x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
15-19 ნოემბერს დედამიწაზე შესაძლო დაბნელებასთან დაკავშირებით, NASA განცხადებას აკეთებს

15-19 ნოემბერს,  დედამიწაზე,  შესაძლო დაბნელებასთან დაკავშირებით,  NASA განცხადებას აკეთებს


ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა შოკისმომგვრელი და ამავდროულად საეჭვო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ნოემბრის II ნახევარში, მზე გალურჯდება და დედამიწაზე წყვდიადი დაისადგურებს. ამ ინფორმაციის პირველწყაროდ ნასას კოსმოსური სააგენტოს თანამშრომლის, ჩ. ბოლდენის მოხსენებას ასახელებდნენ.

აცხადებდნენ რომ დედამიწაზე 2 კვირის მანძილზე პოლარული ღამე იქნებოდა, ატმოსფეროს ტემპერატურა 6-13 გრადუსით გაიზრდებოდა, ცივ რეგიონებში ყინული გადნება და მსოფლიო ოკეანის დონე მაღლა აიწევა, დაიტბორება სანაპიროს სიახლივეს მდებარე ქალაქები, ხოლო ეკვატორულ ზონაში ისე დაცხება, რომ ხალხი “ცოცხლად შეიწვებოდა".

ამ ინფორმაციის ფონზე, ნასას სპეციალურმა დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ახლო მომავალში, დედამიწაზე, მსგავსი არაფერი მოხდება «ჩვენ იმდენი წერილი მივიღეთ, რომ იძულებულები გავხდით, უარგვეყო ეს ინფორმაცია», – განაცხადა ნასას წარმომადგენელმა.


15-19 ნოემბერს,  დედამიწაზე,  შესაძლო დაბნელებასთან დაკავშირებით,  NASA განცხადებას აკეთებს


0
532
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
532
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0