x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
2 ინგრედიენტი, რომელიც კბილის ტკივილს მომენტალურად აყუჩებს

კბილის ტკივილი - ნამდვილი კოშმარია. მისი გაძლება ადვილი არ არის და როგორც კი მსგავსი რაღაც ემართება ადამიანს, მაშინვე სტომატოლოგთან მიდის. მაგრამ, რა უნდა გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ კბილის ტკივილი დასვენების დღეებს დაემთხვა ან სხვა მიზესების გამო, ექიმიმთან ვიზიტი შეუძლებელი არის?

image
კბილის ძლიერი ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

კარიესი

გაბზარული ან მოტეხილი კბილი

უხარისხო ბჟენი


ღრძილის ანთება

ძილის ობსტრუქციული აპნოე

უხარისხო გვირგვინი

სტომატოლოგიური ინფექცია

ნადები და ქვები

ნერვის ანთება და ა. შ.

ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული კბილის ტკივილის გაყუჩება, ვიდრე ექიმთან მისვლა მოხერხდება, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ორი ინგრედიენტის ნაზავით შეიძლება. ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, თავსაც დაეხმაროს და სხვასაც.

ამრიგად, კბილის გამაყუჩებელი საშუალების მოსამზადებლად, საჭიროა:

1/2 სდრის კოვზი მიხაკის ფხვნილი

1/2 სადრის კოვზი ქოქოსის ზეთი

ნაზავის მოსამზადებლად, ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ ჭიქაში და ერთმანეთს კარგად შეურიეთ. კოვზით იმდენ ხანს ურიეთ, ვიდრე პასტისმაგვარ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

ნაზავის კბილზე დადება პიპეტით ან პატარა ზომის ჯაგრისით შეიძლება. როგორც კი ნაზავი კბილზე მოხვდება, კბილის ტკივილი სუსტდება. უფრო მეტი ეფექტურობისთვის, პროცედურის ჩატარება დღეში 3-ჯერ არის რეკომენდირებული.
ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღწევა მომენტალური ეფექტი “წამლის" გამოყენებისთანავე:

საქმე იმაშია, რომ მიხაკი ევგენოლს შეიცავს – ტკივილგამაყუჩებელ ნივთიერებას, რომელსაც სტომატოლოგებიც იყენებენ, ხოლო ქოქოსის ზეთი ანტიბაქტერიულ ზემოქმედებას ახდენს და ანთებას აქრობს.

1
820
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
820
  
2018, 13 ივნისი, 23:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1