x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"სნოხაჩესტვო"(Снохачество): რუსი გლეხების სამარცხვინო ჩვეულება
image
ისტორიკოსმა ვ.ი.სემევსკიმ მე-XVIII საუკუნის მეორე ნახევარში რუსი გლეხობის „ოჯახური ზნე-ჩვეულებების ამაზრზენი თვისება“ უწოდა იმას, რაზეც სტატიაში იქნება საუბარი. ჰო... ძნელია ამაზე კამათი, ტრადიცია ამაზრზენია. და ის ფართოდ იყო გავრცელებული არა მხოლოდ რუსეთში.

მაგალითად, სამხრეთ ინდოეთში ჩვეულება იყო 5-6 წლის ბიჭისთვის 16-დან 20 წლამდე გოგოს მიცემა. ქორწილის შემდეგ ეს გოგონა ოჯახში ცხოვრობდა ზრდასრულ მამაკაცთან (ბიჭის უფროს ძმასთან, სიმამრთან, ბიძასთან) და თუ ამ თანაცხოვრებიდან შვილები ჩნდებოდნენ, მაშინ ისინი იმ ახალგაზრდა ქმრის შვილებად ითვლებოდნენ. როდესაც ბიჭი წამოიზრდებოდა, ცოლი უკვე შეუფერებელი და დაბერებული გახლდათ. ამიტომ ისიც იმავე წესით იწყებდა შემდგომი მცირეწლოვანის ცოლთან თანაცხოვრებას.
image
ბევრი დარწმუნებულია, რომ რუსებს არ ჰქნდათ ასეთი ტრადიცია, და რომ ის გამოგინილია. მაგრამ სამრევლო რეგისტრები, ეთნოგრაფიული ჩანაწერები, სასამართლო საქმეები დამაჯერებლად ადასტურებს ამას XVIII საუკინიდან XX საუკუნის დასაწყისამდე. და ეს შემთხვევები არ ყოფილა ერთჯერადი. მაქსიმოვის მონაცემების საფუძველზე, რუსეთის იმპერიაში "სნოხაჩესტვო ყველაზე გავრცელებული იყო ტობოლსკში, ვიატკაში, პერმში, დონის კაზაკთა რეგიონში, ასევე პოლტავასა და ხარკოვის პროვინციებში."
image
"სნოხასტვო" (Снохачество) - ეს არის ჯგუფური ქორწინების გადმონაშთი. ანთროპოლოგიაში ეს ცნება გაგებულია, როგორც შუალედური ეტაპი ქორწინების ურთიერთობების ევოლუციაში გარყვნილებასა და მონოგამიურ ქორწინებას შორის. ქმრის, ცოლის, დედის, ძმის, ბიძის ფუნქციები ერთბაშად არ ჩამოყალიბებულა, ისინი თანდათან შეიცვალა, პრიმიტიული კავშირებიდან რთულ კავშირებში გადაიზარდა. თავდაპირველად, მამის, ძმისა და ქმრის ფუნქციები ერთმანეთს ემთხვეოდა შესაბამისად, მკვლევარებმა "სნოხაჩესტვო" და პრიმიტიული ცხოვრების კიდევ ერთი თანაბრად არქაული ფორმა - ლეურიატიზმი ერთ დონეზე დააყენეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ქვრივს უწევდა თანაცხოვრება გარდაცვლილი მეუღლის ნათესავთან. პრინციპი ასეთი იყო: ქალში ფულს იხდიდნენ და ის ოჯახის საკუთრება ხდებოდა. ამიტომ მას უწევდა ეცხოვრა ქმრის სხვა ახლო ნათესავთან, რადგამ არ ჰქონდა უფლება დაეტოვებინა ოჯახი, რომელსაც ეკუთვნოდა. ლეურიატიზმი დიდი ხნის განმავლობაში იყო შემონახული ინდუსებში, თურქმენებში, ტაჯიკებში, დაღესტნის ხალხებსა და ყაზახებში.
image
"სნოხაჩესტვო" რუსულ ოჯახებში ხდებოდა ორი გზით: ან გოგონა თხოვდებოდა ა მცირეწლოვან ვაჟზე, ან როდესაც ახალგაზრდა ქალის ქმარი რეკრუტებში მიჰყავდათ (1793 წლიდან 1874 წლამდე ისინი მსახურობდნენ 25 წლის განმავლობაში), ან როდესაც ქმარი დიდი ხნით ტოვებდა სახლს შემოსავლის ძიების მიზნით. აი სწორედ მაშინ აცდუნებდა მას მამამთილი. იცოდა თუ არა ამის შესახებ დედამთილმა? რა თქმა უნდა. და ის არაფერს აკეთებდა ამის შესაჩერებლად შვილსაც შეეძლო ამის შესახებ სცოდნოდა, მაგრამ ზუსტად ისევე არაფერს აკეთებდა.


