x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოების ნაკრები რუბრიკით – "ჯერ კიდევ არის სიკეთე ადამიანებში"

ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, უსამართლოა ყველაზე დაუცველების მიმართ. ცხოველები ხშირად ხვდებიან სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებში. მაგრამ, საბედნიეროდ, იქვე კეთილი ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც მათ ახალი სიცოცხლის შანსს აძლევენ...

აქ სწორედ ამ მომენტების ამსახველ ფოტოებს წარმოგიდგენთ:


ეს უიღბლო დათვი, კანადაში, კერძო სახლის ეზოში შევიდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა, მას საძილე საშუალება ესროლეს. მაგრამ, ცხოველს შეეშინდა და ტბაში ჩავიდა. სწორედ ამ დროს წამალმა იმოქმედა... და რომ არა ბიოლოგი, რომელმაც გაიხადა, ტბაში შევიდა და დათვი წყლის ზედაპირზე ეჭირა, დიდი ალბათობით, ცხოველი დაიხრჩობოდა.image


ხანძრის შედეგად, სახლის ნახევარი დაიწვა. თუმცა, პატრონებმა თავიანთი შინაური ცხოველის — ციყვის გადარჩენა მოახერხეს. მართალია, პატარა ცხოველმა კვამლი გადაყლაპა და უგონო მდგომარეობაში იყო. მაგრამ, მეხანძრეებმა მას ჟანგბადი მიაწოდეს და ყველაფერი კარგად დასრულდა. image


პატრონმა ეს ძაღლი ნაგავსაყრელზე იპოვა — ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ძაღლი, შიმშილის და სიცივისგან, ფეხზე ძლივს იდგა. მაგრამ, კეთილმა ადამიანმა მომაკვდავი ცხოველი სახლში წაიყვანა, განკურნა და რამდენიმე თვის შემდეგ, ის უკვე ასე გამოიყურებოდა. image


ლატვიაში, სოფლის ბიჭების ერთი ჯგუფი ტყეში მდებარე ტბისკენ მიდიოდა და უეცრად, მათ ბუჩქებიდან წკმუტუნის ხმა შემოესმათ. ერთ-ერთმა ბიჭმა ბუჩქები გადაწია და დაინახა, რომ ჭაობში ლეკვი იყო ჩარჩენილი. ის წკმუტუნებდა, რადგან ჭაობიდან ამოსვლის ძალა არ ჰქონდა. ბავშვი ჭაობში ჩავიდა და ლეკვი ამოიყვანა და რა თქმა უნდა, სახლში წაიყვანა. ახლა ისინი საუკეთესო მეგობრები არიან.image


კარიბის ზღვის კუნძულებზე, ტურისტებმა პლაჟზე, ქვიშაში, ზღვის კუებისთვის თხრილები გააკეთეს, რომ მათ ზღვისკენ მიმავალი გზა სწრაფად ეპოვათ. პლაჟებზე, ყოველწლიურად, კვერცხებიდან ასობით კუ იჩეკება, მაგრამ წყალს მხოლოდ ათობით მათგანი აღწევს, — კუების უმეტესობას თოლიები და მტაცებელი ცხოველები ჭამენ.image


პატარა ცნობისმოყვარე მელა, სოფლის წყალმომარაგების ტექნიკურ მილში ჩავარდა. ის ნამდვილად დაიღუპებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ადგილობრივებმა მისი ყვირილი გაიგეს და მაშველები გამოიძახეს. იმისთვის, რომ მელა ზევით ამოეყვანა, ერთ-ერთ მეხანძრე 2 მ. სიღრმეზე ჩავიდა.image


ძაღლი მეტსახელად "მაილუ" საშინელ მდგომარეობაში, სრულიად გამოფიტული იპოვეს. ახალმა პატრონმა მას უმკურნალა და სიცოცხლეს დაუბრუნა. დღეს ის ნამდვილი "ლამაზმანია", უყვარს ბურთის დევნა და თავის გადამრჩენს არასდროს ტოვებს.image


ერთ დილას ესტონეთში, სირბილის დროს, მამაკაცმა დაინახა, რომ ძაღლი ადგილობრივი ტბის შუაგულში იყო ჩავარდნილი. ცხოველი თითქმის გაყინული წყლიდან ძლივს ამოიყვანეს და მაშინვე ვეტერინართან წაიყვანეს. გაირკვა, რომ ის ძაღლი კი არა, მგელი იყო. რამდენიმე დღიანი ზრუნვის შემდეგ, როდესაც მგელი სრულიად გამოჯანმრთელდა, ტყეში გაუშვეს.image


