x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კარიესის მკურნალობა სახლის პირობებში. ეს შესაძლებელია!

ისიამოვნეთ საკვებით, წერს Daily Health Keeper, ხოლო შემდეგ, საფუძვლიანად მიხედეთ თქვენს პირის ღრუს, რომ კბილები არ დაკარგოთ და...
მოკლედ, იმისთვის რომ კბილებთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგვექმნას, ჯანსაღი საკვების მიღება არის საჭირო და რა თქმა უნდა, ჰიგიენური პროცედურებიც მნიშვნელოვანი არის.
ხოლო, იმისთვის, რომ კბილი არ დაიშალოს და არ მოირყეს, საჭიროა ცხიმის დამშლელი А და D ვიტამინის შემცველი პროდუქტების მიღება.

A ვიტამინს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის საკვები პროდუქტები შეიცავს. მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობით ვირთევზას, ცხვრის, ღორის და ძროხის ღვიძლი; სვიას ხიზილალა; კარაქი; ქათმის კვერცხი;

(ვირთევზას ღვიძლში, ყოველ 100 გრ. – 4 გრ. A ვიტამინია, ხოლო ქათმის კვერცხი, იგივე რაოდენობის პროდუქტზე – 0, 35 გრ.

რაც შეეხება D ვიტამინს, ის ყველაზე დიდი რაოდენობით თევზის ქონში არის. ამ ვიტამინს ასევე შეიცავს: თევზი, ზღვის პროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები.




Читать полностью: http://all-gigiena.ru/lit/gigiena-pitaniya-gorshkov/zhirorastvorimie-vitamini

მაგრამ, თუ მაინც მოხდა და კბილზე კარიესი აღმოაჩინეთ, მაშინვე ექიმთან გაქცევა საჭირო არ არის, კბილის აღდგენა სახლის პირობებშიც შეიძლება:


1. მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ფიტინის მჟავის შემცველი პროდუქტების მიღება.


image

ზოგიერთი პროდუქტი ფიტინის მჟავას შეიცავს, რომელსაც კბილის ემალის დაშლა და კბილის დაზიანება შეუძლია. ეს მჟავა არის პარკოსნების, თხილეულის და მარცვლეულის შემადგენლობაში.
ფიტინის მჟავა ხელს უშლის ორგანიზმის მიერ ფოსფორის ათვისებას, რომელსაც ჩვენ საკვებიდან ვიღებთ.
მაგრამ თუ ჩამოთვლილი პროდუქტებიდან, რომელიმეზე უარს ვერ ამბობთ, მჟავის მოსაცილებლად, ის გამოყენებამდე, წყალში უნდა ჩაალბოთ, რომელსაც 1 ს. კ. ძმარი ან ლიმონის წვენი ექნება დამატებული.


2. მიირთვით საკვები ნუტრიენტების* მაღალი შემცველობით


image
ასეთ საკვებში დიდი რაოდენობით არის მინერალები და ვიტამინები, რაც კარიესის გაჩენისგან იცავს და კურნავს კბილს. მკურნალობის დროს, განსაკუთრებით სასარგებლოა ბოსტნეული, მწვანილი, ზეითუნის და ქოქოსის ზეთი, ავოკადო და ა. შ.

ნუტრიენტები* (ინგლ. nutrient საკვები ნივთიერება) - საკვები პროდუქტების შემადგენლობაში შემავალი ორგანული და არაორგანული ნივთიერებები (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვ.), რომლებიც ორგანიზმის მიერ გამოიყენება თავისი ცხოველქმედების უზრუნველსაყოფად; საკვები ნივთიერებები, რომლებიც შეიწოვება ნაწლავების საშუალებით. წარმოიქმნება საჭმლის მონელების პროცესში, რასაც ხელს უწყობს ნაწლავის ნორმალური ფლორის სიმბიოზური მიკროორგანიზმები (სამედიცინო ტერ. ლექსიკონი)


3. მოერიდეთ შაქრის შემცველ საკვებს და სასმელს



image


შაქრით პირის ღრუს მავნე ბაქტერიები იკვებებიან, ამიტომ შაქრის შემცირება, ავტომატურად ამ ბაქტერიების შემცირებასაც გამოიწვევს.


4. ზეთის გამოვლება

imageზეთის გამოვლება უძველესი სტომატოლოგიური პროცედურა არის, რომელსაც შეუძლია პირის ღრუს მდგომარეობის გაჯანსაღება. 1 სუფრის კოვზი ქოქოსის უმი ზეთი პირში ჩაიგუბოთ და 20 წუთი გაიჩეროთ. არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ. იმ შემთხვევაში, თუ 20 წ. ვერ შეძლებთ ზეთის პირში გაჩერებას, 5 წუთით დაიწყეთ და დრო თანდათანობით გაზარდეთ. ეს პროცედურა რეგულარულად უნდა ჩაიტაროთ მკურნალობის პერიოდში (სასარგებლოა ამის გაკეთება პროფილაქტიკის მიზნითაც).


5. მკურნალობის პერიოდში, კბილები მინერალიზირებული კბილის პასტით გაიხეხეთ, რომლის შემადგენლობაშიც ფტორი არ არის.


image

imageimage
imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

გაიგეთ სრული სიმართლე კბილის პასტების შემადგენლობის შესახებ

რევოლუცია სტომატოლოგიაში: დღეს უკვე შესაძლებელია კბილის ნებისმიერ ასაკში ამოყვანა

2 ინგრედიენტი, რომელიც კბილის ტკივილს მომენტალურად აყუჩებს

ჰკითხეთ აბა, თქვენს სტომატოლოგს, შეუძლია ამის გაკეთება? – ძვ. წ. აღრ. II ათასწლეულის სტომატოლოგია



0
1052
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1052
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0