საზოგადოება "თავისუფლების მოედანზე გადაღებულმა კადრებმა მომკლა... ეს გამანადგურებელია ყველა ადამიანისთვის, ვისაც სამშობლო უყვარს" - დომენიკ მანგო 2022, 28 ივლისი, 18:07 სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო თავისუფლების მოედანზე მეტროს წინ რუსების მიერ გამართულ ქუჩის კონცერტს სოციალური ქსელით ეხმაურება: "აი, რამდენიმე წამის წინ ვნახე ეს კადრები, როგორ არიან თავისუფლების მოედანზე რუსი პროპაგანდისტების გარშემო შეკრებილები ეს ქართველი ცხვრები და როგორ ზეიმობენ და ისინიც 6 თუ 8 კამერით იღებენ, რატომაც იღებს ხომ გასაგებია....ეს ცხვრები, ვერ წაროიდგენთ რა მდგომარეობაში ვარ, მთელი სხეულით სულით ვერ ვიტან ამ ყველაფერს, ესენი ვინ არიან, ეს წითელი პასპორტი გახდა საქართელოს ტვირთი და წამება, აუტანლობა, რადგან ამ ხალხთან ერთად იხარშები და ვერ გარბიხარ, რადგან ლაჩრობაა იხარშებოდე ამ ხალხთან ერთად, ვინ არიან ესენი, ყოველნაირად ღირსება დაკარგული ხალხია, რა გერუსება და რა გეტაშფანდურება....ის რომ დარბის კამერით, ვერ უნდა მიხვდე, რომ წაიღებს თავის ქვეყანაში, რომ იქ აჩვენოს როგორი წაბილწული აქვს ყველა ღირსება ქართველს"-ამბობს ვიდეომიმართვაში დომენიკ მანგო. რამდენიმე დღის წინ თავისუფლების მოედანზე, მეტროს წინ რუსებმა ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართეს, რუსების სიმღერა სულ ორიოდე ადამიანმა გააპროტესტა. ერთმა ქალმა და ერთაც მამაკაცმა, თუმცა თავად მომღერლები ქალს უხსნიდნენ, რომ ისინი უკრაინიდან არიან და გარშემოც ბევრი უკრაინელი იდგა. 322 3-ს მოსწონს
|