x
image
არჩილ ვერულიძე
სად არის ბაბილონის ნანგრევები?

image
ჯერ კიდევ 1899 წლამდე მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბაბილონის კოშკი მხოლოდ მითიური ნაგებობა იყო, რომლის ლეგენდაც მხოლოდ ადამიანების ქედმაღლობას აღწერდა. თუმცა, მე-XIX საუკუნის ბოლოს, ბაღდადიდან ას კილომეტრში, გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევიმ აღმოაჩინა უძველესი ქალაქის საძირკველი. ამის შედეგად აღმოჩენილი იქნა კიდევ მრავალი სხვადასხვა არტეფაქტი, რომელიც ცალსახად მოწმობდა ამ ადგილზე ძლიერი ქალაქისა და ლეგენდარული კოშკის არსებობას.


image
სანამ კოლდევი გამოაცხადებდა ბაბილონის ნანგრევების ადგილმდებარეობის აღმოჩენის შესახებ, ისინი განიხილებოდა ადგილობრივი ლანდშაფტის მახასიათებლებად. აქ ბედუინები შლიდნენ თავიანთ კარვებს და ვერც კი ეჭვობდნენ, რომ ღამეს ატარებენ ზუსტად იმ ადგილას, სადაც ოდესღაც უდიდესი ქალაქი იდგა. სახელწოდება ბაბილონი ნიშნავს "ღმერთების კარიბჭეს". ეს იყო მთელი ანტიკური სამყაროს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი.


მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან ბაბილონის დაარსების ზუსტი თარიღი, არსებობს ვარაუდი, რომ ეს მოხდა არაუგვიანეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულის - შუმერულ ეპოქაში. ეკონომიკური და კულტურული აღზევების პიკი დაფიქსირდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში - ნაბუქოდონოსორის მეფობის დროს. თავისი ისტორიის მანძილზე ბაბილონი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა სახელმწიფოს ნაწილი. მაგრამ ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნიდან დაიწყო მისი თანდათანობითი დაცემა.
image
უძველესი ქალაქის ნანგრევები მდებარეობს ქალაქ ელ ჰილას გარეუბანში. ეს არის გორაკების ჯგუფი, რომელსაც ეწოდება ტელისი. მათ შორის შეგიძლიათ იპოვოთ ლეგენდარული კიდული ბაღების ნაშთები, ნაბუქოდონოსორ II-ის სასახლე და უზარმაზარი რელიგიური შენობის ნაწილი - ეტემენანკი ზიგურატი - ბაბილონის კოშკი.


არქეოლოგმა, რომელიც 1899 წლიდან 1917 წლამდე ატარებდა კვლევას, აღმოაჩინა, რომ უძველესი ქალაქი გარშემორტყმული იყო სამი კედლით. ბაბილონის შიდა კედელის მთლიანი სიგრძე იყო 18 კილომეტრზე მეტი, ციხე-კოშკები ყოველ 50 მეტრში იყო განლაბებული. ქალაქს ჰქონდა მრავალი კარიბჭე, ქუჩები, რომლებიც იკვეთებოდა სწორი კუთხით, მოკირწყლული სანაპირო, არხები, რომლებსაც წყალი მიჰყავდა ქალაქის კვარტალებში, ხიდები და ტაძრები.
image
გათხრების პროცესში არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს სარდაფების ნაშთები უჩვეულო ფორმის თაღებით. სარდაფებში სამი შახტიანი ჭა იყო. მაშინ ივარაუდეს, რომ ეს სარდაფები იყო მარადმწვანე კიდული ბაღების ნაწილი. მაგრამ ჯერჯერობით ამ ფაქტს მეცნიერული დადასტურება არ მიუღია. ზოგიერთი მკვლევარი ბაღებისა და ასურელი დედოფლის სემირამიდას არსებობას, რომელიც ორი საუკუნით ადრე ცხოვრობდა, მცდარად მიიჩნევს. მათ მართებულად მიაჩნიათ სხვა სახელწოდება - ამიტისის კიდული ბაღები, ამიტისი ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მეუღლე გახლდათ.
image
ბაბილონის ცენტრალურ ნაწილში გაითხარა ფართომასშტაბიანი ესაგილას კომპლექსი, რომელიც ეძღვნება ქალაქის მფარველ ღმერთს, მარდუქს. კომპლექსის ნაწილია ეტემენანკი ზიგურატი - ბაბილონის კოშკი 91 მეტრის სიმაღლის. ბაბილონელებმა კოშკს ცისა და დედამიწის ქვაკუთხედის ტაძარი უწოდეს. გერმანელმა არქეოლოგმა კოლდევიმ შეძლო სტრუქტურის მხოლოდ ნაწილის გათხრა - კერძოდ, მისი საძირკველი: მისი სიგანე 90 მეტრი იყო. როგორც არქეოლოგმა აღწერა, კოშკი მხოლოდ გიგანტური საკურთხევლის ფუნქციას ასრულებდა, რომლის თავზე აღმართული იყო მარდუკის ტაძარი.
image
ბაბილონის კოშკი რამდენჯერმე დაანგრიეს და აღადგინეს. სპარსეთის მეფე ქსერქსემ ბაბილონის აღების შემდეგ კოშკი მთლიანად გაანადგურა. ალექსანდრე მაკედონელმა ეს ნანგრევები ინდოეთისკენ მიმავალ გზაზე დაინახა. ნანახის მასშტაბით აღფრთოვანებული, აქ ორი თვე გაჩერდა. ამ ხნის განმავლობაში მის მეომრებს იქ დაგროვილი ნანგრევების გაწმენდა უწევდათ - დაკარგული სიდიადის საპატივცემულოდ.






0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0