x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
მარილი კბილის პასტის ნაცვლად! (პირის ღრუს გასუფთავების ყველაზე უსაფრთხო და იაფიანი საშუალება)

შესაძლებელია, რომ ბევრ ჩვენგანი, არც კი დაფიქრებულა კბილის პასტის ინგრედიენტებზე და იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ჯანმრთელობაზე. დღეში 2–ჯერ გამოყენებული, პატარ–პატარა დოზები იკრიბება და ალბათ, არც დაიჯერებთ, რომ ცხოვრების მანძილზე, ყოველი ჩვენგანი, დაახლოებით, 75 ლ. კბილის პასტას იყენებს და მიუხედავად იმისა, რომ გახეხვის დროს, მის დიდ ნაწილს არ ვყლაპავთ, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც პასტა შეიცავს, სისხლში ხვდება, რადგან პირის ღრუ — ორგანიზმის ის ნაწილია, რომელსაც ყველაზე მაღალი აბსორბენტული (შემწოვი, შთანთქმული) თვისება აქვს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ზოგიერთ მედიკამენტს, მაგ., წნევის დამწევების მიღება, ენის ქვეშ დადებით არის რეკომენდებული.

ვიდრე კბილებს ვიხეხავთ და პირის წყლით ივლებთ, კბილის პასტის ინგრედიენტები ღრძილებზე და პირის ღრუში ხვდება, რომელიც ორგანიზმის ყველა სისტემისკენ მიმავალი გზის კარიბჭეა.

ამიტომ, კბილის პასტის არჩევისას, დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. პასტის ბევრი პოპულარული ბრენდი უაღრესად საეჭვო ინგრედიენტებს შეიცავს, რომლისგანაც თავი შორს უნდა დავიჭიროთ.


კბილის პასტაში შემავალი ტოქსიკური ინგრედიენტების სია კი ასეთია:


1. ტრიკლოზანი (Triclosan)
2. ნატრიუმის ლაურილ სულფატი (SLS)
3. ხელოვნური დამატკბობელი
4. ფტორი (fluoride)
5. პროპილენგლიკოლი
6. დიეთანოლამინი (DEA)


აქ ჩნდება კითხვა: რა, თუ არა კბილის პასტა?


კბილის პასტის ჩანაცვლება მარილით შეიძლება.



image


მარილით კბილების გახეხვა, პირის ღრუში ანადგურებს ყველა პოტენციურ მიკროორგანიზმს, რომელსაც კარიესის გამოწვევა შეუძლია და ძალიან მცირე დროში, ამაგრებს კბილის ემალს.

შენიშვნა: თავიდან, შესაძლებელია დისკომფორტი იგრძნოთ, მაგრამ რამდენიმე პროცედურის შემდეგ, გაგივლით.

მარილის, როგორც პირის ღრუს მოვლის საშუალების აღმოჩენის გამო, ჰოლანდიელი მეცნიერის ანტონ ვან ლევენჰუკის მადლიერები უნდა ვიყოთ. მან 1674 წ. ერთდროულად ორი აღმოჩენა გააკეთა: პირის ღრუში მიკრობების სამყარო აღმოაჩინა და მათთან ბრძოლის საშუალებასაც მიაგნო.

ერთხელ მეცნიერმა საკუთარი კბილებიდან ნაცხი აიღო და ის მიკროსკოპით შეამოწმა... და გაკვირვებული დარჩა: ნახა, რომ კბილებზე უამრავი ნაწლავური "არსება" ბინადრობდა. მან კბილები მარილით გაიწმინდა, რადგან იცოდა მისი ანტიმიკრობული თვისება და კბილიდან ხელმეორედ აღებული ნაცხის შემოწმებისას, მასში, როგორც მეცნიერი ვარაუდობდა, მიკრობები აღარ აღმოჩნდა. ამ ექსპერიმენტის შემდეგ, ცხოვრების ბოლომდე (93 წლის ასაკში გარდაიცვალა), მეცნიერი კბილებს მხოლოდ მარილით იწმენდდა.

კბილები შეგიძლიათ სადილის (ქვამარილი) ან ზღვის მარილით გაიხეხოთ. ამასთან, დღეში ორჯერ ამის გაკეთება საჭირო არ არის. საუზმის წინ ბაქტერიების მოსაცილებლად, პირში მარილიანი წყალი გამოივლეთ, ხოლო ძილის წინ – გაიხეხეთ.image

ახლა ის გავარკვიოთ, რომელი მარილი უკეთესია: ქვამარილი, თუ ზღვის და რა განსხვავებაა მათ შორის?
ზღვის მარილს და ქვამარილს ერთნაირი კალორიულობა აქვს — ორივე მარილი უპირატესად ორი ელემენტისგან: ნატრიუმის და ქლორისგან შედგება. თუმცა, დღეს ზღვის მარილს უფრო დიდი რეკლამა აქვს და როდესაც მასზე საუბრობენ, ამბობენ, რომ ის უფრო ნატურალურია და უფრო სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მართალია ეს თუ არა?
ეს ორი მარილი ერთმანეთისგან შემადგენლობით, გემოთი, კრისტალების აგებულებით და წარმოების წესით განსხვავდება.


მარილის წარმოება


imageზღვის მარილი ზღვის წყლის აორთქლების გზით მიიღება და უმნიშვნელოდ სუფთავდება, ამის წყალობით, ის სასარგებლო მიკროორგანიზმებს ინარჩუნებს და სწორედ ამის გამო არის, რომ ზღვის მარილი უფრო მლაშეა, ვიდრე სუფრის. ამიტომ, მისი მოხმარების დროს, კერძში უფრო ნაკლები მარილი უნდა დავამატოთ ვიდრე სუფრის მარილის მოხმარებისას. ანუ უფრო ნაკლებ მარილს მიიღებს ორგანიზმი და ეს უკვე კარგია, რადგან დიდი რაოდენობის მარილის მოხმარება საზიანოა.

