x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
6 ყველაზე უცნაური საქორწინო ტრადიცია, რომელიც დღემდე შემორჩენილია

image


მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და უნიკალურია, თითოეულ მათგანს უჩვეულო ტრადიციები და წეს - ჩვეულებები გააჩნია, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ უცხო და გაუგებარია, თუმცა ამჯერად, თქვენს ყურადღებას მსოფლიოს ხალხთა უცნაურ საქორწინო რიტუალებზე შევაჩერებ, რომელთაგან ზოგიერთი სიველურედაც კი მოგეჩვენებათ.




"ბინძური" შვეიცარია


image


შვეიცარიის სოფლებში დღესაც შენარჩუნებულია პატარძლისთვის ტალახის სროლის ტრადიცია, ამ დამამცირებელი რიტუალის დროს როგორც წესი, გოგონას კეტჩუპისგან, გაფუჭებული ნარჩენი საკვებისგან, მაიონეზისგან, ლუდისგან და წყლით დამბალი, აზელილი მიწისგან მოზელილ გუნდებს ესვრიან, რის შემდეგაც საქმროს, პატარძალი მეგობრებთან ერთად ქალაქში მიჰყავს, სადაც ტალახში ამოსვრილს ბარიდან ბარში დაატარებს და იქ შეკრებილ ადამიანებს უჩვენებს. ითვლება, რომ ასეთი ჯოჯოხეთის შემდეგ, ყველა გაჭირვება, რომელიც შეიძლება მოხდეს ოჯახურ ცხოვრებაში, არ იქნება საკმარისი ჩხუბისა და უთანხმოების ღირსი.




ბედნიერი ღიმილი ბალიზე


image


როდესაც ახალდაქორწინებულები ოჯახურ თანაცხოვრებას იწყებენ და პატარძალი მთლიანად საქმროს მეურვეობის ქვეშ გადადის, ფრიად საინტერესო რიტუალი სრულდება. ახალდაქორწინებულებს თქვენ წარმოიდგინეთ და, კბილებს უქლიბავენ. რწმენის მიხედვით ეს მათგან რისხვას, შურს, ვნებას და სიხარბეს განდევნის.





თავშეკავება ბორნეოზე


image


ბორნეოზე ახალდაქორწინებულებს წინ მართლაც სასტიკი გამოცდა ელით. მათ სამი დღე ტუალეტში გასვლა ეკრძალებათ. შეყვარებულთა თითოეულ ნაბიჯს მცველები აკონტროლებენ. ითვლება, რომ თუ ამას ისინი ერთად გაივლიან - ოჯახში ჰარმონია და ბედნიერება დაისადგურებს, ხოლო თუ წყვილი ასეთ გამოცდას ვერ გაუძლეს, ჩხუბსა და უთანხმოებას ვერ აცდება.





სევდიანი ჩინეთი


image


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტუჯიას ხალხი ცხოვრობს. ტრადიციის თანახმად, მათ ქორწილამდე... არც მეტი, არც ნაკლები ტირილი ევალებათ! პატარძალი ვალდებულია მზის ამოსვლასთან ერთად ტირილი დაიწყოს, რომელსაც მეათე დღეს ახლობლებიც უერთდებიან, ცერემონიის წინა დღეს კი, უკვე პროცესში პატარძლის ხელისმომკიდეებიც ერთვებიან.





არატრადიციული კენია


image


კენიაში არის ტომი, სადაც საქმრო ვალდებულია ერთი თვე ქალის ფორმაში გადაცმულმა იაროს, რათა მისი ყოფის მთელი არსი საკუთარ თავზე ბოლომდე შეიგრძნოს.





თავშეკავებული კავკასია


image


ჩეჩენი ცოლები განთქმულები არიან თავიანთი მოკრძალებულობითა და სიბრძნით, თუმცა ისინი სანამ იდეალური პატარძლები გახდებიან, მათ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. საქორწინო ცერემონიის დროს პატარძალს კუთხეში მალავენ, რათა მან ლაპარაკი ვერავისთან შეძლოს, მეტიც, მთელი ცერემონიის განმავლობაში გოგონამ ტუჩებიც კი არ უნდა ამოძრაოს, ასევე არ შეიძლება ქმრის ნათესავებისადმი მიმართვაც, ხოლო როდესაც ისინი ტრადიციულად მისი მისამართით "ტალახის სროლას" და მის აბუჩად აგდებას იწყებენ პატარძალს პასუხის გაცემის უფლებაც კი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავშეუკავებლობა და უმწიფრობა დაბრალდება.




0
1844
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1844