სხვათა შორის, 1927 წელს გადაიღეს ფილმი „რიაზანელი ქალები“, სადაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები ამ კონკრეტული ჩვეულების გამო ოჯახის ტრაგედია. სიუჟეტი ზოგადად მარტივია: ახალგაზრდები ქორწინდებიან, სახლდებიან ქმრის მშობლებთან ერთად ერთ სახლში, მაგრამ ომი რომ დაიწყო, ქმარი ომში წავიდა და ახალგაზრდა რძალი მამამთილისგან დაორსულდა. "სნოხაჩესტვო" ღუპავდა ადამიანების ცხოვრებას, ანგრევდა ოჯახებს.


image
ამ სამარცხვინო მოვლენაზე დიდი ხნის განმავლობაში სდუმდნენ და მხოლოდ მე- XVIII საუკუნეში დაიწყო მისი განხილვა და დაგმობა. ეს მოხდა ეთნოგრაფიის განვითარების გამო. ფოლკლორისტები აგროვებდნენ და აქვეყნებდნენ ძველ შორეულ სოფლებში შეგროვებულ მასალებს. ეთნოგრაფ ვ.ი.


სემენოვსკის ჩანაწერებში შეგიძლიათ იხილოთ მოგზაურის სავვა თეკელის ამბავი, რომელსაც 1780-იან წლებში კურსკის რომელიღაც სოფელში მოუხდა მოგზაურობა და მან აღწერა მამის რძალთან ურთიერთობის შესახებ, რომლის სახელზე ორი ბავშვი იყო ჩაწერილი. გლეხი ამბობდა, რომ დაელოდება თავის რიგს, როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან და დაქორწინდებიან. თავიდან მარტივად ექცეოდა რძალს და ელოდა როდის შეძლებდა შვილის ახალგაზრდა ცოლის ცდუნებას. მე-XVIII საუკუნის დაბადების მოწმობის წიგნებში ხშირად წერდნენ, რომ ცოლი ქმარზე ათი წლით უფროსი იყო.
image
ეკლესიამ ოფიციალურად მიიჩნია, რომ "სნოხაჩესტვო" ცოდვა იყო და ცდილობდა შეეჩერებინა ეს საშინელი მოვლენა ასეთი ცნობილი შემთხვევების მოხსენებით და უთანასწორო ქორწინების აკრძალვით.



მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალურად. იყო შემთხვევები, როდესაც თავად მღვდლები იმავე საქმიანობას ეწეოდნენ.


