x
image
არჩილ ვერულიძე
სასიყვარულო ურთიერთობები ძველ რუსეთში: ღალატი, ძალადობა და გარყვნილება

image
რუსები ხშირად ამბობენ, რომ ადრე მათი საზოგადოება უფრო მაღალი ზნეობით გამოირჩეოდა - ეს კარგად დამკვიდრებული და ძლიერი მითია. მათი წინაპრები ალბათ უფრო თავისუფლები იყვნენ თავიანთ რომანტიკულ და სექსუალურ გამოვლინებებში, ვიდრე თანამედროვე რუსები.

ცნობილი გეოგრაფის ქალიშვილმა ოლგა სემიონოვა-ტიან-შანსკაიამ საკმაოდ საინტერესო ნაშრომი დაწერა გლეხების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. იგი გაიზარდა რიაზანის პროვინციაში, სადაც მას ჰქონდა დიდი შესაძლებლობა დაკვირვებოდა და ჩაეწერა უბრალო ხალხის ადათ-წესები. იმდროინდელი წეს-ჩვეულებები ახლა ველურად გვეჩვენება, თუ შეიძლება ასე ითქვას.
image
ოჯახში ძალადობა და ზოგადად ძალადობა აბსოლუტურ ნორმად ითვლებოდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ორსული ქალები მინდორში მშობიარობდნენ ან, გამართლების შემთხვევაში, საველე სამუშაოებზე მიმავალ ეტლში. სამუშაო ეთიკა განსხვავებული იყო, ითვლებოდა, რომ "დანაზოგის შენახვა ცოდვაა", ასევე საჭირო მინიმუმზე მეტის ქონა და "ზეგანაკვეთური" სამუშაო. მამაკაცებს, როცა რაღაც ჰქონდათ საჭმელი და ქოხის გათბობასაც ახერხებდნენ არ უყვარდათ მუშაობა.
image
სასიყვარულო ურთიერთობები ასევე ბადებდნენ მრავალ კითხვას. დასაწყისისთვის, ფაქტია, რომ არავითარი ნიშნობა ან ქორწილი არ იმართებოდა მშობლების თანხმობის გარეშე, არავის ადარდებდა ახალგაზრდების გრძნობები, უმეტესწილად ყველაფერი დამოკიდებული იყო საქმროს სიმდიდრესა და პატარძლის მზითვებზე. ბიჭი ან გოგო შეიძლება ყოფილიყო ულამაზო, ფიზიკური ნაკლის მქონე, მაგრამ ამას არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. ერთმანეთზე შეყვარებულ, მაგრამ სხვაზე დანიშნულ ახალგაზრდებს ხშირად უხდებოდათ ღამის ერთად გატარება და შემდეგ ამის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება, რათა საბოლოოდ დაქორწინების უფლება მიეღოთ.
image
გაცნობა ხდებოდა „გულბას“ დროს, რომელსაც ხშირად „ქუჩას“ ეძახდნენ: ახალგაზრდები საღამოობით გამოდიოდნენ გარეუბნებთან, სადაც მღეროდნენ და ცეკვავდნენ, უკრავდნენ, გვიან ღამემდე ეცნობოდნენ ერთმანეთს. ცეკვის შემდეგ წყვილებს შეეძლოთ ბეღელში განმარტოვება და ბუჩქებშიც კი, რასაც მე-XIX საუკუნის ბოლოს ასე მკაცრად აღარ აკონტროლებდნენ. მაგრამ არა ზოგიერთ სამხრეთ რუსეთის პროვინციაში, სადაც ქორწინებამდე ქალწულობის დაკარგვას უკიდურესად მკაცრად კიცხავდნენ.
image
სასაცილოა, რომ "ქუჩის" შემდეგ, როგორც წესი, არა ბიჭები აცილებდნენ გოგოებს, არამედ პირიქით. ითვლებოდა, რომ შესაშური საქმროსთვის თვალის დევნება იყო საჭირო. მაგრამ თუ მამაკაცი დაქორწინებას სთავაზობდა გოგოს, მაშინ ის ინაზღაურებდა ყველა "დანაკარგს."

image
ურთიერთობები ქორწინების გარეშე ყველგან იყო. იყვნენ "ჯარისკაცები" - ჯარისკაცების ცოლები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდნენ სახლიდან მოშორებით. გლეხები, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდ ქალაქებთან ან სამრეწველო საწარმოებთან ახლოს, მიდიოდნენ სამუშაოდ და, სემიონოვა-ტიან-შანსკაიას სიტყვებით, "იქ პოულობდნენ თავისთვის მიმზიდველ პარტნიორს" ცოლს კი შეეძლო საყვარელი გაეჩინა სახლში. ქმრების ხანგრძლივი არყოფნისას ქალები უფრო ხშირად თანხმდებოდნენ ახალ ნაცნობობაზე. იმ დროს ერთი საყვარლის არსებობა არ ითვლებოდა გარყვნილებად, მაგრამ რამდენიმეს ერთბაშად ყოლა დასჯადიც კი გახლდათ. image
ჰოდა, ნუ დავივიწყებთ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ტრადიციას – „სნოხაჩესთვო“. როდესაც ახალგაზრდა ცოლი მარტო რჩებოდა მაშინ, როცა მისი ქმარი სამუშაოდ მიემგზავრებოდა ან ჯარში მიდიოდა, ქმრის მამა ან იშვიათად ძმები რძალს აიძულებდნენ მათთან სექსუალური კავშირის დამყარებას. ხშირად ხდებოდა, რომ უკვე სრულწლოვანი გოგონა ძალიან ახალგაზრდა ბიჭის ცოლი ხდებოდა, შემდეგ კი მამამთილს რძალთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. ამ ურთიერთობის შედეგად დაბადებული ყველა ბავშვი ოფიციალურად ითვლებოდა ოფიციალური ქმრის შვილად. რუსეთის პროვინციებში ეს ძალიან გავრცელებული მოვლენა იყო და, რა თქმა უნდა, ოფიციალურად ისჯებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურობის ფარგლებში. თუ ძალიან გახმაურებული საქმე არ იყო, ან თავად გოგონა არ განაცხადებდა ძალადობის შესახებ.
image
ცოლქმრულ ღალატს ასევე ხელს უწყობდა ოჯახური მორალი, ოჯახში სიყვარულის ან თუნდაც პატივისცემის ნაკლებობა (აი - შეთანხმებული ქორწინების შედეგი.) ყოველდღიური მძიმე შრომა და ზნეობის ზოგადი სიმკაცრე ვერანაირად ვერ გამოიწვევდა სინაზეს ადამიანებს შორის. ქმრები (ხშირად მთვრალები) სცემდნენ ცოლებს „დაუმორჩილებლობისთვის“, თუ ისინი ადანაშაულებდნენ ქმრებს მრუშობაში ან ლოთობაში. ამას ერქვა „დაშინება“ ან „ცოლთან უფრო გონიერი მოპყრობა, " რაც სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. იშვიათად, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ცოლი ქმარზე ძლიერი აღმოჩნდებოდა და ქმარს უხდებოდა მინდორში მუშაობა, რადგან ცოლის ეშინოდა.


ასევე იხილეთ:

"სნოხაჩესტვო"(Снохачество): რუსი გლეხების სამარცხვინო ჩვეულება







0
999
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
999
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0