x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფინანსური თამაშები

image

image

ერთ სახლში მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა. საღამოობით, მისი სახლის სიახლოვეს, ბავშვები იკრიბებოდნენ და თამაშობდნენ. თამაშის დროს, ისინი გამუდმებით წიოდნენ და კიოდნენ, რაც მოხუცს ძალიან აღიზიანებდა. მოთმინების ფიალა რომ აევსო, ბავშვები თავისთან დაპატიჟა და უთხრა, რომ ძალიან მოსწონდა მათი ხმების მოსმენა და თითოეულს 50 ცენტის მიცემას დაჰპირდა, თუ მეორე დღესაც მივიდოდნენ მის სახლთან სათამაშოდ.
ბავშვები მივიდნენ და კიდევ უფრო მხიარულად და ხმამაღლა თამაშობდნენ. მოხუცმა მათ გადაუხადა და უთხრა: ხვალე კიდევ გადაგიხდითო. მაგრამ, მომდევნო საღამოს, ბავშვებმა 50 ცენტის ნაცვლად, უკვე 25 ცენტი მიიღეს. მესამე დღეს, მოხუცმა მათ მხოლოდ 15-15 ცენტი გადაუხადა და აუხსნა, რომ ფული გაუთავდა:
– დაფიქრდით, თუ შეიძლება - სთხოვა მათ - იქნებ, ხვალეც მოხვიდეთ და მხოლოდ 10 ცენტის სანაცვლოდ ითამაშოთ?
იმედგაცრუებულმა ბავშვებმა მოხუცს უთხრეს, რომ მის სახლთან საერთოდ აღარ მივიდოდნენ, რადგან რაღაც 10 ცენტის გამო, არა ღირდა ამდენი ძალისა და ენერგიის დახარჯვა.


შიში შეუცნობელისადმი


image

image

ერთმა ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ის დაიჭირეს და მეფესთან მიიყვანეს სასამართლოზე. მისი ნამოქმედარი სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ, მეფემ მას არჩევანის გაკეთების უფლება მისცა: მას ან ჩამოახრჩობდნენ, ან რკინის შავი კარებიდან გაუშვებდნენ. დამნაშავე დაფიქრდა და სახრჩობელა აირჩია. როდესაც ყელზე ყულფი ჩამოაცვეს, მან უეცრად თქვა:

– ძალიან დავინტერესდი. და მაინც, რა არის კარს მიღმა?
მეფემ გაიღიმა:
– იცი, ეს ძალიან საინტერესო არის... მე ყველა სიკვდილმისჯილს ვთავაზობ ამ არჩევანის გაკეთებას და ყველა სახრჩობელას ირჩევს.
– ხო, მაგრამ, კარს უკან რა არის? მე მაინც ვეღარავის ვეტყვი – თქვა მან და თოკს ახედა.
ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, მეფემ უპასუხა:
– იქ თავისუფლებაა. მაგრამ, ადამიანებს ისე ეშინიათ გაურკვევლობის, რომ არჩევანს ყოველთვის სახრჩობელაზე აკეთებენ.

1
415
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
415
  
2016, 23 ივნისი, 10:56
კაია
0 1 1