x
image
არჩილ ვერულიძე
ყველაზე საშინელი ეპიდემიები კაცობრიობის ისტორიაში
image
1763 წლის 23 ნოემბერს ეკატერინე II-მ დააარსა სამედიცინო კოლეჯი, რომელმაც მაშინვე იზრუნა ვაქცინაციაზე, რადგან სწორედ ამ დროს გაანადგურა ქვეყანა ყვავილმა. ეკატერინემ და მისმა ვაჟმა პაველმა პირველებმა ჩაატარეს აცრა რუსეთის იმპერიაში.



იმპერატრიცას აღენიშნებოდა ყვავილის მსუბუქი სიმპტომები, რომლის დროსაც ეკატერინე საწოლში იწვა. ხანმოკლე პერიოდის შემდეგ ის სრულად გამოჯანმრთელდა და ამით აჩვენა ხალხს, რომ აცრის საშუალებით სიცოცხლის შენარჩუნება შეიძლებოდა. თუმცა, მედიცინას ყოველთვის არ შეეძლო დაუყონებლივ დაემარცხებინა ის საშინელი დაავადებები, რომლებმაც პლანეტა მოიცვა. აქ არის წარმოდგენილი მათ შორის ყველაზე მომაკვდინებელნი კაცობრიობის ისტორიაში.

ესპანური გრიპი
image

დაავადება ცნობილი გახდა "ესპანური გრიპის" სახელით, რადგან ესპანეთი იქცა გავრცელების ეპიცენტრად, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, საიდან გაჩნდა ვირუსი. 1918 წლიდან 1919 წლამდე ორ წელიწადში 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა - ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 29, 5%. დაიღუპა 50-100 მილიონი ადამიანი. „ესპანური გრიპი“ ისტორიაში ყველაზე დიდ ეპიდემიად ითვლება. მან მოიარა იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი. ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი ადგილები ერთი წლის განმავლობაში არ მუშაობდა, ზოგიერთ ქვეყანაში შემოიღეს სამხედრო რეჟიმი.


პირველი მსოფლიო ომის დასრულებამ და ბანაკებში ანტისანიტარიულმა პირობებმა გავლენა მოახდინა „ესპანური გრიპის“ მასობრივ გავრცელებაზე. ხალხმა დაიწყო სახლებში დაბრუნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სასაფლაოებზე ადგილების ნაკლებობა იყო და მიცვალებულები მასობრივ საფლავებში უნდა დაეკრძალათ.

შავი სიკვდილი
image
ცნობილი "შავი სიკვდილი" ძველ სამყაროში აღმოსავლეთ ჩინეთიდან მოხვდა, სადაც მან თავისი საზარელი ლაშქრობა დაიწყო 1320 წელს. ჭირი ყირიმში გემებზე ვრცელდებოდა, რომლებიც მიდიოდნენ აბრეშუმის გზის გასწვრივ ევროპულ ნაწილამდე. 1348 წელს პანდემიამ 15 მილიონი ადამიანი დაღუპა, ევროპის მოსახლეობის მეოთხედი. ხუთ წელზე ნაკლებ დროში მსხვერპლთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა.


შავი ჭირის მძვინვარების დროს ძველი სამყაროს მოსახლეობა 30-60%-ით შემცირდა. ჭირმა საზოგადოებაში განხეთქილება და პანიკა დათესა, შუასაუკუნეების მედიცინამ ვერ შეიკავა გავრცელების მასშტაბები. ვირუსის მატარებლებს დევნიდნენ, არ იყო საკმარისი ადგილი მიცვალებულთა დასაკრძალად. პარიზში ჭირით დაავადებულ ნაშთებს ადგილობრივ კატაკომბებში ათავსებდნენ, ომლებიც ახლა მუზეუმადაა ქცეული. სხვა ქალაქებში გვამებს უბრალოდ ყრიდნენ ქუჩებში, რამაც გამოიწვია ვირთხების გაჩენა და შემდგომში ანტისანიტარია, რაც ისედაც კმაროდა შუასაუკუნეების ევროპის ქალაქებში.



ჭირი რუსეთში ბალტიისპირეთიდან მოხვდა და ქვეყანა რამდენჯერმე მოიცვა. პირველი ეპიდემია მძვინვარებდა 1350-1352 წლებში ნოვგოროდსა და ფსკოვში. იგი გავრცელდა რუსეთის ყველა სამთავროში, ზოგიერთი ქალაქი სრულიად დაცარიელებული იყო. მეორე ეპიზოდი მოხდა 1771 წელს, მოსკოვში. მაშინ ყოველდღიურად ათასამდე ადამიანი იღუპებოდა, თავადაზნაურობა გარბოდა ქალაქიდან, პანიკამ გამოიწვია არეულობები.


სხვათა შორის, ჭირი არსად გამქრალა უბრალოდ ის არ მიმდინარეობს ისეთი სერიოზული ფორმით, როგორც შუა საუკუნეებში. ყოველწლიურად ინფიცირების დაახლოებით 2500 შემთხვევა ფიქსირდება და მათი უმეტესობა იტურის (კონგოს რესპუბლიკა) პროვინციაში ხდება.

