x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 კრიტერიუმი, რომლებიც სტომატოლოგიურ კლინიკაში თავს მშვიდად გაგრძნობინებთ
image

სტომატოლოგიის განვითარებასთან ერთად ქრება ის უსიამოვნო განცდა, რომელიც წლების წინ ადამიანებს სტომატოლოგიური კლინიკებისა და ექიმების მიმართ ჰქონდათ. გაურკვეველი შინაგანი მღელვარება სტომატოლოგთან ვიზიტამდე, რასაც ძირითადად სტომატოლოგიური აპარატურა იწვევდა, დღეს პაციენტების დიდ ნაწილს აღარ აქვს. თუ სტომატოლოგიურ კლინიკას სწორად შეარჩევთ, არ აქვს მნიშვნელობა კბილის დასაბჟენად მიდიხართ თუ იმპლანტის გასაკეთებლად, ვინირებისთვის თუ ბრეკეტებისთვის, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. Blits Dental Clinic - ში აღნიშნავენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლინიკაში შექმნან გარემო, რომელიც სრულად მოხსნის დისკომფორტის და დაძაბულობის შეგრძნებას.


თუმცა სტომატოლოგიურ კლინიკაში სიმშვიდის განცდა რომ დაგეუფლოთ, აუცილებელია რომ ის გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. აღნიშნული კრიტერიუმები ასე გამოიყურება:


კლინიკის სანდოობა



სტომატოლოგიური კლინიკა აუცილებლად სანდო უნდა იყოს. დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ნებისმიერი მანიპულაციის შემთხვევაში საიმედო ხელში ხართ. სანდოობის განსაზღვრის ერთ-ერთი კრიტერიუმი კი საერთაშორისო პარტნიორობაა. მაგალითად, „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში. პარტნიორობის შესაბამისად, კლინიკა სრულად Dentsply Sirona-ს მიერ წარმოებული, თანამედროვე სამედიცინო და სტომატოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ტექნიკითა და სამკურნალო მასალებითაა აღჭურვილი.


სანდოობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ექიმების კვალიფიკაციაა. აუცილებელია, რომ მაღალი დონის განათლებასთან ერთად, ექიმები მუდმივად გადიოდნენ გადამზადებასა და ტრენინგებს უცხოეთის წამყვან კლინიკებში. ისინი უნდა შეისწავლიდნენ ახალი სამუშაო მასალებითა და ახალი აპარატებით მუშაობას.


კეთილგანწყობილი პერსონალი


მნიშვნელოვანია, რომ კლინიკის პერსონალი მაღალკვალიფიციურთან ერთად კეთილგანწყობილიც იყოს. ექიმი, რომელიც პაციენტს ღიმილითა და დადებითი ემოციებით არ ესაუბრება, მაღალი დონის პროფესიონალიც რომ იყოს, მაინც გარკვეულ მღელვარებას იწვევს. აუცილებელია კლინიკაში შესვლისთანავე ღიმილით გხვდებოდნენ. თავი დაძაბულად არ უნდა იგრძნოთ.


image

კლინიკის ტექნიკური აღჭურვილობა


სტომატოლოგიური კლინიკების მიმართ შიშს ხშირად ის ხმა იწვევდა, რომელსაც სამედიცინო აპარატურა გამოსცემდა. დღეს კი სტომატოლოგიური ტექნიკური აღჭურვილობა ისეთ მაღალ დონეზეა განვითარებული, რომ არათუ უსიამოვნო ხმას გამოსცემს, არამედ ოდნავ ზედმეტ დისკომფორტსაც არ უქმნის პაციენტს. თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკები სრულად ციფრული ტექნოლოგიით მუშაობენ. მაგალითად, ასეთია CEREC სისტემა. ის ტრადიციული მეთოდისგან რადიკალურად განსხვავდება. თუ ტრადიციული მეთოდით მუშაობის დროს სპეციალისტი ანაბეჭდის ასაღებად იყენებს თაბაშირს ან სილიკონს, ახალი ტექნოლოგიით მუშაობის დროს პროცესი სრულად ციფრულია.სკანერის აპარატის საშუალებით ხდება პირის ღრის ციფრული სკანირება. ეს ცდომილებას მინიმუმამდე ამცირებს. ციფრულ ფორმატში მიღებული შედეგი ციფრულადვე იგზავნება ლაბორატორიაში, სადაც კბილების მოდელირება/დამზადება ხდება. პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რაც შედეგის სიზუსტეს განსაზღვრავს.


სამუშაო მასალები


რამდენი ხანი გაძლებს ბჟენი? ალერგიულ რეაქციას ხომ არ გამოიწვევს? შემოწმებაზე ხშირად ხომ არ მომიწევს მისვლა? ეს და სხვა მსგავსი კითხვები ხშირად იწვევს მღელვარებას და შიშს სტომატოლოგის მიმართ. თუმცა თანამედროვე სტომატოლოგიამ თითოეულ მათგანს პასუხი გასცა და რისკფაქტორები სრულად მოხსნილია. პაციენტებსაც შიშის საფუძველი აღარ აქვთ, რადგან თანამედროვე სამუშაო მასალები არის ჰიპოალერგიული, ბიოთავსებადი, მდგრადი და ბუნებრივი კბილის ვიზუალურ მახასიათებლებთან მაქსიმალურად მიახლოებული.


სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური სტომატოლოგები ერთ სივრცეში


სტომატოლოგთან მშვიდად რომ იგრძნოთ თავი, აუცილებელია ის უწყვეტი განათლების პროცესში იყოს ჩართული. სტომატოლოგიური აპარატურა და სამუშაო მასალები მუდმივად ვითარდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მიმართულების სტომატოლოგები გადიოდნენ მუდმივ გადამზადებას ახალ აპარატურასა და მასალებთან მუშაობის შესახებ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კლინიკის მულტიპროფილურობის საკითხიც. სხვადასხვა სტომატოლოგიური პრობლემის გადასაწყვეტად ხშირად საჭიროა თერაპევტის, ქირურგის, ორთოპედის ჩართულობა. სტომატოლოგიურ სავარძელზე დაჯდომამდე გაარკვიეთ, კლინიკაში სხვა მიმართულების სტომატოლოგებიც ხომ არიან დასაქმებული, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინიც ჩაერთონ საქმეში. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მშვიდად დაიწყოთ მომსახურების მიღება.


R



0
71
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0