იგივე სიტუაციაში აღმოჩნდა რამდენიმე ირემი. ცხოველები კანადის გაყინულ მდინარეში ჩაცვივდნენ. მაშველებს მათი წყლიდან ამოსაყვანად, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და სამედიცინო დათვალიერების შემდეგ, ცხოველები ტყეში დააბრუნეს.image


ჩილეში, მიწისძვრის დროს, ნანგრევების ქვეშ, მხოლოდ ადამიანები კი არა, მათი შინაური ცხოველებიც მოყვნენ. ეს შეშინებული ძაღლი მაშველებმა თავშესაფარში გადაიყვანეს, რადგან მისი პატრონი დაიღუპა.image


ინდონეზიელი მამაკაცი ზღვის კუებს ადგილობრივი ბაზრებში ყიდულობს და შემდეგ ოკეანეში უშვებს. ამ ქვეყანაში კუ დელიკატესად ითვლება.. ამიტომ, ეს საყვარელი ცხოველები გადაშენების საფრთხის წინაშე არიან.image


ეს პონი ინგლისში, ერთ მიტოვებულ ფერმაში იპოვეს. ის ფეხებით ტალახში იყო ჩაფლული და სიცივისგან კანკალებდა. პონის გადასარჩენად, ფერმერმა დახმარება მეზობელს სთხოვა, რომელსაც ჯიპი ჰყავდა — ცხენს თოკი მოაბეს და ტალახიდან ამოიყვანეს. დღეს პონი, სახელად ტინკი, ცხოვრებით საკმაოდ კმაყოფილი ჩანს.image


მეხანძრემ იხვის ჭუკები ცეცხლმოკიდებული ფერმიდან გამოიყვანა და როგორც ჩანს, საკუთარი საქციელით ძალიან კმაყოფილია.image


ეს სამი კნუტი, სამშენებლო მოედანზე ძალიან კეთილი გულის მუშამ გადაარჩინა. მან ერთი თვის კნუტები სახლში წაიყვანა, რადგან მათი დედა სადღაც დაიკარგა. ერთი თვის მანძილზე, მისი ცოლი კნუტებს პიპეტით კვებავდა და ახლა, ეს ულვაშიანი სამეული ყველას ამხიარულებს. ცოლ–ქმარს 2 მათგანის გაშვილება უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრეს, რომ და–ძმები ერთმანეთისთვის არ დაეშორებინათ.image


იაპონიაში პოლიციამ მოძრაობა 20 წუთით გააჩერა, რომ იხვს თავის ჭუკები გზაზე გადაეყვანა. საქმე იმაშია, რომ იაპონიის ქალაქის პარკებში ბევრი ტბა და წყალსაცავია, სადაც იხვები ბუდობენ. ამ ქვეყანაში კი, ცხოველებს დიდი სიფრთხილით ეპყრობიან.image


ავსტრალიელი ნიკოლ გრემი, ვიდრე მაშველები მოვიდოდნენ, ჭაობში ჩავარდნილ ცხენთან ერთად, რამდენიმე საათი წელამდე ტალახში იდგა და მისი თავი წყლის ზედაპირზე ეჭირა, რომ ცხენი არ დამხვრჩალიყო.image


ნიკოლ გრეიმი, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, 18 წლის ცხენზე, – ასტრაზე ამხედრებული, მელბურნის სამხ. სანაპიროზე სეირნობდა. უეცრად ცხენს ბილიკიდან ფეხი აუცდა და ტალახში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილზე ჭაობი იყო, ცხენს ფეხები მცენარეებში გაებლანდა და ჩაძირვა დაიწყო. ასტრა სულ უფრო მეტად ეფლობოდა ჭაობში და ამას ისიც დაემატა, რომ მოქცევა დაიწყო… ცხენი ნამდვილად დაიღუპებოდა, რომ არა მისი პატრონის გმირული საქციელი. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* პრეზიდენტის შემოთავაზება, რომელიც გარკვეულ კითხვებს ბადებს

* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა

* დაზღვევის გარეშე – რატომ მიდიან ასეთ რისკზე? (15 წარმოუდგენელი ფოტო)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
457
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0