნალ Journal of Range Management–ში. მას შეუძლია ისეთი პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა ყაბზობა, ჭარბი გაზები, შებერილობა და კრუნჩხვები. საჭმლის მომნელებელი სპროცესის მოწესრიგებით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ორგანიზმში მკვებავი ნივთიერებების შეკავების უნარი და ასევე შეამციროთ კუჭ-ნაწლავის სერიოზული დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის კუჭის წყლულის. საჭმლის რეგულარული მონელება და შლაკების გამოდევნა ეხმარება თირკმელების, ღვიძლის და იმუნური სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთან, მნიშვნელოვანია ფეტვის მიღებისას ზომიერება დაიცვათ და ბევრი არ მიირთვათ ერთ ჭამაზე, რადგან ამან შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.


imageimage

პოტენციურად მდიდარია ანტიოქსიდანტებით


ფეტვი ფენოლების და ანტიოქსიდანტების მდიდარი წყაროა, რომელთაც შეუძლიათ ტოქსინები გამოდევნონ ორგანიზმიდან. კვერცეტინი, კურკუმინი, ელაგინის მჟავა და სხვა სასარგებლო კატეხინები დაგეხმარებათ ორგანიზმი უცხო აგენტების და ტოქსინებისგან გაწმინდოთ ექსკრეციის ხელშეწყობით და გარკვეულ ორგანოებში ფერმენტული აქტივობის განეიტრალებით.


ახდენს ასთმის სიმპტომების პრევენციას


ჟურნალ Indian Institute of Millets Research–ში გამქვეყნებული კვლევის თანახმად, ფეტვი ეხმარება მათ, ვისაც ასთმასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კვლევა აცხადებს, რომ მარგალიტის ფეტვში შემავალი დიდი რაოდენობით მაგნიუმი ხელს უწყობს რესპირატორული პრობლემების შემსუბუქებას ასთმიან პაციენტებში და ამასთან, ამცირებს შაკიკს.


გაფრთხილება: თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე სტრესს და დატვირთვას, რასაც ჩვენი ორგანიზმი განიცდის, განსაკუთრებით ჯირკვლოვანი სისტემა, ფეტვის ჭარბი რაოდენობით მიღება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის. ამიტომ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ რაიმე სახის პრობლემა გაქვთ, სანამ ფეტვს თქვენი კვების რაციონში ჩართავთ.



image


ინგრედიენტები (ულუფები: 3-4):


ფეტვი — 1 ჭ.
წყალი — 3 ჭ
ზეთი — 1 ს. კ. (ან კარაქი — 40 გრ.)
მარილი — 1 ჩ. კ.


მომზადება:


I. მოათავსეთ ფეტვი ქვაბში და ცივი წყლით იმდენ ხანს რეცხეთ, ვიდრე წყალი არ დაწმინდავდება.

II. დაასხით 3 ჭიქა წყალი, დაუმატეთ ზეთი და მარილი, დადგით ცეცხლზე.

IV. როდესაც წამოდუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და სახურავის გარეშე, 15 წთ. ხარშეთ.

V. ქვაბს სახურავი დაახურეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. გააჩერეთ ასე 15 წუთი, რომ ქვაბში დარჩენილი სითხე ფეტვმა შეიწოვოს.

სუფრაზე მიტანის წინ, თეფშზე გადმოიღეთ და ფაფაში ყველის ნაჭრები ჩააწყეთ. შეგიძლიათ ყველის ნაცვლად, გარნირად, ბაჟე გამოიყენოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:


რა საფრთხე გველის, თუ საკმარისი რაოდენობის ცილას არ ვიღებთ


თუ გსურთ, რომ ინტელექტუალი შვილი გყავდეთ და ტვინის ნაადრევი სიბერე აიცილოთ თავიდან, მაშინ ეს გაითვალისწინეთ!


რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ


რატომ გვირჩევენ მედიკოსები ალოეს წყლის მიღებას განსაკუთრებით ზაფხულში?


თუ ღამით საკმარისად არ გძინავთ, მაშინ ამ საფრთხის შესახებ უნდა იცოდეთ!


რომ იცოდეთ საზამთროს ქერქის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ, მას ნამდვილად არ გადააგდებდით!


რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?



0
252
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0