საზოგადოება დაუჯერებელია, რომ ეს სტალინმა თქვა... 2022, 4 აგვისტო, 19:30 «მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორი «პირადი თავისუფლება» შეიძლება ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც მშიერი დადის და საკუთარ შრომას ვერსად იყენებს? ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს ექსპლუატაცია, სადაც ადამიანების ერთი ნაწილის მიერ მეორე ნაწილის დათრგუნვა არა ხდება, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არა კანკალებს იმის გამო, რომ ხვალ, შეიძლება, სამუშაო, საცხოვრებელი, პური... დაკარგოს. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში არის შესაძლებელი ნამდვილი, და არა ქაღალდზე დაწერილი, პირადი და ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება…» საუბარი როი გოვარდთან, ამერიკული პრესის გაერთიანების «Scripps-Howard Newspapers» წარმომადგენელთან. 1936 წ. 1 მარტი. «აუცილებელია საზოგადოების კულტურული ზრდის ისეთ დონეზე აყვანა, რომ მან უზრუნველყოს საზოგადოების ყველა წევრის ყოველმხრივი განვითარება, ფიზიკურიც და გონებრივიც. საზოგადოების წევრებს ისეთი განათლების მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ საზოგადოების განვითარების აქტიური წევრები გახდნენ. მათ პროფესიის თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ და მთელი ცხოვრების მანძილზე, მიჯაჭვულები არ უნდა იყვნენ, შრომის დანაწილების არსებული პირობების შესაბამისად, რომელიმე პროფესიაზე. რა არის ამისთვის საჭირო?არასწორი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოების წევრების ესოდენ მნიშვნელოვანი კულტურული ზრდა, შესაძლებელი იქნებოდა, შრომის არსებული პირობების, სერიოზული ცვლილებების გარეშე. ამისთვის საჭიროა სამუშაო საათების შემცირება, უკიდურეს შემთხვევაში – 6, ხოლო შემდეგ, 5 საათამდე. ეს აუცილებელია, რომ საზოგადოების წევრებს საკმარისი თავისუფალი დრო ჰქონდეთ, ყოველმხრივი განათლების მისაღებად». «შენებისთვის ცოდნა არის საჭირო, მეცნიერების დაუფლება. ხოლო ცოდნისთვის, სწავლა არის საჭირო. სწავლა ჯიუტად, მოთმინებით. სწავლა ყველასთან – მტრებთან და მეგობრებთან, განსაკუთრებით, მტრებთან. სწავლა, კბილის კბილზე დაჭერით, იმ შიშის გარეშე, რომ მტერი დაგვცინებს უვიცობის და ჩამორჩენილობის გამო…» წყარო: И.В. Сталин «Экономические проблемы социализма в СССР». 1952 წ. გამოსვლა საკ. ალკკ-ს VIII ყრილობაზე. ტ 11, გვ. 76. Сталин И.В. Cочинения. – ტ. 14., 1997. გვ. 103–112. არხის სხვა სიახლეები: * იშვიათი და რეალური კადრები* სიურრეალიზმი თანამედროვე ფოტო–ხელოვნებაში (30 ყველაზე ეპატაჟური ფოტო)* როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა* რა გზავნილი დაუტოვა სტივენ ჰოკინგმა მათ, ვისაც ცხოვრებაში რთული პერიოდი უდგას* "ტვინების გადინება" ეგვიპტურად* ფოტოებზე ასახული 20 ისტორიული ფაქტი* ქარიზმატული ლიდერი – რით იზიდავდა სტალინი ადამიანებს?* ყველაზე ლამაზი 6 მექსიკელი ქალბატონი1408 3-ს მოსწონს
|