ქოლერა
image
ის კაცობრიობას სხვადასხვა პერიოდში დაატყდა თავს. ქოლერა ძველ დროში გაჩნდა და მდინარე განგის დასახლებებში „დარეგისტრირდა“. დაავადების გადაცემის ერთ-ერთ მიზეზად ინდოეთისა და სამხრეთ აზიის მკვიდრთა მიერ მდინარეებთან ახლოს ჩატარებულ რიტუალებს მიიჩნევენ.


დაავადება წააგავს ნაწლავურ ინფექციას: ის იწვევს ორგანიზმის სრულ გაუწყლოებას და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ქოლერის მიმდინარეობას თან ახლავს ძლიერი დიარეა, ღებინება და წვრილი ნაწლავის დაზიანება.
ქოლერის პანდემია გავრცელდა სამხრეთ აზიის ფარგლებს გარეთ მე- XIX საუკუნისთვის და ჰქონდა შვიდი ეპიზოდი, მე-XX საუკუნის მეორე ნახევრამდე. პირველი ტალღა მოხვდა აზიის ყველა ქვეყანაში და შეაღწია რუსეთში. რუსეთის იმპერიაში ქოლერის პიკი იყო 1830-იან წლებში - შემდეგ ქოლერის აჯანყება მოხდა მთელ ქვეყანაში. 1850-იან წლებში ყირიმის ომის დასაწყისში მსხვერპლთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.


მეორე ეპიზოდი განგის დაბლობზე მოხდა და 20 წელს გაგრძელდა. მაშინ ქოლერამ მიაღწია შეერთებულ შტატებსაც და ევროპასაც კოლონიური ვაჭრობის გამო. მესამე სერიოზული აფეთქება კი დაფიქსირდა ინგლისში, სადაც ერთ დღეში, ცენტრალურ ლონდონში, 500 ადამიანი დაინფიცირდა.


ქოლერის ბოლო ეპიდემია გავრცელდა 1960-იან და 1970-იან წლებში. ახლა ეს დაავადება არ არის ისეთი საშიში, როგორც ადრე და დაინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება მიწისძვრისა და სხვა სტიქიური უბედურებების დროს. ისე, როგორც ჰაიტიზე 2010 წლის იანვარში მოხდა.

ნატურალური ყვავილი
image
არსებობს მეცნიერული კვლევები, რომლის მიხედვითაც, ყვავილი პირველად ყურანში 570 წლებში იქნა ნახსენები. დაავადების ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 8-დან 14 დღემდე გრძელდება. პირველი სიმპტომებია შემცივნება, ღებინება, ცხელება, სახსრების ტკივილი. პაციენტს მეორე დღიდან უჩნდება დამახასიათებელი გამონაყარი მთელ სხეულზე, პირის ღრუშიც კი.


მდგომარეობა მერვე დღეს უარესდება, ჩნდება დაბნეულობა და დელირიუმი. ყვავილის დაავადების სიკვდილიანობამ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 40%-ს მიაღწია. გადარჩენილებს შეეძლოთ მხედველობის დაკარგვა, ასევე რჩებოდა ნაწუბურები სხეულზე. ყველაზე ხშირად, ინფექცია ვრცელდებოდა მათზე, ვინც ცხოველებთან მუშაობდა. 1960-იან წლებში მასობრივი ვაქცინაციის შედეგად ყვავილი მთლიანად აღმოიფხვრა. ვირუსის უჯრედების მხოლოდ ორი ასლი ინახება აშშ-სა და რუსეთის ვირუსოლოგიურ ცენტრებში.


ყვავილის ეპიდემიის ის პირველი სერია დაფიქსირდა აზიაში მე-IV მე-XVIII საუკუნეებში. ცუდი მედიცინისა და დაავადების შესწავლის პროგრესული მეთოდების არარსებობის გამო ჩინეთისა და კორეის მოსახლეობა მეოთხედით შემცირდა, იაპონიამ კი მოსახლეობის 40% დაკარგა. ყვავილმა რუსეთსა და ევროპას მხოლოდ მე-XVII საუკუნეში მიაღწია. წელიწადში დაახლოებით მილიონნახევარი ადამიანი იღუპებოდა.

იუსტინიანეს ჭირი
image
ჭირის ბაცილა გაჩნდა ფსევდოტუბერკულოზის ბაცილისგან დაახლოებით 20 ათასი წლის წინ - გენომი ნაპოვნი იქნა ადამიანის ნაშთებში, რომელიც დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-IV საუკუნით. ჭირის ინკუბაციური პერიოდი ორიდან ექვს დღემდეა. ამ დაავადებას აქვს ნათელი განმასხვავებელი თვისება - ბუბოები. კოპები, რომლებიც წარმოიქმნება ლიმფების გაფართოებით. ასევე ჭირის დამახასიათებელი სიმპტომებია ცხელება, ხველა ნახველითა და სისხლით, მაღალი სიცხე, დაბნეულობა.


ამ ჭირმა გაანადგურა ევროპის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი XIV საუკუნეში. მაგრამ "იუსტინიანეს ჭირის" გავრცელების პირველი შემთხვევა ცნობილია 551 - 580 წლებიდან. პანდემიამ მოიცვა ეგვიპტე და მიმოიფანტა მთელ პლანეტაზე, სადაც იმ დროისთვის ცხოვრეობდნენ ადამიანები. დაავადების პირველმა ტალღამ ას მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.



0
419
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0