თუ ასეთი ფოტოების გადაღება ჯერ კიდევ* შესაძლებელია – საქმე არც ისე ცუდად ყოფილა...
ყველაზე მნიშვნელოვანი რთულ სიტუაციაში ადამიანად დარჩენა და სხვისთვის დახმარების აღმოჩენა არის. მნიშვნელობა არა აქვს, ეს გმირული საქციელი იქნება, თუ ელემენტარულად, ვინმესთვის ხელის შეშველება... თუნდაც, სულ პატარა კეთილი საქციელიც რომ იყოს, მას დიდი სიხარული და ბედნიერება მოაქვს.
ავსტრალია
ვიდრე მაშველები მოვიდოდნენ, ნიკოლ გრემი* ჭაობში ჩავარდნილ ცხენთან ერთად, რამდენიმე საათი წელამდე ტალახში იდგა და მისი თავი წყლის ზედაპირზე ეჭირა, რომ ცხენი არ დამხვრჩალიყო.
მეხანძრე ტყის ხანძრის დროს წყალს ასმევს კოალას.
იტალია

სკოლის მასწავლებელმა სატვირთო ავტომობილი იყიდა და ის საბავშვო ბიბლიოთეკად გადააკეთა. გარდა ამისა, თავისივე სახსრებით 1000-ზე მეტი წიგნი შეიძინა. ის ამ მანქანით ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს, ჩადის პატარა დასახლების პუნქტებში, რომ ბავშვებს კითხვისადმი სიყვარული გაუღვივოს. ხოლო, მისი ყოველი გამოჩენა ქალაქში, თუ სოფელში, ყოველთვის დიდი მოვლენაა პატარებისთვის.
ეგვიპტე
ქრისტიანები მუსლიმანებს იცავენ და მათ ლოცვის საშუალებას აძლევენ, ქვეყანაში არეულობის დროს.
მუსლიმანები ქრისტიანების ტაძარს იცავენ, ქვეყანაში არეულობის დროს.
ტაილანდი
სპილომ ნაღმს დაადგა ფეხი და დაკარგა. მისთვის პროთეზი დაამზადებინეს და აცმევენ.
ბანგლადეში

წყალდიდობისას შველის გადასარჩენად, ბიჭი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.
დიდი ბრიტანეთი

დისნეილენდის პარკის დაცვის თანამშრომელი ავტოგრაფს ართმევს პატარა გოგონას, – თითქოს, მასში, ნამდვილი «პრინცესა» ამოიცნო. სინამდვილეში, ასეთი ავტოგრაფებით უკვე მთელი ბლოკნოტი აქვს სავსე.
ტაივანი

პარასპორტსმენები ფინიშამდე მისვლაში ერთმანეთს ეხმარებიან.
კანადა

მეტროში ტურნიკეტი გაფუჭდა და გასვლისას მგზავრებმა ფული მის თავზე დატოვეს.
უკრაინა

ისრაელელი ფეხბურთელები უკრაინელ ბავშვებს წვიმისგან იცავენ. თამაშის დაწყების წინ, სტადიონზე კოკისპირული წვიმა მოვიდა, ქარი ამოვარდა და საშინლად აცივდა. ამ დროს გუნდი, ტრადიციულად, ბავშვებთან ერთად მოედანზე იყო.
ჩინეთი

გუო შიჯინი ყოველთვის ოცნებობდა უნივერსიტეტში სწავლაზე. ის სკოლაში კარგად სწავლობდა და თან სულით ავადმყოფ დედას უვლიდა. მან სკოლაში უმაღლესი შეფასება მიიღო და ოცნების ასასრულებლად, მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა... მაგრამ, სამუშაოზე გუოს მამა სიმაღლიდან გადმოვარდა და პარალიზებული დარჩა. ბიჭის წინაშე არჩევანი დადგა: ან ოცნება უნდა აესრულებინა ან მამაზე ეზრუნა. მაგრამ, ბედმა შანსი მისცა: ახალგაზრდას უფლება მისცეს, მამა საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში წაეყვანა.
ინდოეთი
მატარებლის მგზავრებმა ფანჯრებიდან ორმოში ჩავარდნილი სპლიყვი დაინახეს და მემანქანე მატარებლის გაჩერებაზე დაითანხმეს. ვიდრე დახმარებას ელოდნენ, ხალხი პატარა სპილოს საკვებს აწვდიდა.
აშშ