უაზროა იმის უარყოფა, რომ ეს შეიძლებოდა ორმხრივი შეთანხმებით მომხდარიყო, მაგრამ ეს შემთხვევები იშვიათი იყო, უფრო ხშირად ეს გახლდათ ზუსტად იძულება სიმამრის მხრიდან, რომელიც სარგებლობდა ქალის სრულიად უმწეო მდგომარეობით. ზოგიერთი გოგონა, რომელიც ვერ უძლებდა ამგვარ დამოკიდებულებას გარბოდა ქმრის ოჯახიდან, ამის გამო ისინი კიდევ უფრო რთულ მდომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, რადგან სწორედ გოგონას ადანაშაულებდნენ იმაში რაც ხდებოდა.
image
უფრო უსაფრთხო იყო სიმამრის მხრიდან შევიწროების ფაქტის გასაჯაროება. იყო შემთხვევები, როცა გოგონა გამბედაობას იკრეფდა ელაპარაკებოდა ამაზე და დახმარებას სთხოვდა ქმარს, მღვდელს და თუნდაც დედამთილს. XIX საუკუნის დასაწყისში, ოგნევსკაიას ვოლოსტის გლეხმა ქალმა, მატრიონა დოროგინამ, წერილობითი საჩივარი შეიტანა სიმამრის წინააღდეგ:


პირველ წელს მას არავისგან არ უგვრძნია ქორწინების შეურაწყოფის ფაქტი, მაგრამ შემდეგ წელს სიმამრმა ეშმაკურად დაუწყო მას თვალთვალი და როდესაც რძალი მარტო რჩებოდა მამამთილი აიძულებდა მას დაერღვია ღმერთის წინაშე დადებული ფიცი და დაჰყოლოდა გარყვნილი ბერიკაცის ნებას.

მატრიონამ ადრე შეატყობინა ამის შესახებ ქმარს, მაგრამ მან უბრალოდ თვალი დახუჭა, ვერ გაბედა მამის დადანაშაულება ძალადობაში. მაშინ ქალი მღვდელთან მივიდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა დახმარებაზე. და მხოლოდ დედამთილი, როდესაც აბანოდან ყვირილი გაიგო, მივარდა მატრიონას დასახმარებლად. ამის შემდეგ ოჯახის უფროსის წინააღდეგ საჩივარი დაიწერა. . შემთხვევა 1818-1820 წლებში მოხდა. ვოლოსტის სასამართლოებმა აღიარეს, რომ „მამის დადასტურებული კავშირი ვაჟის ცოლთან აძლევს ამ უკანასკნელს უფლებას მოითხოვოს მამისგან განცალკევებით ცხოვრება. ფაქტობრივად, მამამთილს სასჯელი საერთოდ არ მიუღია.


ბევრი ასეთი შემთხვევა გაუხმაურებელი დარჩა. მათი გახმაურება ხდებოდა მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში.


image
ამ ტრადიციის არსებობის ფაქტს ადასტურებს მე-XIX საუკუნეში მოქმედი ანდაზები („დადუმდი რძალო, მე გიყიდი კაბას, მამამთილთან ნაცხოვრები) და ა.შ. ასევე არსებობს ლიტერატურა: მ.ა. შოლოხოვი ("მშვიდი დონი, ნ.ს. ლესკოვი ("ქალის ცხოვრება"), მ.ე. სალტიკოვ-შჩედრინი ("სვეტი"), ი.ს. ტურგენევი ("მამები და შვილები"), მ. გორკი ", "ჩიტის ცოდვა").

ერთი ქალის ცხოვრება:

„გოსტომლში ბევრი ხალხი ცხობრობს, რომელთაც ქოხებში ხალხმრავლობისგან მთელი ზამთარი სძინავთ კარადებში და ლოგინებში... აქ არიან მოხუცები, აქ არიან ცოლ-ქმარი... აქ გოგონები მოზრდილები არიან. ეს ყველაფერი ხილული და გასაგონია. და სად უნდა წახვიდე? აი ეს არის და ჩვენთანაც იწყება "სნოხაჩესტვო" დროთა განმავლობაში სოფლებში პატრიარქალური ოჯახი მცირედ დაიშალა და "სნოხჩესტვო" (Снохачество) სამარცხვინო ჩვეულებად აღიქმებოდა, რამაც გამოიწვია მისი მოსპობა. პროცესი არ ყოფილა სწრაფი და ეს ფენომენი აღმოიფხვრა მხოლოდ მე-XX საუკუნის დასაწყისისთვის.

0
1204
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0