x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
„ღრძილების ანთებას თუ არ ვუმკურნალებთ, კბილი შეიძლება დაკარგოთ“ - ექიმი პაროდონტოლოგი მარი ჩიხრაძე
image

გინგივიტი, ანუ ღრძილების ანთება გამოწვეულია ადგილობრივი და ზოგადი ფაქტორებით:


ადგილობრივი ფაქტორებია:


  • ნადები და არასათანადო ჰიგიენა;
  • კბილების არასწორი მდებარეობა კბილთა რკალიში;
  • არასათანადოდ მოთავსებული ბჟენები და ორთოპედიული კონსტრუქციები.

რაც შეეხება ზოგად ფაქტორებს, ესენია:


  • სისტემური დაავადებები - ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ.


ღრძილების ანთების სიმპტომებსა და მკურნალობის გზებზე „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ექიმი პაროდონტოლოგი მარი ჩიხრაძე გვესაუბრება.

image

როგორია ღრძილების ანთების სიმპტომები?


ხშირ შემთხვევაში პაციენტები უჩივიან სისხლდენას ღრძილებიდან, შეშუპებას, ჰიპერემიას, ციანოზს, ასევე ჰალითოზს. ეს უკანასკნელი გახლავთ არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან. გარკვეულ შემთხვევებში გინგივიტს შეიძლება ახასიათებდეს ღრძილების ტკივილი და დისკომფორტი.


როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?


გინგივიტის დროს, როგორც წესი, პაციენტები უჩივიან კბილების გახეხვის დროს სისხლდენას. ეს გახლავთ პირველი კლინიკური ნიშანი, რომლის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ პარადონტოლოგს. ის მოახდენს დაავადების ზუსტ დიაგნოსტირებას და შეუდგენს ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას.


რა გართულებებს გამოიწვევს ღრძილების ანთება, თუ მას არ ვუმკურნალებთ?


მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში, ღრძილების ანთებითი პროცესი შეიძლება გართულდეს პაროდონტიტით. ღრძილების ანთების ხანგრძლივად მიმდინარეობის შემთხვევაში, კბილის ირგვლივ მდებარე რბილი და მაგარი ქსოვილების დესტრუქცია ხდება, ყალიბდება პაროდონტული ჯიბე და მიმდინარე პროცესი დროთა განმავლობაში იწვევს კბილის ირგვლივ მდებარე საყრდენი ქსოვილების სრულ დესტრუქციას (დაშლას), რასაც საბოლოოდ მივყავართ კბილების დაკარგვამდე.


როგორ ხდება ღრძილების ანთების მკურნალობა?


პირველ რიგში აუცილებელია ვიზიტი ექიმ პარადონტოლოგთან, რომელიც შეაფასებს კლინიკურ მდგომარეობას, მოახდენს ზუსტ დიაგნოსტირებას, რომლის შემდგომაც აუცილებელია:


  • პროფესიონალური ჰიგიენური წმენდა;
  • ანთებითი პროცესის გამომწვევი მიზეზის (ეს შეიძლება იყოს არასათანადოდ განთავსებული ბჟენი ან ორთოპედიული კონსტრუქცია) მკურნალობა;
  • პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის შემუშავება (აღნიშნულში იგულისხმება როგორც კბილის პასტა და ჯაგრისი, ისე პირის ღრუს სავლები, ირიგატორი, ფლოსი.).

ხალხური მეთოდებით მკურნალობა რამდენად ეფექტურია? რამდენად მიღებულია ღრძილების ანთების სახლში დამოუკიდებლად მკურნალობა?


ზოგადად, ხალხური მეთოდებით მკურნალობა სამედიცინო კვლევებითა და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. მსგავსი მკურნალობის მეთოდები, თანამდეროვე პაროდონტოლოგიურ მკურნალობში არ გამოიყენება. სწორედ ამიტომ ექიმი პაროდონტოლოგები გინგივიტის სახლში მკურნალობას რეკომენდაციას არ ვუწევთ.


რამდენი ხანი გრძელდება მკურნალობის პროცესი?


მკურნალობის ხანგრძლივობა კლინიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ზოგადად, ეს პროცესი ხანგრძლივ დროს არ მოითხოვს. პროფესიული წმენდის, გამომწვევი მიზეზების მკურანლობის და სწორი ჰიგიენის დაცვის შემთხვევაში, პროცესი უკუგანვითარებას განიცდის. მკურნალობის დრო უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კარგად იცავს პაციენტი მიღებულ რეკომენდაციებს. აღნიშნულის გარეშე, მხოლოდ კლინიკაში შესრულებული სამუშაოებით შედეგის მიღება რთული და ფაქტობრივად, შეუძლებელია.


ღრძილების ანთებას ახასიათებს თუ არა რეციდივი?


თუ დაავადების გამომწვევი მიზეზი არ აღმოიფხვრა ან შესაბამისი ჰიგიენის დაცვა არ მოხდა სრულად, ღრძილების ანთება შეიძლება კვლავ განმეორდეს.


R

1
222
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
222
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1