10 ათასი ადამიანი შეიკრიბა ქუჩაზე, რომელზეც 8 წლის დილეინ ბრაუნი ცხოვრობდა, რათა მიელოლეიკოზით დაავადებული გოგონასთვის საშობა სიმღერა ემღერათ.
ბრაზილია

კაცი საკუთარ ფესხაცმელს უსახლკარო გოგონას აძლევს.
P. S. უბედური შემთხვევა პლაჟზე*
ნიკოლ გრეიმი, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, 18 წლის ცხენზე, – ასტრაზე ამხედრებული, მელბურნის სამხ. სანაპიროზე სეირნობდა. უეცრად ცხენს ბილიკიდან ფეხი აუცდა და ტალახში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილზე ჭაობი იყო, ცხენს ფეხები მცენარეებში გაებლანდა და ჩაძირვა დაიწყო. ასტრა სულ უფრო მეტად ეფლობოდა ჭაობში და ამას ისიც დაემატა, რომ მოქცევა დაიწყო… ცხენი ნამდვილად დაიღუპებოდა, რომ არა მისი პატრონის გმირული საქციელი.
ნიკოლმა ბავშვი უსაფრთხო ადგილამდე გაიყვანა და თვითონ ასტრასთან დაბრუნდა. რაც უფრო მეტად ცდილობდა ქალი ცხენის ამოყვანას და რაც უფრო ინძრეოდა ცხოველი, მით უფრო მეტად ითრევდა მას ჭაობი. ნიკოლის შვილი ავტომობილების სადგომისკენ გაიქცა და დახმარება ითხოვა. ხოლო, ნიკოლი ცხენს ამშვიდებდა და ცდილობდა, მაშველების მოსვლამდე მისი თავი წყლის ზედაპირზე დაეჭირა.
როდესაც ამ შემთხვევის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა შეიტყვეს, ვეტერენარების გარდა, ასტრას და ნიკოლის დასახმარებლად მეხანძრეთა ჯგუფიც გაგზავნეს.

დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაშველებმა ცხენის ამოყვანა მაინც ვერ შეძლეს. მათ ადგილობრივი ფერმერიც დაეხმარა თავისი ტრაქტორით, მაგრამ სანამ ვერტმფრენი არ მივიდა ადგილზე, ასტრა ჭაობიდან ვერაფრით ამოიყვანეს. ცხენის გადარჩენის ოპერაცია თითქმის 3 საათს გაგრძელდა და ბოლოს, წარმატებით დასრულდა.
«ეს საშინელება იყო. საშინლად მტკივნეული იყო იმის დანახვა, რომ ასტრა ბრძოლამ დაღალა და მან დანებება გადაწყვიტა» – თქვა ცხენის ჭაობიდან ამოყვანის შემდეგ ნიკოლმა.
ეს კი მიზეზი, თუ რატომ, «ჯერ კიდევ»*... (და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, კონფლიქტების, ომების და მილიონობით ადამიანის შიმშილის ფონზე).

ის ჩვენი მსხვერპლია... ინდონეზიის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი იპოვეს
პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის



«განგა, შენი წყალი აიმღვრა»: ინდოელებმა დიდი მდინარის გაწმენდა გადაწყვიტეს



ცხოვრების ბნელი მხარე



თუ გული გაქვთ, გულგრილობას არ გამოიჩენთ — ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს!



მათ გაუმართლათ, რომ კარგ ადამიანებს შეხვდნენ