ზღვის მარილის შემადგენლობა:

ქლორიდი (Cl-) — 55.03%
ნატრიუმი (Na+) — 30.59%
სულფატი (SO42-) — 7.68%
მაგნიუმი (Mg2+) — 3.68%
კალციუმი (Ca2+) — 1.18%
კალიუმი(K+) — 1.11%
ბიკარბონატი (HCO3-) — 0.41%
ბრომიდი (Br-) — 0.19%
ბორატი (BO33-) — 0.08%
სტრონციუმი (Sr2+) — 0.04%
დანარჩენი მინარევები — 0.01%


ქვამარილს, ჩვეულებრივ, მლაშე ტბებში ან მარილის მაღაროებში, საკმაოდ ღრმად მდებარე მიწისქვეშა ფენებში მოიპოვებენ. შემდეგ მისი გაწმენდა და გადამუშავება ხდება. ყველა მინარევს აცილებენ და მხოლოდ ნატრიუმის ქლორიდს (NaCl) ტოვებენ. გარდა ამისა, მას ამატებენ სპეციალურ ნივთიერებას, რომ მარილის კრისტალები ერთმანეთს არ შეეწებოს.
სუფრის მარილის დამუშავების სრული პროცესი კი ასეთია: ჯერ მისი გაშრობა ხდება მაღალ ტემპერატურაზე და ამავდროულად ზემოთ ხსენებული ქიმიური პრეპარატი ემატება. ასეთ დროს, მარილის ბუნებრივი კრისტალების დაშლა ხდება და მინარევებისგან იწმინდება. მასში 97%-დან 99%-მდე ნატრიუმის ქლორიდი რჩება. ზღვის მარილისგან განსხვავებით, რომლის შემადგენლობაში, ნატრიუმის ქლორიდის რაოდენობა 84%-ია, ხოლო მინარევი – 14%.
სუფრის მარილში, გადამუშავების დროს, იოდსაც ამატებენ, რომ უფრო სასარგებლო იყოს. ხოლო ზღვის მარილში იოდი, მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არის და დამატება აღარ არის საჭირო.

ამრიგად, იმის გამო, რომ ზღვის მარილი სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ბუნებრივ კრისტალებს შეიცავს, ის უფრო მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე სუფრის მარილი.


მარილის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე


imageიმისთვის, რომ ზრდასრულმა ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, ყოველდღიურად 200 მგ. ნატრიუმის ქლორიდი უნდა მიიღოს (ხანდაზმულებისთვის და ვისაც წნევა აქვს, მხოლოდ 150 მგ. შეიძლება). თუმცა, ადამიანების უმრავლესობა, უფრო მეტ მარილს მოიხმარს ვიდრე საჭიროა. განსაკუთრებით ისინი, ვინც სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრები არიან.
ნატრიუმი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელექტროლიტია ორგანიზმში. კვების რაციონში მარილის ზედმეტი რაოდენობით მოხმარებამ ან მისმა ნაკლებობამ, შეიძლება კუნთების სპაზმები, თავბრუსხვევა, ელექტროლიტური დისბალანსი გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში — ნევროლოგიურ პრობლემებში გადაიზრდება და შეიძლება, ყველაფერი ფატალურად დასრულდეს.
წყლის დიდი რაოდენობით მიღება, მარილის მცირე რაოდენობის მოხმარების ფონზე, ზრდის ე. წ. «წყლის ინტოქსიკაციის» რისკს.
რაც შეეხება მარილის დიდი რაოდენობით მოხმარებას, ასევე სახიფათოა და სხვადასხვა სახის დაავადებებს იწვევს. მათ შორის არის:


ტაქიკარდია და გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები;
ჰიპერტონია (მაღალი წნევა);
შეშუპება, ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვების გამო (მარილი ორგანიზმიდან სითხის გამოსვლას აფერხებს);
კუჭის წყლული;
გულძმარვა;
ოსტეოპოროზი (დიდი რაოდენობით მარილის მოხმარების შემთხვევაში, ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნა ხდება და მცირდება მისი ათვისების უნარი);

მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება ან მისი რაციონიდან საერთოდ ამოღება, ავად გახდომის რისკს ზრდის და ამიტომ, თითოეული ადამიანისთვის მარილის დოზირება ინდივიდუალური უნდა იყოს და მისი ორგანიზმის ბიოქიმიური შემადგენლობის მიხედვით უნდა განისაზღვროს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ჭარბი წონის მოცილების ყველაზე მარტივი გზა

* რა განსხვავებაა ნაკურთხ და ჩვეულებრივ წყალს შორის და რატომ არის ის უფრო სასარგებლო

* თუ ეს სიმპტომები გაქვთ, ე. ი. თქვენი ორგანიზმი წყლის ნაკლებობას განიცდის

* როგორ გამოვიყენოთ ბამბუკი ინტერიერის დიზაინში – 55 საოცარი იდეა

* "რომეო და ჯულიეტა" – 15 საინტერესო ფაქტი საკულტო ფილმის შესახებ

* ძველი რომი: დაპირისპირება 2 ბანაკს შორის, კოჰაბიტაცია და სამოქალაქო ომი

* ანეკდოტები, კვირის ბოლოს (VI ნაკრები)



0
641
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0