ქალი და მამაკაცი ყველაზე ლამაზი 6 მექსიკელი ქალბატონი 2022, 3 აგვისტო, 13:31 მექსიკა — კოლორიტული და უჩვეულო ქვეყანაა, რომელშიც მაიას და აცტეკების იმპერიების შთამომავლები ცხოვრობენ. ისინი სომბრეროებს და ფერად პონჩოებს ატარებენ, ტეკილას სვამენ ქუჩის მუსიკოსები — მარიაჩიების, გიტარის ცეცხლოვანი მუსიკის ჰანგების ქვეშ... და რა თქმა უნდა, ასეთი მდიდარი ისტორიის და ტრადიციების ქვეყანაში, სადაც ძირძველი ამერიკელების და ევროპელების ცივილიზაციები ერწყმის, უამრავი ლამაზი ქალბატონია. აქ 6 მათგანს წარმოგიდგენთ, — მხოლოდ მათ, ვინც შოუ–ბიზნესში გზა გაიკვალა და დიდ წარმატებას მიაღწია. კრისტალ სილვა თუმცა, ამ კონკურსში მონაწილეობამ მისი შემდგომი ბედი განსაზღვრა. კრისტალ სილვა პოპულარული ფოტო–მოდელი გახდა. სალმა ჰაიეკი მისი სახელი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მინიატიურულმა მექსიკელმა, რომლის სიმაღლე 157 სმ–ს არ აღემატება, ჰოლივუდი დაიპყრო. ამასთან, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მან არც ინგლისური ენა იცოდა კარგად. ასაკის მიუხედავად (2 სექტემბერს ის 56 წლის გახდება) სალმა თაყვანისმცემლებს, თავის პირად ბლოგში, საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოების პუბლიკაციით ახარებს. სალმა კარიერის დასაწყისში და დღეს. აშკარაა, რომ ასაკს ვარსკვლავზე დიდად არ უმოქმედია. ჯესიკა ალბა წლებმა სხვა მექსიკური წარმომავლობის მსახიობის ნაზი სილამაზეც დაინდეს. საყვარელი სახის და «ბავშვური» სახის გამო, მისი ასაკის გამოცნობა ძალიან რთულია. ვარსკვლავი უკვე 41 წლის არის. მარცხნივ – კადრია ფილმიდან «ანესთეზია» (2007 წ.), მარჯვნივ კი – ახალი ფოტო. მარლენ ფაველა მექსიკელი მონიკა ბელუჩი: ისევე, როგორც იტალიელი ვარსკვლავი, იურისტობას აპირებდა. მაგრამ, ნაცნობების რჩევით, თავისი ძალების სამოდელო ბიზნესში მოსინჯვა გადაწყვიტა... და არისტოკრატიული გარეგნობის მოდელმა, სულ მალე კინორეჟისორების ყურადღებაც მიიქცია. სამსახიობო ხელოვნების კურსების დასრულების შემდეგ, ლამაზმანი მექსიკურ სერიალებში გამოჩნდა. ლუსერო ოგასა ლეონი მექსიკური ტელესერიალების გამორჩეული გარეგნობის გმირები, რომლის როლსაც ლუსერო ასრულებს, დიდი ხნის მანძილზე ამახსოვრდებათ ტელემაყურებლებს. სამშობლოში ის, ასევე წარმატებული ტელეწამყვანი და მომღერალი არის. ხიმენა ნავარეტი ხიმენამ საკუთარი სამშობლოს, ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსზე, – «მის სამყარო – 2010» წარმოადგენდა და იმ წელს, მან სამყაროს ყველაზე ლამაზი გოგონას გვირგვინი მოირგო. რთულია არ დაეთანხმო ჟიურის გადაწყვეტილებას... არხის სხვა სიახლეები:* "ტვინების გადინება" ეგვიპტურად* ფოტოებზე ასახული 20 ისტორიული ფაქტი* ქარიზმატული ლიდერი – რით იზიდავდა სტალინი ადამიანებს?* რა საფრთხე გველის, თუ საკმარისი რაოდენობის ცილას არ ვიღებთ* 15 საინტერესო ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ სჯიდნენ ქმრის მოღალატე ქალებს წარსულში* თუ გსურთ, რომ ინტელექტუალი შვილი გყავდეთ და ტვინის ნაადრევი სიბერე აიცილოთ თავიდან, მაშინ ეს გაითვალისწინეთ!* რა ხდებოდა ამერიკის კონტინენტზე, ევროპელების მისვლამდე? – კოლუმბამდელი ცივილიზაციების საიდუმლოებები* 8 საინტერესო ფაქტი ბანანის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ774 4-ს მოსწონს
|